საზოგადოება ამერიკაში პიტბულმა 9 თვის ბავშვი მოკლა 2018, 1 ივნისი, 12:35 აშშ-ში ფლორიდაში, 9 თვის ბავშვი ლიანა ვალინო(Liana Valino)პიტბულმა იმ დროს დაგლიჯა, როდესაც ბავშვი ის აივანზე, სავარძელში იჯდა.
როგორც ბავშვის დედამ, ბრენდა ვილასინმა Miami Herald-ისთან განაცხადა, ბავშვი ბებიასთან დატოვა, წამოსვლის წინ ფეხები დაუკოცნა პატარას, თუმცა რამდნიმე საათში დაურეკეს და ამცნეს საშინელი ამბავი. როგორც პოლიციამ განაცხადა, ბავშვს თავს დაესხა ოთხი პიტბულიდან ერთ-ერთი, რომლებიც ბინაში ცხოვრობდნენ. შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში, ორმა პიტბულმა საკუთარი პატრონი, 22 წლის ლინ სტივენსი დაგლიჯეს. პიტბული მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძაღლადაა მიჩნეული, ამ ჯიშის ძაღლი ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში აიკრძალა, ხოლო შეერთებულ შტატებში აკრძალეს პიტბულის უნებართვოდ გამრავლება. 237 5-ს მოსწონს
|