x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის
image


ჩვენი პლანეტის ირგვლივ კოსმოსი ანუ სამყარო არის და დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი, ისე მოძრაობს მასში. ის არასდროს ჩერდება და ყველაფერი, რაც დედამიწაზე არის: მთები, ზღვა, სახლები, ადამიანები... მასთან ერთად მოძრაობს.

მზე არის ვარსკვლავი და ჩვენი პლანეტა მის სისტემაში (ოჯახში) შედის. მზის სისტემა შედის გალაქტიკაში, რომელსაც «რძის გზა» ჰქვია. სხვა გალაქტიკებთან ერთად, ჩვენი გალაქტიკა ერთიანი სამყაროს ნაწილი არის.

image

მზის სისტეის შემადგენლობაში 8 პლანეტა შედის. გალაქტიკაში უამრავი ვარსკვლავია, ხოლო სამყარო – უსასრულოა. მას არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო და მასში ძალიან ბევრი გალაქტიკა არის. მაგალითად, მარტო ჩვენი გალაქტიკის სიახლოვეს, 50 მეზობელი გალაქტიკა არის.

როგორც აღვნიშნეთ, დედამიწა გამუდმებით მოძრაობს და ამ პროცესზე დაკვირვება ჩვენც შეგვიძლია. როდესაც დედამიწა იმ გვერდს მიუშვერს მზეს, რომელზეც ჩვენი სახლია, ჩვენთან დღე არის, ხოლო დედამიწის მეორე მხარესღამეა. როდესაც ის შებრუნდება, ჩვენთან ღამდება, ხოლო სადაც ღამე იყოგათენდება.

დედამიწას საკუთარი ღერძის ირგვლივ მოსაბრუნებლად 1 დღე-ღამე, ანუ 24 საათი სჭირდება.

imageდედამიწის ბრუნვა წარმოსახვითი (მოჩვენებითი) ღერძის გარშემო.


ღერძის გარდა, დედამიწა მზის გარშემოც ბრუნავს და ერთი სრული წრის გასავლელად – 1 წელი არის საჭირო.

imageდედამიწის (მთვარესთან ერთად) მოძრაობა მზის გარშემო.


როგორც უკვე ვთქვით, მზის სისტემაში ანუ მის ძმურ ოჯახში, ჩვენი პლანეტის გარდა, სხვა პლანეტებიც არის და ისინიც ისევე მოძრაონენ მზის გარშემო, როგორც დედამიწა. ყველა პლანეტას მზის სისტემაში საკუთარი გზა აქვს, რომელსაც ორბიტა ეწოდება და ეს ორბიტები არასდროს იკვეთება.

imageimageპლანეტების მოძრაობა მზის ირგვლივ. მათი მოძრაობა იმდენად არის დაჩქარებული, რა სიჩქარითაც იცვლება დღე-ღამე დედამიწაზე, რეალურ დროსთან შედარებით, სურათის ქვედა მარცხენა კუთხეში.


ასე, რომ, ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ მოძრაობს და ჩვენც მასთან ერთად ვბრუნავთ ამ ღერძის ირგვლივ. დედამიწა მზის ირგვლივ მოძრაობს და ჩვენც რა თქმა უნდა მასთან ერთად გავდივართ ამ გზას. მზის სისტემა გალაქტიკის ირგვლივ მოძრაობს, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ხოლო გალაქტიკას, უკიდეგანო სამყაროში, თავისი გზა აქვს.

ალბათ, ბევრ თქვენგანს კითხვა გაუჩნდება, თუ რატომ ვერ ვგრძნობთ პლანეტის ღია კოსმოსში მოძრაობას? საქმე იმაშია, რომ ჩვენ, პლანეტის ზომასთან შედარებით, იმდენად პატარები ვართ, რომ ამ მოძრაუბის შეგრძნება უბრალოდ არ შეგვიძლია.


imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის


0
373
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0