
ონკანის წყალი რომ მთლად სასარგებლო არ გახლავთ ჯანმრთელობისთვის ყველამ ვიცით. და როგორ მოვიქცეთ, თუ გასაფილტრი მოწყობილობების ყიდვა არ შეგვიძლია?
1.დაწდომა

ონკანის წყლის ერთერთი პრობლემა მისი სუნი და გემოა, მაგრამ ქლორირება აუცილებელი პროცესია, რომ წყალში არსებული მიკროორგანიზმების ნეიტრალიზება მოხდეს. თავის მხრივ ქლორი ადამიანის ორგანიზმში გროვდება, დუღილის დროს კი მავნე ქიმიურ შენაერთებს წარმოქმნის.
ქლორის მოქმედების ნეიტრალიზების ერთერთი გზაა წყლის დაწდომა ანუ დამდგარი წყალი. ჩაასხით ონკანის წყალი დიდი ზომის ჭურჭელში და გააჩერეთ 7-8 საათი. სასმელად და საკვების მომზადებისთვის გამოიყენეთ ამ წყლის მხოლო 3/4, დანარჩენი კი გადაღვარეთ.
2.ყინულის ფილტრი

ჩაასხით წყალი პლასტმასის ბოთლებში და შედეთ საყინულეში. დაიცადეთ სანამ წყლის მასის ნახევარი არ გაიყინება. გაუყინავი წყალი გადააქციეთ ბოთლიდან, დანარჩენი კი შეგიძლიათ გაადნოთ და გამოიყენოთ. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ სუფთა წყალი იყინება, დანარჩენი კი მინარევებს შეიცავს.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყინული სუფთა უნდა იყოს, თუ მღვრიეა, არც მისი გამოყენება არ ღირს.
3.კრემნიუმით გამდიდრება

კრემნიუმი ბევრი ქანების შემადგენლობაში შედის და წყლის ბუნებრივი ფილტრია. შეგიძლიათ ზოგიერთ აფთიაქში ან ინტერნეტ-მაღაზიებში მოიძიოთ. მას ანტიბაქტერიული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები, ტოქსინები, კანცეროგენები და სხვა მავნე ნივთიერებები.
გამოყენებამდე აუცილებლად კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, შემდეგ კი ჩადეთ წყალში და გააჩერეთ 2-3 დღე. კვირაში ერთხელ კრისტალები უნდა გაწმინდოთ მათზე წარმოქმნილი ნადებისგან.
4.აქტივირებული ნახშირი

აქტივირებული ნახშირი იმ საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ფილტრებში შედის, რომელთა ფუნქციაც წყლის გაფილტვრაა. ნახშირი ეფექტურად წმენდს წყალს.აუმჯობესებს მის გემოს. შთანთქავს წყალში არსებულ მავნე ნივთიერებებს.
იმისთვის, რომ სახლის პირობებში მოახდინოთ წყლის გაწმენდა ნახშირით, მარლისგან ან სხვა ქსოვილისგან დაამზადეთ პატარა ტომარა და ჩაყარეთ მასში ნახშირი ტაბლეტები. მოათავსეთ ეს ტომარა ჭურჭელში და დაასხით წყალი. ამ ტომრის გამოყენება ხანგრძლივად არ შეიძლება, სასურველია 2 დღეში გამოცვალოთ.
5. ვერცხლით გაწმენდა

ვერცხლში შემავალი იონები აქტიურად წმენდენ წყალს. ვერცხლს ბაქტერიციდული თვისებები ახასიათებს. ჩაასხით წყალი მინის ჭურჭელში და ჩააგდეთ შიგ ვერცხლი საგანი, 999 სინჯის. გააჩერეთ 10 საათი.
გაითვალისწინეთ! არაა რეკომენდებული ასეთი წყლის ხანგრძლივად მოხმარება, რადგან თავის მხრივ ვერცხლიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს.