საზოგადოება რას მალავენ ცნობილი ლოგოები 2018, 19 მარტი, 17:09 ამაზონის მოქმედი ლოგო 2010 წელს იქნა წარმოდგენილი. მანამდე არსებულ ვერსიაზე წარწერა amazon.com-ი ქვემოდან ყვითელი მრუდით იყო ხაზგასმული. ახალი ლოგოს მრუდი თითქოს სმაილის ასოციაციასაც იწვევს, თუმცა ასევე ისარსაც წარმოადგენს, რომლის ერთი ბოლო ასო A-თან იწყება, ხოლო მეორე- Z-თან მთავრდება. აქ იგულისხმება, რომ ამაზონს A-დან Z-ის ჩათვლით ყველანაირი საქონლის შეთავაზება შეუძლია.
![]() Toblerone-ს შოკოლადის წარმოება ბერნში, შვეიცარიაში დაიწყო. ეს ქალაქი ახლოსაა ცნობილ მატერჰორნის მთებთან.სწორედ ეს უკანასკნელია შოკოლადის ლოგოზე გამოსახული. თუმცა, თუ გულდასმით თუ დავაკვირდებით მთის შუაგულში ბერნის სიმბოლოს, დათვს აღმოვაჩენთ. ![]() ტურ დე ფრანსის ლოგოზე ველოსიპედისტია გამოსახული. ხედავთ მას? სხეული ასო R-ს წარმოადგენს, ხოლო ასო O და ყვითელი მზე ველოსიპედის ბორბლებია. ![]() ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის, კარფურის ლოგო ორი მოპირდაპირე მიმართულების ისრებს წარმოადგენს (კარფური ფრანგულად გზაჯვარედინს ნიშნავს ), რომელთა შუაგულში სტილიზებული ასო C შეიმჩნევა. ![]() სტარბაქსის უახლესი, ცოტათი ასიმეტრიული ლოგო 2011 წელს წარადგინეს.თუ ახლოდან შეხედავთ, ცხვირის კონტურის მარჯვენა მხარე მარცხენასთან შედარებით უფრო ქვემოთაა ჩაღრმავებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სილამაზის სიმეტრიულობის ცნებას ეწინააღმდეგება, დიზაინერების ჩანაფიქრით, ცოტათი ასიმეტრიულობა ქალთევზას უფრო ადამიანურად წარმოაჩენს. ![]() გერმანული BMW-ის ლოგო დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, როგორც სტილიზებული საჰაერო პროპელერი ლურჯი ცის ფონზე.წარსულში BMW თვითმფრინავების ძრავების მწარმოებელი იყო და ეს მოსაზრებაც ამ ფაქტზე დაყრდნობით წარმოიშვა.თუმცა, კომპანიამ დიდი ხანი არაა, რაც განმარტა, რომ სინამდვილეში ლოგო გერმანიის ერთ-ერთ ფედერალური მიწის, ბავარიის დროშას წარმოადგენს. ადგილს, სადაც BMW-მ ფუნქციონირება დაიწყო. ![]() ![]() წყარო : CNN 62 შეფასება არ არის
|