ქალი და მამაკაცი სახალისო ილუსტრაციები- ცხოვრება ქორწინებამდე და შემდეგ 2018, 29 მარტი, 9:29 ნებისმიერი ცვლილება, ყოფს ცხოვრებას ორ ნაწილად: "მანამდე" და "შემდეგ". მაგალითად ავიღოთ ქორწინება, ანუ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეყვარებულების პერიოდში და დაოჯახების შემდეგ. რა თქმა უნდა, ქორწინებამდე, შეყვარებულების პერიოდში უფრო მეტია ლტოლვა, რომანტიკული დღეები, სიყვარული, მზრუნველობა, გრძნობების ჭარბად და სხვადასხვა მხრივ გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, რაც სრულიად განსხვავდება ცხოვრებაში ქორწინების შემდეგ ეტაპზე გადასვლისას. (ყველას შემთხვევაში ასე არ არის)
ცხოვრებისეული, ეს სერიოზული ცვლილება- ქორწინება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ზოგიერთი წყვილის შემთხვევაში, ქორწინების შემდეგ, ქრება ილუზია, ლტოლვა, ზრუნვა და პასუხისმგებლობა და ალბათ, ეს ყველაფერი გამოწვეულია ფსიქიკური ფაქტორით, ის ხომ ისედაც შენია და ეს ყველაფერი რაღა საჭიროა?! თუმცა, არიან წყვილები, რომელთა შემთხვევაში, ცხოვრება ქორწინების შემდეგ იმაზე უკეთესია, ვიდრე შეყვარებულების დროს იყო- მეტია ზრუნვა, მეტია პასუხისმგებლობა ოჯახისა და ერთმანეთის წინაშე, მატულობს ფანტაზია, რომანტიკული წუთები და ყოველი დღე, ერთმანეთზე უკეთესია. ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ ყველა წყვილს აქვს თავისი, ინდივიდუალური ცხოვრება. ერთ-ერთმა სოციალურმა ქსელმა აკინძა რამდენიმე ტიპიური სიტუაცია, თუ როგორ დამოკიდებულებაში არიან წყვილები ქორწინების შემდეგ და წარმოგვიდგინა სახალისო ილუსტრაციებით. საინტერესოა, რამდენი თქვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს? P.S. თქვენ რას იტყვით ქორწინების შემდგომ ურთიერთობაზე? 996 15-ს მოსწონს
|