სხვა როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს სიქათქათე? ბალიშების რეცხვის სწორი მეთოდი 2018, 21 თებერვალი, 14:35 დროთა განმავლობაში, ბალიშებს, რომელთაც ყოველ დღე მოვიხმართ, უჩნდება ყვითელი ლაქები ოფლისა და კანიდან გამოყოფილი პარაზიტების გავლენით, ასევე მტვრისა და საწოლში არსებული ტკიპების გამო ეცვლება ფერი და კარგავს პირვანდელ სიქათქათეს.
ბალიშების განახლება, ან ძველების ქიმწმენდაში წაღება, დამეთანხმებით, რომ გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რასაც ბევრი დიასახლისი ვერ ახერხებს, თუმცა სახლში შესრულებული რეცხვებიც, ბევრჯერ, არ იძლევა დადებით შედეგს. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ მარტივი ხერხი, თუ როგორ გავწმინდოთ (გავრეცხოთ) დალაქული ბალიშები სახლის პირობებში, რომ უწინდებურად იბრწყინოს. მათი სისუფთავე თქვენი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. როგორ გავრეცხოთ ბალიშები სწორად? თუ თქვენს ბალიშს აქვს პირი, ან სპეციალური სარჩელი, აუცილებლად მოაცილეთ, რადგან ცალ-ცალკე უნდა გაირეცხოს ორივე. უმჯობესია თუ ორ ბალიშს (გამომდინარე იქიდან რა ზომისაა ბალიში და რა წონის ტევადობისაა სარეცხის მანქანა) ერთად გარეცხავთ, ასე შესაძლებელი იქნება ბალანსის შენარჩუნება და ბალიშები სარეცხის მანქანის კედლებზე აღარ ეხეთქება, რაც დაიცავს მათ გაწელვისა და ფორმის დაკარგვისგან. ასევე, თუ ჩოგბურთის ბურთს შეაგდებთ, ის ხელს შეუწყობს კარგად რეცხვას. სარეცხის საშუალებასთან ერთად აუცილებლად ჩაამატეთ 1 ჭიქა მათეთრებელი და ნახევარი ჭიქა ნატრიუმის ტეტრაბორატი. ჩართეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე (რაც შეიძლება ცხელი) და სულ ცოტა ორჯერ მაინც გაავლეთ, რადგან ქიმიკატები არ დარჩეს მასზე. ამის შემდეგ, უბრალოდ კარგად გააშრეთ და თქვენი ქათქათა ბალიშები მზადაა. შედეგი გაგაოცებთ! იხილეთ აგრეთვე: ● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე ● იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდი ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ? ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ? ● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ● აუცილებლად გარეცხეთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი- აი, რატომ ● საწოლის თეთრეულის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ● როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელია 1697 19-ს მოსწონს
|