x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
ნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის

image

ია – ყველაზე პოპულარული მცენარეა, სახლის მცენარეებს შორის. ამ მცენარის რამოდენიმე ასეული სახეობა არსებობს და მათი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ პრაქტიკულად, ყველა სახეობას ერთნაირი მოვლა და ერთნაირი სასუქი ესაჭიროება. ხოლო, იების სილამაზის შედარება, სხვა ყვავილების სილამაზესთან, არც კი შეიძლება და თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ია აუცილებლად მოგებული დარჩება. იმისთვის, რომ იამ ყოველთვის გაგვახაროს თავისი ლამაზი ყვავილებით, განსაკუთრებული მზრუნველობა არ ესაჭიროება, თუმცა გარკვეული პირობების დაცვა საჭირო არის:image

  • განათების ხანგრძლივობა. ჩვეულებრივ, იებს დღე-ღამეში 14 საათიანი განათება ესაჭიროებათ. ამიტომ, წლის ცივ პერიოდში, მზის ჩასვლის შემდეგ, დამატებითი განათება უნდა ჩაურთათ.
  • წყლის საკმარისი რაოდენობა. მცენარე ისე უნდა მორწყათ, რომ გრუნტი ნოტიო იყოს და არა სველი. წლის ცხელ პერიოდში, რადგან ის ტენის მოყვარული მცენარეა, ყოველ მეორე დღეს უნდა მორწყას, ხოლო ცივ სეზონზე – კვირაში 1-2-ჯერ. მორწყვიდან 15 - 20 წუთის შემდეგ, ქოთნიდან გამოსული წყალი უნდა გადააქციოთ, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. რადგან, წყლის ჭარბი რაოდენობა ფესვების ლპობას იწვევს.
  • ჰაერის მაღალი სინოტივე. ამ მცენარეებისთვის ჰაერინ ნორმალური სინოტივე – დაახლოებით, 50%-ია.
  • სტანდანტური ტემპერატურ. იებისთვის სასურველი ჰაერის ტემპერატურა 18-26 გრადუსია.
  • კომპლექსური ნიადაგი. გრუნტი იებისთვის უნდა შედგებოდეს ნეშომპალით მდიდარი მიწის და ქვიშისგან (+ კარგი დრენაჟი).
  • დამატებითი კვება. იებისთვის დამატებითი კვება აუცილებელია და ამ სტატიაში, სწორედ ეს საკითხი იქნება დეტალურად განხილული.

მცენარეებს დამატებითი კვება ზრდის ან ყვავილობის პერიოდში ესაჭიროებათ. ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ, რომ მცენარეს სასუქი ესაჭიროება, მხოლოდ თავად მცენარეს შეუძლია, უფრო სწორედ, მის ვიზუალურ მდგომარეობას. მისთვის დამატებითი კვების საჭიროების პერიოდი, როგორც ყოველთვის, გაზაფხულის ან ზაფხულის თვეებს ემთხვევა. ხოლო ზამთარში, უმჯობესია, მცენარე არ დაიტვირთოს სხვადასხვა სახის მინერალებით. იების გრუნტის სასუქით გამდიდრება რთული არ არის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ მცენარის ზრდ-განვითარების ის პერიოდები, როდესაც სასუქის მიწოდება არ შეიძლება:

image

  • გადარგვიდან 40-45 დღის მანძილზე;
  • თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებში არ არის;
  • თუ მცენარე მზის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება;
  • თუ მცენარეს მავნებლები ჰყავს შესეული.

მცენარისთვის სასუქის მიწოდება, მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ შეიძლება. სასუქიანი წყლით შეგიძლიათ მცენარე მორწყათ, ან მისი ქოთანი პირდაპირ ჩადგათ ამ წყალში, რომ წყალი ფოთლებზე არ მიეწუწოს.

