x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (პირველი დედამიწელები)

როგორც უკვე ვნახეთ, მეზოზოურ პერიოდში, დინოზავრებთან ერთად, ცხოვრობდნენ როგორც ადამიანი-გიგანტები, ისე ჩვეულებრივი სიმაღლის ადამიანები (იხ. დასაწყისი: ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III) და ამას მხოლოდ ერთ ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისე, როგორც ჩვენ ვეძებთ ეგზოპლანეტას, უძველეს დროში იგივეს, სხვა ცივილიზაციებიც აკეთებდნენ.


image


ძველი წყაროების ცნობით, დედამიწაზე პირველი მოსახლეობა, მინიმუმ 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა. ინდური ვედების მიხედვით, დედამიწაზე, ჩვენს ცივილიზაციამდე, 24 ცივილიზაცია უკვე არსებობდა...

ქვემოთ მოცემულ ტექსტში, შესაძლებელია ქრონოლოგია ზუსტი არ იყოს. ამიტომ, რთული სათქმელია, რეალურად, როდის გამოჩნდა პირველი ადამიანი დედამიწაზე. მაგრამ, ყველაზე უძველესი ძვალი, რომელიც ადამიანს ეკუთვნოდა, 185 მლნ. წლის კვარციტში იყო განამარხებული. ეს აღმოჩენა ამერიკის ტერიტორიაზე, საუკუნენახევრის წინ იყო გაკეთებულ. შედარებით ახალი აღმოჩენებიდან აღსანიშნავია 2007 წლის დასაწყისში, ბრიტანელი პალეონტოლოგების მიერ, გობის უდაბნოში, 45 მლნ. წლის ასაკის ქანებში ნაპოვნი ადამიანის ჩონჩხი.


image

ეს ირმის ნახტომია, იგივე რძის გზაგალაქტიკა, რომელშიც მზის სისტემა და მასთან ერთად, სხვა, 100-დან – 400-მლრდ-მდე ვარსკვლავი მდებარეობს. ეს კი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა, სხვა პლანეტებზეც იყოს.

imageრაც შეეხება ადამიანების მიერ დედამიწის ათვისების ქრონოლოგიას, იგივე ვედურ წყაროებზე დაყრდნობით, ასეთია:


1 500 მლნ. წლის წინ — მიდგარდზე (ვედურ ლიტერატურაში, ხშირ შემთხვევაში, ასე არის მოხსენიებული დედამიწა) თეთრი ადამიანები გამოჩნდნენ. პლანეტის კლიმატი ჯერ კიდევ შეუფერებელი იყო ადამიანებისთვის და ისინი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე დასახლდნენ.image800 - 200 მლნ. წლის წინ — პროტეროზოურ და პალეოზოურ ერებში, ადამიანის ცხოვრებისთვის შეუფერებელი გარემო პირობების გამო, დედამიწაზე მოსახლეობა ჯერ არ იყო. თუმცა, დროდადრო, კოსმოსიდან მოსული, თეთრი რასის წარმომადგენლების დროებითი ბაზები ჩნდებოდა.

image200 მლნ. წლის წინ — მეზოზოურ ერაში, დედამიწაზე ემიგრანტების ახალი ტალღა გამოჩნდა. მათ გამოაცოცხლეს პალეოზოური პერიოდის ბოლოს, ვულკანური პროცესების შედეგად, თითქმის გადამწვარი დედამიწა და ახალი ცივილიზაციის განვითარებას დაუდეს სათავე. სწორედ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ დინოზავრებთან ერთად. მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ თეთრი რასის წარმომადგენლები იყვნენ.image100 მლნ. წლის წინ — სირიუსიდან წითელი გიგანტების რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. მათ ზღვის სანაპიროებზე გადახურული ქალაქები შექმნეს. ისინი საფრენი აპარატებით დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე და კოსმოსში მოგზაურობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ მათ მიერ ან მათი შთამომავლების მიერ იყოს შექმნილი ნასკას პლატოს გეოგლიფები.image66 მლნ. წლის წინ — დედამიწაზე კატასტროფა მოხდა და ამერიკელი ინდიელების ლეგენდების თანახმად, ადამიანებმა იცოდნენ მოსალოდნელი უბედურების შესახებ. მათმა ნაწილმა დედამიწა დატოვა. ხოლო, ვინც დარჩა, მიწისქვეშ თავშესაფრები ააშენეს და იქ დაემალნენ მოსალოდნელ სტიქიას. ძველი ეგვიპტური ტექსტების მიხედვით, ცეცხლოვანი კატასტროფის შემდეგ, წითელი გიგანტები კიდევ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ დედამიწაზე.image18 მლნ. წლის წინ — შორეული კოსმოსიდან, თითქმის ერთდროულად, დედამიწაზე ორი რასის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ: ორიონის თანავარსკვლავედიდან ე. წ. თეთრი ღმერთების რასა, ხოლო სირიუსის ორმაგი ვარსკვლავიდან – შავი რასა.

იმ პერიოდისთვის, დედამიწა თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლა და ცივილიზაციები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ამერიკის კონტინენტებზე წითელი გიგანტები ცხოვრობდნენ. ორიონიდან მოსულები ევრაზიის კონტინენტზე დასახლდნენ, ხოლო სირიუსიდან ჩამოსულებმა – აფრიკის კონტინენტის ათვისება დაიწყეს.


image
2 მლნ. წლის წინ — ადამიანებმა წყნარი ოკეანის სანაპიროს ათვისება დაიწყეს. წითელკანიანმა და შავთმიანი თეთრი რასის წარმომადგენლებმა, წყნარ ოკეანეში მდებარე მუს (ლემურია, იგივე პაციფიდა) კონტინენტზე დაიწყეს დასახლება.


700 000 წლის წინ — ლემურია და მისი მოსახლეობა, კონტინენტზე ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა ან მძლავრმა ვულკანურმა პროცესმა შეიწირა. ძველი წყაროების ცნობით, 68 მლნ. ადამიანი დაიღუპა. ხოლო კონტინენტი 1 ღამეში შთანთქა ოკეანემ. გადარჩენილი ადამიანების ნაწილი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად: წითელკანიანები ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თეთრკანიანები – სამხ. ამერიკაში. მოსახლეობის ნაწილი კი, წყნარი ოკეანის კუნძულებზე დასახლდა.imageდა დედამიწამ ზუსტად ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს არის. თუმცა, ერთი განსხვავება მაინც იყო. იმ დროს, ჯერ კიდევ არსებობდა ლეგენდარული ატლანტიდა.image

image

imageგაგრძელება იქნება...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (აკრძალული არქეოლოგია)

ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (ერთი ცის ქვეშ)
ადამიანი-გიგანტები – უძველესი მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე (რატომ გაქრნენ გიგანტები)


2
1295
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1295
  
2018, 3 ივლისი, 23:36
ქრონოლოგია ვედების მიხედვით არის შედგენილი. თუმცა, იგივე ინფორმაცია (თარიღების გარეშე), სხვადასხვა ხალხების ლეგენდებშიც არის დაფიქსირებული.
2018, 3 ივლისი, 20:49
ანუ ეს მთლიანად ვედებზე დაყრდნობით მოწოდებული ინფორმაციაა?
0 1 2