x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
ინტერიერის 10 ჭკვიანური გადაწყვეტა, რომელსაც ყოველდღე დასუფთავება აღარ დაჭირდება
ზოგჯერ გვგონია, რომ თუ სახლში თანამედროვე ინტერიერი გვექნება, პლუს ამას სრულყოფილი რემონტი, მაშინ სისუფთავის სრული ჰარმონია დაისადგურებს, თუმცა ეს ასე არაა. არის გარკვეული ხარისხის იატაკი თუ ავეჯი, რომლის ფერთა კომბინაცია მიმზიდველია, თუმცა ძალიან ხშირად საჭიროებს დასუფთავებას, დიასახლისები დამეთანხმებით, რომ მეტად შრომატევადი და მომაბეზრებელია ეს პროცედურები.


image


სწორედ ამიტომ დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ინტერიერის 10 ჭკვიანური გადაწყვეტა, რომლის შემთხვევაში მტვრის ჩვრისა და ცოცხის ხელში აღება გამუდმებით აღარ მოგიწევთ.


ინტერიერის 10 საიდუმლო, რომლის შემთხვევაში იმეფებს სისუფთავე




1.image
ინტერიერის ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს რაც შეიძლება გლუვი, რადგან ჭრილებსა და ნაოჭებში ჭუჭყი და მტვერი ადვილად იბუდებს. ლამინირებული იატაკის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მასზე გამოსახულ პრინტებს, რომელიც უნდა იყოს მკაფიო ფერის და უფრო გამოკვეთილი პრინტებით.




2.image
ვიზუალურ სისუფთავეს შეანარჩუნებს ფერი, რომელიც სწორად იქნება შერჩეული. მისაღები ოთახის გადაწყვეტის შემთხვევაში ნუ აირჩევთ ნაცრისფერს მუქ და გამოკვეთილ ფერებში, შეეცადეთ ის იყოს ნაკლებად მკვეთრი და ერიოს თეთრი, რაც სისუფთავის იმიტაციას უფრო შექმნის და ჭუჭყი ადვილად არ დაეტყობა.




3.image
თუ იატაკად "გრანიტის ან მეტლახის" საფარს შეარჩევთ, ყურადღება მიაქციეთ ფერების მნიშვნელობას. ეცადეთ საყვარელი ფერები შეარჩიოთ ღია ტონალობაში ან პრინტებით და საფარს შორის სივრცე არ იყოს დიდი და თეთრი ფერის, რომელსაც ჭუჭყი ადვილად ეკიდება და ვიზუალურადაც ადვილი შესამჩნევია.




4.image
სტატუეტები და სუვენირები ნამდვილი კატასტროფაა იდეალური წესრიგის თვალსაზრისით, რადგან მტვერი მათ ადვილად ედება და ნამდვილი პრობლემა ხდება ყველა აქსესუარის გაწმენდა. ამავდროულად ისინი მალავენ ავეჯის ფასადს და კარგი იქნება თუ შეამცირებთ რაოდენობრივად.




5.image
ვიზუალურად თუ ეფექტურია, უნდა გვახსოვდეს, რომ შეკიდული ჭერი მრავალი ნათურით, სახლში მხოლოდ საქმეს გვმატებს, რადგან მის ყველა კუთხე-კუნჭულში იბუდებს მტვრის დიდი ნაწილი. კარგი იქნება თუ ჭერსაც მარტივად გადაწყვეტთ.




6.image
სისუფთავესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ავეჯი ტყავის საფარით, რომლებიც ნამიანი და სითხიანი ჩვრით მარტივად იწმინდება. ავეჯი, რომლებიც ქსოვილის საფარს ატარებს, ძნელი მოსავლელია. თუმცა, თუ გადაწყვეტთ შეიძინოთ ავეჯი ქსოვილიანი საფარით, შეარჩიეთ ისეთი, რომლებიც ელვაზეა და იხსენა, რომ სარეცხის მანქანაში მათი გარეცხვა მოხერხდეს.




7.image
სამზარეულოს ჩაშენების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო კედლის შევსების პროცესს, არამედ სიმაღლეს, ის უნდა იყოს ჭერამდე. ასეთ შემთხვევაში რაციონალურად იყენებთ სივრცეს, პარალელურად კი იცავთ სამზარეულოს თავს მტვრის ხშირი წმენდისგან და საწყობად გამოყენებისგან.




8.image
აირჩიეთ გლუვი ზედაპირის სამზარეულო და ტექნიკა, რადგან მათი მოვლა და წმენდა გაცილებით მარტივია.




9.image
ხალიჩა და იატაკის ფარდაგი-საფარები მხოლოდ მტვრის ბუდეა და მოგიტანთ ბევრ უბედურებას. ხალიჩები როგორც წესი მოიგონეს ცივი იატაკის გათბობის მიზნით, დღეს კი ამისათვის არსებობს მრავალი საშუალება, თუნდაც სპეციალური იატაკები სათბურებით.




10.image
ფოტოზე წარმოდგენილია სამზარეულოს სტილი, სადაც გაერთიანებულია გლუვი ზედაპირის, ლაკონური ფერების და არასაურველი ფერების და ორნამეტების აცილების ერთობლიობა, რაც ამ მინიმალიზმით ქმნის იდეალურ ფილოსოფიას.




იხილეთ აგრეთვე:



მეტალო პლასტმასის ფანჯრებზე თქვენ ამას არავინ გეტყოდათ, აუცილებლად უნდა იცოდეთ!- დაიმახსოვრეთ!image



რა ნიშნებით განვასხვავოთ უხარისხო ტანსაცმელი ხარისხიანისგან? ეს უნდა იცოდეთ!image



აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგანimage



როგორ შევინახოთ მწვანილი, ბულიონი და სხვა პროდუქტები წლების მანძილზე. ეს უნდა იცოდეთ!image



ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!image


ნივთები, რომელთაც სახლში დადებითი აურა მოაქვთimage



15 ხრიკი სახლის ინტერიერის სრულყოფილებისთვისimage



● როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოაimage

0
475
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0