x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რამდენად კარგად იცით ქართული ისტორია და ლიტერატურა?
კაცობრიობის განვითარება - დაწყებული ნეანდარტანელიდან, თანამედროვე - მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებამდე, საკმაოდ დიდ, თითქმის „თვალუწვდენელ“ პერიოდს მოიცავს. ადამიანის წინაპარი თავის ემოციებს თუ საქმიანობის დეტალებს პრიმიტიულად, გამოქვაბულის კედლებზე ხატვით გადმოსცემდა. ხოლო, რაც უფრო ვითარდებოდა ის, მით უფრო იხვეწებოდა და რთულდებოდა გადმოცემის ტექნიკა და მეთოდები, საბოლოოდ კი კალამი და ფურცელი უნივერსალური გადმოცემის საშუალებად ჩამოყალიბდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი საქმიანობის, ყოველდღიურობის, იმ ბუნებრივი მოვლენების აღწერა, რაც მათ ემოციას იწვევდა - შიშს ან აღტაცებას გვრიდა. ასე დაიწყო პირველი ფაქტების და მოვლენების აღწერა, რომლებიც დღეისათვის, უმნიშვნელოვანეს და ასევე სადავო საკითხს წარმოადგენს ისტორიის რაობის შესწავლის საკითხში მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა შორის. სადავო ხდება არა მარტო უხსოვარი დროის შესწავლა-გადმოცემა და ჩვენამდე მოღწეული ფაქტები, არამედ თითქმის „ჩვენს თვალწინ“ მომხდარი და განვლილი უახლესი ისტორია.


image


მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს თავისი წარსული, ლიტერატურული თუ ზოგადი ისტორია. არსებული დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რატომღაც დაკარგა ფასი წიგნმა და კითხვამ, ამიტომ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა არ იცის საქართველოს ისტორია, წარსული, ლიტერატურა და გრამატიკა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი სტატია დამეთმო მსგავსი საკითხებისთვის, გამომეცადა და ამავდროულად ამემაღლებინა თქვენი ინტელექტი. (წარმატებებს გისურვებთ)




1. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "მამამან შენმან აჰღმართნა სამარტვლენი და ეკლესიანი აღაშენნა და შენ მამისა შენისა საქმენი განჰყრუნენ სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მან ღმერთი ცათაი და ქუეყანისაი აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი და ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ..."



1. იაკობ ცურტაველს.

2. აბო ტფილელს.

3. შუშანიკს.

4. მირიან მეფეს.





2. ქართულ ლიტერატურას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეკუთვნის ...



1. III საუკუნეს.

2. X საუკუნეს.

3. V საუკუნეს.

4. XX საუკუნეს.






3. რა ერქვა, ქართული წერის ნიმუშს VII-ე საუკუნეში?


1. ასომთავრული.

2. ნუსხური.

3. მხედრული.

image




4. საქართველოში, ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, თუმცა მისი გავრცელება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. რომელ საუკუნში გამოცხადდა ქრსიტიანობა საქართველოში, როგორც ოფიციალური რელიგია?


1. III საუკუნის პირველ ნახევარში.

2. I საუკუნის პირველ ნახევარში.

3. IV საუკუნის პირველ ნახევარში.

4. V საუკუნის პირველ ნახევარში.

image




5. რომელ საუკუნეში აშენდა მცხეთის ჯვრის ტაძარი?


1. V საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში.

2. VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში.

3. VII საუკუნის დასაწყისსა და VIII საუკუნის დასაწყისში.


image





6. ვისი დაწერილია "აბო ტფილელის წამება"?


1. ვარსქენ პიტიახშის.

2. იაკობ ცურტაველის.

3. იოვანე საბანისძის.

4. შუშანიკის მოძღვრის.

5. გრიგოლ ხანძთელის.






7. დედაქალაქი- თბილისი, მაჰმადიანთა ჯარის 400 წლიანი ტყვეობიდან რომელმა მეფემ გაათავისუფლა?


1. ბაგრატ მეფემ.

2. ვახტანგ გორგასალმა.

3. დავით აღმაშენებელმა.

