x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?
ყველას გაქვთ ნანახი ისტორიული პიროვნების პორტრეტები, ბევრი თუ მცირე დაკვირვების შემდეგ კი ალბათ აღმოგიჩენიათ ლიდერების, მეფეების, იმპერატორების, გენერლების უჩვეულო თვისება- ხელის პოზიცია, რომელსაც მალავდნენ ტანსაცმლის ქვეშ. დღეს მსგავს პოზიციაში არავინ იღებს ფოტოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს უწინ ნამდვილი ტენდენცია იყო.


image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საინტერესო თეორიას, თუ რას აღნიშნავდა ეს ჟესტი.



1. ძველი ბერძნული ეტიკეტის მახასიათებლები.


უძველეს საბერძნეთში ხალხთან კომუნიკაციის დროს ხელის ტანსაცმლის ქვეშ დამალვა პატივისცემის ნიშანი იყო. თავისუფალი ხელები განიხილებოდა როგორც უხეში ჟესტი და მსმენელთა შეურაცხყოფა.


ეშინი, რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი და უძველესი ათენელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი მკაცრად იძლეოდა რეკომენდაციას სიტყვიერი გამოსვლის დროს ხელი დამალული ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს რეკომენდაცია ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა და 2000 წლის განამვლობაში გვხვდებოდა ორატორობის შემსწავლელ სახელმძღვანელოებში.image




2. კლასიკური პოზის მოდა. ეს თეორია დემონსტრირებს ძველი საბერძნეთის კულტურას და გავლენას ახდენს დასავლეთ ევროპის განვითარებაზე. მე -18 საუკუნეში პოზამ იწყო გავრცელება საბერძნეთის მაღალი წრის საზოგადოებაში. პორტრეტებიც მსგავსი დგომით იხატებოდა. ჟესტი კი მაღალი წრის აღმნიშვნელი იყო, მიუთითებდა პიროვნების განათლებას, კარგ მანერებსა და კეთილშობილ ხასიათს.image




3. იმპერატორზე ორიენტაცია. საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის პორტრეტებში ხშირად ნახავთ მსგავს პოზას, თუმცა ის სულაც არ მოწონდა მას.image


მაგალითად, ნაპოლეონმა მისი ერთ–ერთი ცნობილი პორტრეტისთვის სულაც არ იპოზიორა რომ დაეხატად. იმ დროისათვის, ევროპის ყველაზე სახელგანთქმულმა მხატვარმა ჟაკ-ლუი დევიდმა შეძლო იმპერატორი აღედგინა საკუთარ მეხსიერებაში, პოზაც თავად შეურჩია და დახატა.


ნაპოლეონს ძალიან მოეწონა პორტრეტი და მხატვარს გულითადი მადლობაც გადაუხადა. იმპერატორის მიმდევრებმა და თაყვანისმცემლებმა კი უბრალოდ გაიმეორეს მისი პოზა თავიანთი პორტრეტებისთვის.image




4. მოხერხებული პოზა ფოტოსთვის. ფოტოპორტრეტების დახატვას ოთხ საათამდე და ზოგჯერ მეტი დროც ჭირდებოდა. ფოტო ბუნდოვანი რომ არ გამოსულიყო და პროცედურას კი გამეორება არ დაჭირვებოდა, მხატვრები იგონებდნენ მუზისთვის მოსახერხებელ პოზას და ეს პოზა გახდა ერთ–ერთი იდეალური, რომ საჭირო დროს მდგომარეობა არ შეეცვალათ.


შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო მსახურებიც იღებდნენ ფოტოებს მსგავს პოზაში. მსგავს პოზიციაში ფოტო აქვს კარლ მარქსაც. XIX საუკუნის მიწურულს კი მოდამ ცვლილება განიცადა, თუმცა არა სტალინისთვის, მასაც აქვს მსგავსი პორტრეტი. imageimage




5. მასონების ნიშანი. კიდევ ერთი, ბოლო ვერსიის თანახმად ხელის ეს პოზიცია მასონთა ნიშანს წარმოადგენდა. ეს ჟესტი მათი იდენტიფიკაციისთვის შეიქმნა. ის ასევე განსაზღვრავს იერარქიის დონესა და შესრულებულ მისიებს.


მაგალითისთვის გთავაზობთ ავსტრიელი კომპოზიტორის, მუსიკოს–ვირტუოზის მოცარტის პორტრეტს, რომელიც ასევე იყო მასონი. imageimage




იხილეთ აგრეთვე:



რატომ არ ჭამენ მუსულმანები და ებრაელები ღორის ხორცს? სიმართლე, რომელიც დღემდე არასწორად იცოდითimage




როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულშიimage




ვარცხნილობა "აპარსული ზოლის" საშინელი ისტორიაimage




რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადაimage




საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!image




სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცისimage




მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნაimage




კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16image




ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage




როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელსimage


5
10452
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
10452
  
2018, 26 დეკემბერი, 4:13
სინამდვილეში კი ამ ჯამბაზებს ხელი შარვლის უბეში ქონდათ შეყოფილი. მაგრამ რომელი მხატვარი ან ფოტოგრაფი გაბედავდა მათი ხელის დაფიქსირებას იმ ადგილას შეყოფილს?
2018, 15 იანვარი, 22:51
ვაა რა საინტერესოა
2018, 15 იანვარი, 21:12
მადლობა, გუჯა, გაიხარე, რომ მუდამ კითხულობ და იწონებ ჩემს მასალას.
2018, 15 იანვარი, 16:16
იმ ავტორების ჯგუფში ხარ, ვისი სტატიები მუდამ საინტერესო და კითხვადია.
0 1 5