x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის

image
imageთუ შეგეკითხებიან «სად ცხოვრობ?», რას უპასუხებ? ამ კითხვაზე ხომ ბევრი პასუხი არსებობს? მაგრამ, ვიდრე კითხვაზე სწორ პასუხებს ჩამოვთვლით, ჯერ ის გავიგოთ, რისგან შედგება დედამიწა? მის ზედაპირზე არის ხმელეთი (მიწა), რომელიც ზღვებითა და ოკეანეებით ნაწილებად არის დაყოფილი. ხმელეთის ყველაზე დიდ ნაწილებს კონტინენტები ჰქვია. დედამიწაზე სულ 6 კონტინენტია: ევრაზია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა, ანტარქტიდა და ავსტრალია.

imageimage

ევრაზიის კონტინენტი, ისტორიულად და გეოგრაფიულად, ორ ნაწილად: ევროპად და აზიად იყოფა, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას – ამერიკას ეძახიან. ანუ ერთიანი ამერიკა 2 ნაწილად არის გაყოფილი. ის, რომელიც ზევით მდებარეობს – ჩრდილოეთი არის, ხოლო მეორე – სამხრეთი.

სახელები: ჩრდილოეთი და სამხრეთი, ქვეყნის მხარეების აღსანიშნავად გამოიყენება. ამ ორი მხარის გარდა, არის კიდევ ორი: დასავლეთი და აღმოსავლეთი.image

როგორც ამერიკის მაგალითზე ვნახეთ, ის რაც ზევით არის – ჩრდილოეთია (N), რაც ქვევით – სამხრეთი (S), თუ ჩრდილოეთის მიმართულებით დავდგებით, ჩვენგან მარჯვნივ – აღმოსავლეთი (E) იქნება, ხოლო მარცხნივ – დასავლეთი (W).

ქვეყნის მხარეების აღნიშვნა რუკებზე ლათინური ასოებით ხდება და ეს ასოები, რუკების გარდა, კომპასებზეც არის.

რაც შეეხება გაკვეთილის თავში დასმულ კითხვაზე პასუხს, ის ჩვეულებრივ, საცხოვრებელი ბინის მისამართს გულისხმობს. მაგრამ, ჩვენი მისამართი მხოლოდ საკუთარი ქუჩია და კორპუსი არ არის. მაგალითად, თუ ამ კითხვას უცხოელს უსვამენ, ის არა ბინის მისამართს, არამედ საკუთარი ქვეყნის სახელს ეუბნება. ქართველებისთვის კი უცხოეთში, მხოლოდ ქვეყნის თქმა საკმარისი არ არის, რადგან საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ შტატს, ინგლისურად ერთნაირი სახელი – ჯორჯია ჰქვია. ამიტომ, როდესაც ქართველს ეკითხებიან, სად ცხოვრობო? ის პასუხობს, რომ ჯორჯიიდან არის, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიაში მდებარეობს.

image

ამრიგად, ადამიანი ცხოვრობს ბინაში, ბინასახლშია, სახლიქალაქში ან სოფელში, ქალაქი (სოფელი) – მხარეში, მხარექვეყანაშია, ქვეყანაკონტინენტზე, კონტინენტიპლანეტა დედამიწაზე!

გამოდის, რომ ჩვენი სახლი დედამიწა არის.

შენს პატარა სახლს, რა თქმა უნდა კარგად იცნობ. იცი სად რა დევს! მაგრამ დიდ სახლშიდედამიწაზებევრად უფრო საინტერესო ადგილებია. ამიტომ, ჩვენს პლანეტას ბევრი ადამიანი სწავლობს. სწავლობენ, იკვლევენ და რაც საინტერესოა იწერენ. ჩანაწერებს, დედამიწის შესახებ – «გეოგრაფია» ეწოდება.

ჩვენი პლანეტის სახელი სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ჟღერს. ბევრ ქვეყანაში მას «ერდე» ჰქვია. ასე ძველად ერთ შუმერულ ქალაქს (ერიდუ) ერქვა, რომელიც, ერთი უძველესი ქვეყნის (დღევანდელი ერაყი) ტერიტორიაზე მდებარეობდა.

imageროგორც ამბობენ, ძველი ენიდან, ეს სახელი ითარგმნება როგორც «სახლი, აშენებული შორეულ მიწაზე». სავარაუდოდ, პლანეტასაც ამიტომ დაარქვეს ერდე – ანუ ეს არის სახლი აშენებული ადამიანებისთვის.

დედამიწა ჩვენთვის არის მეორე სახლი, განუმეორებელი, პლანეტებს შორის ყველაზე ლამაზი და მას ისევე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ სახლს!

image

0
408
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0