4. ცოტნე დადიანმა.

5. თამარ მეფემ.






8. ვინ გახდა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე, რომელიც ისტორიაში ქართველთა და აფხაზთა მეფედ მოიხსენება?


1. დავით აღმაშენებელი.

2. გიორგი ბრწყინვალე.

3. თამარ მეფე.

4. ბაგრატ მეფე.






9. პოლიტიკურად განმტკიცებული და ეკონომიურად მოღონიერებული საქართველო ფართოდ ჩაება მაშინდელი მსოფლიო ვაჭრობის ორბიტში. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ეგვიპტესთან, ბაღდადთან და ინდოეთთან. რომელ საუკუნეებზეა საუბარი?


1. IX - X საუკუნეებში.

2. X - XI საუკუნეებში.

3. XI - XII საუკუნეებში.






10. XII საუკუნეში აშენდა, რომელიც ჩამოყალიბდა უმაღლეს სასწავლებლად და გახდა საქართველოს კულტურის ცენტრი. ეს იყო...


1. იყალთოს აკადემია.

2. გელათს აკადემია.

3. გრემის აკადემია.






11. გადმოცემის თანახმად, რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა შოთა რუსთაველმა?


1. იყალთოს აკადემია.

2. გელათს აკადემია.

3. გრემის აკადემია.


image






12. რომელ წელს დაიბეჭდა პირველ ქართულ სტამბაში "ვეფხისტყაოსანი"?


1. 1912 წელს.

2. 1712 წელს.

3. 2012 წელს.

4. 1812 წელს.



image



13. ვინ იყო, რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირი?


1. ავთანდილი.

2. ტარიელი.

3. როსტევან მეფე.






14. საიდან იყო წარმოშობით, რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი გმირი ტარიელი?


1. რუსთავიდან.

2. ირანიდან.

3. ინდოეთიდან.

4. ბიზანტიიდან.






15. რა ერქვა, ქართული წერის ნიმუშს X-ე საუკუნეში?


1. ასომთავრული.

2. ნუსხური.

3. მხედრული.



image




სწორი პასუხები:


1. შუშანიკი.

2. V საუკუნე.

3. ასომთავრული.

4. IV საუკუნის პირველ ნახევარში.

5. VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში.

6. იოვანე საბანისძის.

7. დავით აღმაშენებელმა.

8. ბაგრატ მეფე.

9. XI - XII საუკუნეებში.

10. გელათის აკადემია.

11. იყალთოს აკადემია.

12. 1712 წელს.

13. ტარიელი.

14. ინდოეთიდან.

15. ნუსხური.




იხილეთ აგრეთვე:


შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი- რამდენად კარგად იცით საქართველოს წარსული?image





შეამოწმე შენი ინტელექტი - რამდენად ძლიერი ხარ გეოგრაფიაში?image


6
503
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
503
  
2018, 15 მაისი, 22:12
უღრმესი მადლობა თქვენ.
ძალიან კარგი და სასარგებლო ტესტებია, დაინტერესებულთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზრდება . არავითარ შემთხვევაში გული არ აიცრუოთ. შედეგი გაუმჯობესდება . მადლობა.
2018, 3 აპრილი, 17:40
სამშობლოს ცნება, ბევრს არ ესმის მაკა, გული არ დაგწყდეს.
შიშველი ქალების სურათებზე, რომ იყოს ბევრი ნახვა იქნებოდა. :(((
2018, 3 აპრილი, 13:12
მადლობა გუჯა, 2 საათზე მეტი ვწერე, მე თვითონ შევადგინე და გული მწყდება რომ დაინტერესება არ აქვს :( აი, ესაა ჩვენი დონე და ინტელექტი. ილუსტრაციებზე დავდე სტატია პარალელურად და მკითხველი იქით გაიქცა :((
2018, 3 აპრილი, 13:07
უმაგრესია მაკა–რესპექტი.
ისე საქართველოს ისტორია ხელახლაა გადასაწერი, ძალზე მცირე მიმოხილვაა კოლზეთის იმპერიაზე, რომელიც იყო საქართველოს ქვაკუთხედი.
0 1 6