სასუქი, რომელიც ახალგაზრდა მცენარეებისთვის არის განკუთვნილი, დიდი რაოდენობით აზოტს უნდა შეიცავდეს, რადგან სწორედ ეს ელემენტია საჭირო მწვანე მასის ზრდა-განვითარებისთვის. რაც შეეხება ყვავილებს, მათ გასალამაზებლად და მცენარის ფესვთა სისტემის გასძლიერებლად – ფოსფორი და კალიუმი არის საჭირო.

image

ბუნებრივი განათების პირობებში მყოფი მცენარეებისთვის, მინერალური სასუქის მიწოდება, ოქტომბრიდან – თებერვლის ჩათვლით, თვეში ერთხელ არის საჭირო. ხოლო მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, – თვეში 2-3 ჯერ.

imageდამატებითი კვება

imageროგორც ზევით იყო აღნიშნული, მცენარე მოვლისადმი დიდი პრეტენზიებით არ გამოირჩევა და ამიტომ, არც სასუქს ესაჭიროება განსაკუთრებული შერჩევა. მთავარია, რომ მან მცენარის განვითარების სუსტი მხარეები მოაგვაროს, ანუ სასუქის შერჩევა გარკვეული მიზნით და საჭიროების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

მთავარი კიდევ ის არის, რომ აზოტი არ მისცეთ საჭიროზე დიდი რაოდენობით, თორემ ია ყვავილობას შეწყვეტს და მხოლოდ ფოთლები გაეზრდება, გაუხასხასდება და გაუფუმფულდება.

იებისთვის უამრავი მზა სასუქი არსებობს, რომლშიც საჭირო პროპორციებით არის შეზავებული აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. თუმცა, სახლში მომზადებული ხსნარებითაც შეიძლება მცენარის კარგად გამოკვება და ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიც არის:image

  • სუსტი ღერო;
  • ყვავილების არ არსებობა;
  • ზრის ნელი ტემპი;
  • დასუსტებული ფოთლები;
  • საეჭვო გარეგნობის ყვავილები.

იების სასუქის მოსამზადებლად, შეგვიძლია ის ინგრედიენტები გამოვიყენოთ, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. მაგ.: imageშავი ჩაი (ფოსფორი, კალიუმი, ფტორი, მანგანუმი)*imageიმისთვის რომ ჩაი გამოიყენოთ მცენარისთვის როგორც სასუქი, მშრალი დასაყენებელი ჩაი (პაკეტის არა) მიწას უნდა შეურიოთ, – პროპორციით 1:3 და გრუნტს მოაყაროთ ზემოდან. ეს მიწის გასაფხვიერებლად საუკეთესო საშუალებაა. მისი სტრუქტურა იცვლება, მიწა უფრო მსუბუქი ხდება და მცენარე უფრო სწრაფად იზრდება. გარდა ამისა, მას ჯანმრთელი იერიც ეძლევა.
ჩაის სასუქი მინერალებით კვების გარდა, კიდევ იმით არის სასარგებლო, რომ ის გრუნტს სწრაფი გამოშრობისგან იცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტენის მოყვარული მცენარისთვის.

* შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულ ჩამონათვალში, მინერალები 100 გრ. პროდუქტში, მათი შემცველობის კლებადობით არის მოცემული.

imageყავის ნალექი (კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი)
imageყავის ნალექი როგორც დამატებითი საკვები ისე გამოიყენება, მაგრამ მისი მოხმარება მიწის გასაფხვიერებლადაც შეიძლება. ყავის ნალექი, ისევე როგორც ჩაი მიწას უნდა შეურიოთ და ქოთნის ზედაპირზე მოაბნიოთ. imageციტრუსების ქერქი (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი)imageმანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა ციტრუსები შეგიძლიათ მცენარის იმუნიტეტის გასაძლიერებლად გამოიყენოთ და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის ქოთანში მწერები შენიშნეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ციტრუსი იას მავნებლებისგან და სხვადასხვა სახის დაავადებისგან იცავს.

