x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ყველაზე სასარგებლო თევზი – წითელი არ არის!
image

თევზის ქონის სამკურნალო თვისებები აღმოჩენილი იქნა XIX საუკუნის დასაწყისში, ვიტამინების აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე.
მეოცე საუკუნის დასაწყისშივე ჩატარდა მრავალი კვლევა. შესწავლილი იქნა ესკიმოსების, კანადის ინუიტების და ისლანდიის მოსახლეობის საკვები. რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები არ ავადდებოდნენ ათეროსკლეროზით. ეს ფაქტი დაუკავშირეს მათ რაციონში დიდი რაოიდენობით თევზის არსებობას.
იმედის გაცრუება ელით წითელი თევზის მოყვარულებს. ცხიმოვანი მჟავები, რომლითაც თითქოს უხვად გვამარაგებს თევზის ქონი, სინამდვილეში წარმოიქმნება ზღვის წყალმცენარეებში. ასე რომ, თევზის ჭამისას ჩვენ მივირთმევთ მხოლოდ ცილოვან-ცხიმოვან პროდუქტს ომეგა - 3 –ის გარეშე.



რატომ არის სუპერმარკეტებში შეძენილი წითელი თევზი უსარგებლო








. ხელოვნურ თევზსაშენში თევზი იკვებება კომბინირებული საკვებით და არა პლანქტონებით. ამიტომ, ხელოვნურად გაზრდილ თევზში შეიძლება დაგროვდეს დიოქსინები, პესტიციდები და სხვა მავნე ნივთიერებებს.










მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა ჩინეთში წარმოებული ზოგიერთი თევზის პროდუქტი მათი კანცეროგენებით და საწარმოო ანტიბიოტიკებით დაბინძურების გამო.




( პროფილაქტიკის მიზნით ხელოვნურ წყალსაცავებში ანტიბიოტიკებს უმატებენ.)







რომელ თევზშია დანამდვილებით ომეგა-3

● ომეგა -3 -ის ცხიმები უნდა ვეძებოთ ქაშაყში და სკუმბრიაში და არა
ორაგულში. როგორც წესი, მაღაზიებში არსებული ყველა ორაგული დაიბადა და გაიზარდა ხელოვნურ წყალსაცავებში ხელოვნურ საკვებზე, ამიტომ მასში ომეგა -3 ძნელი საპოვნელია.



●ამიტომ, მხოლოდ წითელი თევზის მოყვარულებმა სასურველია თავიანთ რაციონში ომეგა-3 -ის დეფიციტი ჩაანაცვლონ კომპლექსური ვიტამინებით.



●ომეგა-3 შენარჩუნებულია ნედლ(დამარილებულ ან გაყინულ) თევზში, იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი თერმული დამუშავება, იქნება ეს ხარშვა, შეწვა ან გამოცხობა, ცვლის მის ფორმულას.




●ასეთი თევზის უსაფრთხოდ გამოყენებისთვის საჭიროა ვიყიდოთ კარგად დამარილებული ქაშაყი ან სკუმბრია და გავავლოთ წყალში.


● არ აირჩიოთ "ნაკლებდამარილებული" თევზი. ამით თავიდან აიცილებთ ჭიებით დაავადებას.




● თევზს შეურჩიეთ სასარგებლო "კომპანიონები", მსხვილმარცვლოვანი პური, მწვანილი, ბოსტნეული, ნატურალური ი ( ი, ი, არყის ხის ი).

იხილეთ ასევე:

1. რატომ გვერევა გული ტრანსპორტში?

2. აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან!

3. პალმის ზეთი მავნებელია თუ არა? – არა!

4. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზები ერთ სურათში...

0
876
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0