x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ ეწირებოდნენ სილამაზეს წარსულში
ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ბევრი იმდენად სახიფათო რისკზე წავიდა, რომ მას არამარტო ფიზიკური მხარე, არამედ სიცოცხლეც შესწირეს.


image

image




1932 წელს საფრანგეთში დაიწყო ქალთა კოსმეტიკის ხაზის წარმოება Tho-Radia –ს (თო-რადია) სახელწოდებით. ფხვნილისა და კრემის სახით გამოდიოდა, რომელიც შეიცავდა რადიუმს და ხასიათდებოდა სასწაულებრივი თვისებებით. მწარმოებლების განცხადებით, Tho-Radia კანს ასუფთავებდა და აჯანსაღებდა.image



თორიუმის ქლორიდისა და რადიუმის ბრომიდის შემცველობით საცხს უნდა გაეძლიერებინა სახის კანის საკნის პროცესები და გაეხადა ის გლუვი, ასევე მოეშორებინა ნაოჭები და მცირე დეფექტები. საცხის 155გრ 15 ფრანკი ღირდა და სანაცვლოდ ქალები მცირე რადიაციულ დაზიანებებს იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიუმი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყო, 1960 წლამდე ამ საცხების წარმოება მაინც ხდებოდა.image





XIX საუკუნის ბოლოს ევროპასა და აშშ–ში დარიშხანი ცნობილი იყო, როგორც სასწაულებრივად მოქმედი კოსმეტიკური საშუალება. მისი საშუალებით თვალებს უნდა ებრწყინა, ხოლო კანს ჰქონოდა იმ დროინდელი მოდისთვის დამახასიათებელი სიფერმკრთალე.image


მისი მიღება იწყებოდა მცირე დოზირებით, რომელიც თანდათან იზრდებოდა. მან გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ხშირ შემთხვევებში ლეტალური შედეგები. აქედან გამომდინარე კი თაღლითი კოსმეტოლოგები დარიშხანზე დამზადებულ საცხებს სთავაზობდნენ ქალებს და უმტკიცებდნენ, რომ ეს გზა სრულიად უსაფრთხო იყო. სინამდვილეში კი არ არსებობდა არსებითი მნიშვნელობა პეროლარული გზით მიიღებოდა საწამლავი თუ გარეგანი გამოყენებით.





XVIII საუკუნეში ევროპაში მოდაში იყო ე.წ. "კრაზანას" წელი, შედეგს კი ქალები კორსეტებით აღწევდნენ. იდეალური სხეულის მისაღებად კი კორსეტების ტარებას ბავშვობიდან იწყებდნენ.image


კორსეტი ზევით წევდა მკერდს, ამცირებდა წელის სიგანეს და ზურგში გაჭიმვას უწყობდა ხელს, თუმცა ამტვრევდა ნეკნებს. იმის გამო, რომ კორსეტები ხისგან მზადდებოდა, ხელს უშლიდა გულ–მკერდის გაფართოვებას და გულისწასვლების ფაქტი უჟანგბადობის გამო ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კორსეტის მუდმივი ტარება იწვევდა ნეკნების დეფორმაციას და გულის და ფილტვების მრავალ ქრონიკულ დაავადებას. ქალებს ჰქონდათ ატროფირებული სარძევე ჯირკვლები და წელის ქრონიკული ტკივილები.image





უძველეს რომსა და საბერძნეთში მცენარე ბელადონასგან ამზადებდნენ შხამს. შუა საუკუნეებში მცენარისგან მზადდებოდა მალამო, რომელიც გამოყენების შემდეგ იწვევდა ჰალუცინაციებს. ხოლო XVIII- XIX საუკუნეებში ევროპაში ბელადონას თვალის წვეთები გახდა აქტუალური. წვეთების ჩაწვეთების შემდეგ თვალის გუგები ფართოვდებოდა და თვალი ხდებოდა უფრო გამომხატველი, რაც მიმზიდველად მიაჩნდათ. თუმცა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ წვეთებს ადამიანი მიყავდა სიბრმავემდე და მიუხედავად ამისა, გამომხატველი თვალების მოდა პრეპარატის გამოყენების გზით XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა.image





XX საუკუნეში სიგამხდრემ მოდის პიკს მიაღწია. ბევრი ქალი მზად იყო უსწრაფესად შედეგის მისაღწევად პარაზიტი ჭიებიც კი გადაეყლაპა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ჭიები მიირთმევდნენ ყველა საჭირო ვიტამინს და პროდუქტს, შედეგად მანდილოსნები იწყებდნენ გახდომას. სასურველი შედეგიც სწრაფად მიიღწეოდა, თუმცა ჭიები იზრდებოდნენ და სუქდებოდნენ, მათი ზომა 50 სანტიმეტრსაც აღწევდა, რის გამოც ორგანიზმიდან გამოდევნა სპეციალური პრეპარატებით ან ქირურგიული გზით ხდებოდა შესაძლებელი. image


მსგავსი დიეტის შემთხვევაში ლეტალური ფაქტები მრავლად იყო. ჭიას იშორებდნენ, თუმცა მის შთამომავლებს, რომლებიც ორგანიზმში კვერცხების სახით რჩებოდა და მრავლდებოდა, ვეღარ.





იხილეთ აგრეთვე:


როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი1)image




როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდე. (გემოვნებიანი ქალბატონები- ნაწილი2)image




7 ყველაზე უცნაური და სახიფათო მეთოდი წონაში დასაკლებადimage




ყველაზე უცნაური დიეტები რაც კი გსმენიათimage



2
2095
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2095
  
2017, 20 ნოემბერი, 11:45
იინ
2017, 20 ნოემბერი, 11:44
კარგია
0 1 2