ფოტოგრაფია ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ გაზეთსა და ქრონიკას არ გაუშუქებია და ახლა გაამჟღავნეს 2018, 9 მარტი, 13:29 ამბებს ჩვენი ცნობილების შესახებ, ისტორიული წყაროებით და იმ ფოტოების მეშვეობით ვიგებთ, რომლებიც დაგვიტოვეს და ჩვენამდე გადმოეცა. თუმცა, არასდროს არ არის ინფორმაცია ამომწურავი, რადგან, ხშირად, ტივტივდება ამბის ახალი ვერსიები, ან უბრალოდ სულ ახალი, ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი სიახლე. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ იშვიათი ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ გაზეთსა და ქრონიკას არ გაუშუქებია და ახლა ამოტივტივდა. 1. ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი ადამიანები თამაშობენ ბანქოს. ევროპა, 1913 წელი. 2. ფრიდა კალო 17 წლის ასაკში საოჯახო ფოტოსთვის პოზირებს მამაკაცის კოსტიუმში. 1924 წელი. 3. მე-8 კლასელი კურტ კობეინი უკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე. 1981 წელი. 4. გიტარით ხელში ჯეიმს ჰენდრიქსი, დასარტყამი ინსტრუმენტი- ფორტ კემპბელი. 1962 წელი. 5. ელვის პრესლის ყველაზე ადრეული ფოტო. მშობლები- გლედისი და ვერნონომი, 1938 წელი. 6. სამურაები, 1860 წელი. 7. ამრიკელი მეზღვაურები ხარობენ მას შემდეგ, რაც იაპონიის კაპიტულაციის შესახებ გაიგეს. 1945 წელი. 8. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე ჩუმად გადაღებული ფოტო. 1932 წელი. 9. ერთადერთი ფოტო აბრაამ ლინკოლნისა გეტისბერგში, სამი საათით ადრე, მანამ, სანამ "გეტისბერგის სიტყვით" გამოვიდოდა. 1863 წლის 19 ნოემბერი. 10. ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი. 1931 წელი. 11. მედისონის მოედანზე 20 ათასმა ამერიკელმა ნაცისტმა მოიყარა თავი. 1939 წელი. 12. გაზეთის დამტარებლები (დამრიგებლები) მზად არიან სამუშაოს დასაწყებად. 1908 წლის 12 თებერვლის ღამის 2 საათი. 13. ლუვრიდან მოპარული მონა ლიზას პორტრეტის ადგილი. 1911 წელი. 14. ფრანგი ქალბატონი ბრიტანელ ჯარისკაცს ნორმანდიის ბრძოლის დროს უსხამს ჩაის. 1944 წელი. 15. ადოლფ ჰიტლერი საუბრობს იუგოსლავიის მეფის ცოლთან- ოლგა გრეჩესკოსთან. 1939 წელი. 16. პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ბაჰამის კუნძულებზე დასვენების დროს. 1982 წელი. იხილეთ აგრეთვე: ● ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს ● ცნობილი ხალხისა და ისტორიული მოვლენების აქამდე უცნობი ფოტოები ● აქამდე უცნობი, შთამბეჭდავი ისტორიული ფოტოები ● იშვიათი ფოტოები, რომლებიც შეგვიცვლის წარმოდგენას ისტორიის შესახებ ● საუკუნის ისტორიული ფოტოები, რომლებიც შთაბეჭდილების გარეშე არ დაგტოვებთ ● ამ ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ფერები მთავარი არ არის ● ამ ფოტოების ნახვის შემდეგ თანამედროვე თაობას აღარ გაკიცხავთ 17524 20-ს მოსწონს
|