სხვა ფოტოებზე აღბეჭდილი წარუმატებელი მომენტები, რომლებიც გაგახალისებთ 2018, 6 თებერვალი, 14:09 ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, წარმატებული კადრის წყალობით მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.
ყველა თუ არა, ადამიანების უმეტესობა მიჩვეულია ჩივილს, წუწუნს, რომ არ გაუმართლათ ცხოვრებაში, არ აქვთ ფინანსები, რაშიც ან გარშემომყოფთ, ან გარემო ფაქტორებს ადანაშაულებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არსებული ყველა რისხვა და წარუმატებლობა მხოლოდ თქვენ გატყდებათ თავს, თქვენი კარის მეზობლის ღობის იქით კი ხასხასა ბალახია, მშვიდი გარემო და ტკბობა ცხოვრებით. ამის შემდეგ კი მხოლოდ ისღა რჩება საფიქრალი, საამურია ცხოვრება იქ, სადაც თქვენ არ ხართ. სხვებთან წუწუნი, ტირილი და ჩივილი გამოსავალი არაა პრობლემებთან გასამკლავებლად. უბრალოდ შეეცადეთ ყოველთვის განეწყოთ პოზიტიურად, იცინოთ მაშინ, როცა არ გეცინებათ საჭირო გარემოებების დროს და ნახავთ ნელ-ნელა ყველა პრობლემა როგორ გაქრება, ცხოვრებაც რაღა თქმა უნდა შეიცვლება უკეთესობისკენ. ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა აკინძა ფოტოკრებული, სადაც მოცემულია ადამიანთა კრახი, თუ როგორ არ გაუმართლა ფორტუნამ მათ ერთ დღეს. ვიმედოვნებ გაგამხიარულებთ და ცოტახანს მაინც დაივიწყებთ საკუთარ პრობლემებს. იხილეთ აგრეთვე: ● დღეს მათი დღე ნამდვილად არ იყო ● ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ ● წარმატებული კადრის გამო რას არ იზამენ– ბევრს იხალისებთ ● ბარძაყ მოშიშვლებული ქალები ყინვაში ● საქორწილო ფოტოები, რომლებიც "აგახარხარებთ" ● კი, მაგრამ როგორ?! - წარმოუდგენელი ფოტოკრებული ● "დიზაინერის" თვალით დანახული ამაყი ადამიანები- სახალისო ფოტოკრებული ● გაშმაგებული მომხმარებლები გაცნობის საიტებიდან- სიცილი არ გაბედოთ 3124 13-ს მოსწონს
|