
კოლონია დიგნიდადი 2015 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი სასიყვარულო ურთიერთობის ფონზე ვითარდება, მთავარ როლს ფილმში ცნობილი მსახიობები ემა ვოთსონი და დენიელ ბრუელი ასრულებენ.მოქმედება ჩილეში ვითარდება, მომხდარი რევოლუციის გამო შეყვარებული წყვილიდან ერთერთი კოლონია დიგნიდადში მოხვდება, ქალი კი შეყვარებული მამაკაცის პოვნას ცდილობს, მოვლენები კი უფრო და უფრო მძაფრად ვითარდება. ფილმს თან ახლავს საოცარი ტემპერამენტი და მოვლენათა სწრაფი განვითარება, რაც მაყურებელს თითქმის მოვლენების თანამონაწილეს ხდის.
ორმაგად უფრო ემოციურია ის ფაქტი, რომ კოლონია დიგნიდადი არ არის
ფილმისა და სცენარისტის ფანტაზიის ნაყოფი და ის რეალურად არსებული
საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც ჩილეში არსებობდა.

ბანაკი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელს ატარებდა, მაგრამ რეალურად
მოვლენები სულ სხვაგავარად ვითარდებოდა: ადამიანთა დამონება-დამორჩილება, დადებილება, ელექტრო-შოკითა და სხვადასხვა საშუალებებით წამება, სექსუალური ძალადობა, გენდერული უთანასწორობა და ა.შ.

კოლონია1950 წლებიდან არსებობდა და მისი მეთაური პოლ შეფერი მრავალ მანკიერებას ჩადიოდა, ღმერთის სახელს უკან ამოფარებული. ეს იყო ერთგვარი რელიგიური სექტა, რომელსაც რეალურად რელიგიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.სისასტიკე და ძალაუფლება ეს იყო პოლ შეფერის მთავარი მიზანი. იმ დროს ბევრმა ადამიანმა იცოდა ამ კოლონიის არსებობის შესახებ:თვითონ ჩილეში, გერმანიაში, ამერიკაში თუმცა არავინ არაფერი მოიმოქმედა, არავინ ხმა არ აიმაღლა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ კოლონიის განვითარებაში მონაწილეობდა დაუსჯელი დარჩა.

რას მოიმოქმედებენ ფილმის გმირები, დააღწევენ თუ არა თავს ამ კოლონიას?! ეს არის შეკითხვა, რომელიც მაყურებელს მთელი საათი და 50 წუთი აწუხებს, ძაბავს და ადრენალინის ქვეშ აქცევს.
