სხვა სისუფთავის 5 საიდუმლო, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება 2018, 8 იანვარი, 11:26 მათ, ვისაც სახლის სისუფთავე ყველაზე მეტად გადარდებთ, გაგიმხელთ სისუფთავის 5 საიდუმლოს.
1. ჭურჭლიდან უსიამოვნო სუნის მოცილება. თუ მას შემდეგ, რაც თქვენი ჭურჭელი საგულდაგულოდ გარეცხეთ და არასასიამოვნო სუნი მაინც აქვს, გამოგადებათ ვანილის ექსტრაქტი, რომელიც მყისიერად დაუბრუნებს ქვაბებსა და სხვა ჭურჭელს სუფთა სუნს. ამისათვის ვანილის ექსტრაქტის ერთი ჩაის კოვზი ჩაასხით ჭურჭელში, რომლის გარეცხვაც გსურთ და რამდენიმე წუთით შედგით ცხელ ღუმელში. უსიამოვნო სუნი წამში გაქრება. 2. როგორ დავიცვათ დანა–ჩანგალი დაბურვისგან. ალბათ თითოეულ დიასახლისს სურს, რომ დანა–ჩანგალს შეუნარჩუნოს სარკისებრი ბზინვარება, თუმცა მუქი ლაქები დროთა განმავლობაში მაინც იჩენენ თავს. მათი სისუფთავის საიდუმლო მხოლოდ ცარცშია. ნაკრებთან ერთად ჩადეთ ცარცი, რომელიც დაიცავს თქვენი სუფრის მთავარ ჭურჭელს ლაქებისა და ტენისგან გამოწვეული დაბურვისგან. 3. საჭრელი დაფის სისუფთავე. ხშირად ლაქავდება და ისვრება ბოსტნეულის საჭრელი დაფა, რომელიც გარეცხვის შემდეგაც არ გამოიყურება ძველებურად. თუ გაჭრილი ლიმონით ხელის კარგად დაჭერით გაწმენდთ და 10 წუთით გააჩერებთ, ხოლო შემდეგ კი გარეცხავთ, ის ძველებურად იბრწყინებს. 4. მოსახერხებელი გზა ბლაინდების (ჟალუზი) გასაწმენდად. ალბათ ყოფილა შემთხვევა და ცალი წინდა დაგიკარგავთ, ასეთ შემთხვევაში ნუ გადაადებთ მეორეს, რადგან ის იდეალურად გამოგადებათ ბლაინდებიდან მტვრის გასაწმენდად. უბრალოდ ჩამოიცვით ხელზე და ყველაზე მიუდგომელი ადგილებიდანაც ადვილად მოაშორებთ მტვერს. 5. გაასუფთავეთ ონკანი მარტივად. წყლის ონკანი, რომელსაც ყოველ დღე და დღეში მრავალჯერ მოიხმართ ხელის დასაბანად თუ უბრალოდ წყლის ასავსებად, წყლის წვთებისგან ადვილად ლაქავდება. თუ საცხობი ქაღალდის ძალიან თხელ ფენას ზემოდან დააფენთ, დაიცავთ მას ლაქებისგან. იხილეთ აგრეთვე: ● სტუმრების მოსვლამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? ● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები ● როგორ გავწმინდოთ სამკაული ძველებურად რომ იბრწყინოს? ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ? ● რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა ● თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ ● შეცდომები რეცხვის დროს, რომელიც აფუჭებს თქვენს ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ! ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება ● სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო. დიასახლისებო ეს უნდა იცოდეთ! 7876 19-ს მოსწონს 1-ს არა
|