საზოგადოება 40 წლის იუბილე – რატომ არ აღნიშნავენ და როგორ მოვატყუოთ ბედისწერა? 2018, 8 იანვარი, 11:37 არსებობს ცრურწმენა, რომლის თანახმად, არ შეიძლება 40 წლის იუბეილეს აღნიშვნა. რას უკავშირდება ეს რწმენა და უნდა გვჯეროდეს თუ არა მისი? ეზოთერიკოსები თვლიან, რომ 40 წელი — განსაკუთრებული ზღვარია, რომლის შემდეგ, ადამიანის ენერგეტიკული დასუსტება ხდება. ცრურწმენის თანახმად, 40 წლის აღნიშვნა იგივე მიზეზების გამო არ შეიძლება: სტუმრებს შორის, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც «ცუდი თვალი» აქვს და დასუსტებულ იუბილარს «თვალი ეცეს». თუ საკითხს უფრო საფუძვლიანად შევისწავლით, ვნახავთ, რომ ეს ცრურწმენა, შესაძლებელია რიცხვ 40-ს უკავშირდებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, არც თუ ისე, სასიამოვნო მოგონებებს და აზრებს აღძრავს: I. სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სული 40 დღის მანძილზე, დედამიწაზე რჩება და ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა მიცვალებულის ახლობლებისთვის. II. 40 წლის მანძილზე ებრაელები უდაბნოში დადიოდნენ, აღთქმული მიწის ძიებაში. III. მშობიარობის შემდეგ, ქალს 40 დღის შემდეგ შეუძლია ტაძარში შესვლა. ეს პერიოდი მისი განწმენდისთვის არის საჭირო. IV. მსოფლიო წარღვნა 40 დღე გრძელდებოდა. V. ნათლობის შემდეგ, ქრისტემ 40 დღე უდაბნოში გაატარა, სადაც ეშმაკის ცდუნებებს ებრძვოდა. VI. ძველ საბერძნეთში, 40 წელი დაცემის პიკად ითვლებოდა, რადგან იმ დროს, ძალიან ცოტა ადმიანი აღწევდა 50 წლის ასაკს. გამოდის, რომ 40 წლის შემდეგ, ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ხოლო, ყოველი ცვლილება მოულოდნელობასთან არის დაკავშირებული, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ისე – ნაკლებად სასიამოვნო. თუ ცრურწმენების გჯერათ, მაგრამ გინდათ 40 წლის იუბიელ აღნიშნოთ, შეგიძლიათ საკუთარი ბედი მოატყუოთ და დაბადების დღე გადაიხადოთ: I. დაბადების დღეზე მხოლოდ ახლობლები დაპატიჟეთ. მათგან ნამდვილად არანაირი საფრთხე არ გელით. II. მისტიკური თარიღი თავიდან რომ აიცილოთ, 40 წლის იუბილე ცოტა ადრე, ან მოგვიანებით აღნიშნეთ. III. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ არა 40 წელი, არამედ 39 წლის წასვლა. ამისთვის სტუმრები წინასწარ გააფრთხილეთ, რომ 39 წლის წასვლა მოგილოცონ. ამ შემთხვევაში, ყურადღება მისტიკურ რიცხვზე არ იქნება აქცენტირებული. IV. სტუმრების შესაკრებად სხვა მიზეზი მოიგონეთ და თემატური საღამო მოაწყეთ. ასე სტუმრებიც კმაყოფილები იქნებიან და თქვენც მშვიდად გაატარებთ ამ დღეს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ნალი და რიცხვი 7 – იღბლის და ბედნიერებისთვის. საიდან მოდის ეს ცრურწმენები? საინტერესო ფაქტები «შავი» პარასკევის შესახებ 266 11-ს მოსწონს
|