სხვა პირველი ქართული სახელმწიფოები 2018, 5 მაისი, 22:14 საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე ადრინდელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს დიაოხი და კოლხეთი ეწოდებოდა. იმ შორეულ დროს მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ხშირად ეომებოდნენ. ომი მათთვის საარსებო საშუალება იყო. ერთმანეთს სტაცებდნენ პირუტყვს, ატყვევებდნენ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ, ადებდნენ ხარკს - ოქროს, ვერცხლის და სპილენძის სახით. ლითონი იმ დროს მთავარ სიმდიდრედ ითვლებოდა. დიაოხი და კოლხეთიც ებრძოდნენ ერთმანეთს, ორივეს ერთად კი მათზე ძლიერი მეზობლები - ასურეთი და ურარტუ ემტერებოდნენ. თავდასხმების შედეგად ქრისტეშობამდე მე-8 საუკუნეში დიაოხმა შეწყვიტა არსებობა, მისი მიწა კი გაიყვეს სამხრეთიდან - ურარტუმ, ჩრდილოეთიდან - კოლხეთმა. ამის შემდეგ უკვე ურარტუსა და კოლხეთს შორის დაიწყო ომები. ამასობაში კოლხეთმა საშინელი დარტყმა მიიღო - ჩრდილოეთიდან კიმერიელები და სკვითები დაიძრნენ ურარტუსკენ და გზად აყვავებული კოლხეთი გაანადგურეს. ამ ამბიდან მთელი საუკუნე დასჭირდა კოლხეთს ძველი ძლიერების აღსადგენად. 1050 4-ს მოსწონს
|