x
მეტი
  • 16.12.2024
  • სტატია:138837
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512465
"ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!"-როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი



შემთხვევითი არაა, რომ "საქართველოს მოამბის" პირველი ნომერი იხსნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსით "შემოღამება მთაწმინდაზედ".

ილიას განსაკუთრებული მსოფლმხედველობრივი, ლიტერატურულ-ესთეტიკური და ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე.

სტუდენტობისას, 1858 წელს, ილია სტუმრად იყო რუსეთში მყოფ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან, რომელსაც თან ჰქონდა ბარათაშვილის მიერ დაწერილი ლექსები, ავტოგრაფული კრებული.

image კრებულის წაკითხვამ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეზე წარუშლელი, გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი სტუდენტობის მეგობარი ალექსანდრე (კოხტა) აბხაზი იგონებს: "მახსოვს, ერთხელ პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბატონ დადიანისას... ქალბატონმა დადიანისამ გამოიტანა და მოგვცა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები... ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ. თითქმის მთელი ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათაშვილით."


imageიმავე 1860 წელს ილიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნას მიუძღვნა ორი ლექსი ერთი და იმავე სათაურით-"თავად ნიკოლოზ ბარათაშვილზედ", რომელთაგან ერთ-ერთი გამოაქვეყნა კიდევაც "საქართველოს მოამბეში":

"ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო

შენი სიკვდილი!

ვის უწყს, რავდენი საუნჯენი

დავმარხეთ ჩვენა,

ეგე ზღვა გული,

სიყვარულის სხივ ქვეშ გაშლილი,

რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით

ჩვენ ჩაგვესვენა?

ვინ იცის, თანა რაოდენი წარიღე ფიქრნი?

მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა

ჩვენ საუკუნოდ..."


image







2
270
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
270
  
2017, 6 ნოემბერი, 15:03
ჩემიიც
2017, 3 ნოემბერი, 10:03
ტატო...ჩემი საყვარელი პოეტი
0 1 2