ამ მეტად სასარგებლო სასუქის მოსამზადებლად, ციტრუსის ქერქი უნდა მოათავსოთ ქილაში, დაასხათ მდუღარე წყალი, იმდენი რომ ქერქი დაიფაროს და დააყენოთ 1 დღე-ღამე. შემდეგ მარლით გაფილტრეთ და მორწყვის წინ, წყალში გააზავეთ, პროპორციით – 1:10.

imageხახვი (მანგანუმი, კალიუმი, სპილენძი)imageხახვი, ისევე როგორც ციტრუსის ქერქი, იმ შემთხვევაში არის სასარგებლო, თუ მცენარეს მავნებლები შეესივნენ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. გარდა ამისა, ხახვის სასუქი იების ზრდა-განვითარების და ყვავილობის პერიოდშიც ძალია სასარგებლოა.

ხახვის ელექსირის მომზადება ძალიან მარტივია: ერთი მუჭა ხახვის ფურცელი მოათავსეთ ემალირებულ ჯამში, დაასხით 1, 5 ლ. ცხელი წყალი და როდესაც ადუღდება, სახურავი დაახურეთ და ადუღეთ 5–7 წთ. როდესაც გაგრილდება გაფილტრეთ.

ამ ნაყენის გამოყენება აუცილებელია თვეში ერთხელ. ის მცენარისთვის სასარგებლო მინერალების გარდა, მიკროელემენტებსაც შეიცავს და ასევე, ანტისეპტიკურ-პროფილაქტიკური დანიშნულებაც აქვს.

imageსაფუარი (ფოსფორი, კალიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი) imageსაფუარიანი სასუქი მცენარის ფესვთა სისტემას აძლიერებს და მისი ზრდის პროცესს ასტიმულირებს. ამ სახის სასუქი ყოველთვის შაქრის დამატებით მზადდება. რეცეპტი კი ასეთია: 1 გრ. მშრალ საფუარს დაამატეთ 1 ჩ. კ. შაქრის ფხვნილი, მოურიეთ და დაამატეთ 1 ლ. თბილი წყალი. დააყენეთ ხსნარი 2 სთ-ს მანძილზე და გამოყენების წინ, წყალში გააზავეთ, – პროპორციით 1:5.
წლის ცივ პერიოდში, ამ სასუქის გამოყენება სასურველია თვეში 1, ხოლო თბილ სეზონზე – 2-3 ჯერ.

imageშაქარი თუ გლუკოზა?imageშაქარი ძალიან სასარგებლო საკვებია ოთახის მცენარეებისთვის და რა თქმა უნდა, ის იებსაც ძალიან უყვართ. შაქარი წყალში გახსნის შემდეგ, იშლება გლუკოზად და ფრუქტოზად, ეს უკანასკნელი, მცენარეს არ ესაჭიროება და თუ არჩევანზე მიდგა საქმე, უმჯობესია სასუქის მოსამზადებლად, გლუკოზა გამოიყენოთ, რომელის შეძენა, აბების სახით, აფთიაქში შეიძლება.

შაქარი შეგიძლიათ წყალში გახსნათ ან პირდაპირ ფხვნილის სახით მოაყაროთ ყვავილის გრუნტს, მცენარის მორწყვის წინ (10 სმ. დიამეტრის ქოთანზე 1 ჩ. კ.). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ იების ტკბილი წყლით მორწყვა გირჩევნიათ, 1 ჩ. კ. შაქარი 1 ჭ. წყალში უნდა გახსნათ.

რაც შეეხება გლუკოზას, მისი მოხმარების წესი ასეთია – 1 აბი, 1 ლ. წყალზე.

როგორც აღვნიშნეთ, შაქარი მცენარისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მისი გამოყენება სასუქის სახით, მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება.

imaged d d

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თუ მცენარის სარწყავი წყალი მინერალებს შეიცავს, მისი ტემპერატურა, ოთახის ტემპერატურაზე, 3-4 გრადუსით მაღალი უნდა იყოს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

ნატურალური სასუქი, რომელიც «მკვდარს გააცოცხლებს»

2
3552
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3552
  
2018, 23 იანვარი, 15:44
დიდი მადლობა, შეფასებისთვის, გაიხარე
2018, 23 იანვარი, 14:25
ლალი, საოცრად საინტერესო სტატიებს დებ და თან საოცრად ბევრს შრომობ
0 1 2