შიდა ქართლი ოქროსფერი შემოდგომა რკონში-აღმოაჩინე საქართველო! 2017, 1 ნოემბერი, 20:15 რკონი- ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. მდინარე თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. გაგაოცებთ რკონის სილამაზე, საქართველოს ერთ პატარა ნაწილში შეგიძლია აღმოაჩინო ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი საოცრებანი. რკონის კომპლექსში შედის მე-12 საუკუნის თამარის ხიდი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი ისევე როგორც დანარჩენი ნაგებობები (ხიდის წარწერაც). კომპლექსი მნიშვნელოვან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, ნათლისმცემლის ეკლესია, ერთმალიანი ხიდი და ბერების სენაკები. 1400 წელს, თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგვლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები., XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. რკონში არსებობდა სახელოსნო -ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. ვფიქრობ, როგორ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება რკონის შესახებ... ოქროსფერი, ათასფერი, საოცარი, თვალთწარმტაცი... ძალიან ბევრი ვეძებე ერთი ფოტო მაინც, რომელიც სრულად ასახავდა რკონის ოქროსფერი შემოდგომის სილამაზეს, სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხე... სურათს არ შეუძლია მისი სრულად აღქმა, ეს თქვენი თვალით უნდა იხილოთ! 468 13-ს მოსწონს
|