საზოგადოება ოია ბაშარი - ვინ არის თურქი მსახიობი ქალი, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) 2017, 22 სექტემბერი, 9:19 სახელი და გვარი: ოია ბაშარი დაბადების თარიღი: 11 თებერვალი, 1956 წელი დაბადების ადგილი: სტამბოლი, თურქეთი ეროვნება: თურქი პროფესია: მსახიობი კარიერა: 1964 წლიდან ზოდიაქო: მერწყული სიმაღლე: 161 სმ წონა: 73 კგ თურქი მსახიობი, ოია ბაშარი, დაიბადა და გაიზარდა სტამბოლში. სწავლის დასრულების შემდეგ, მან თეატრში დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა მსახიობი, სწორედ თეატრში შეხვდა მომავალ მეუღლეს. ოიამ უამრავ სპექტაკლში ითამაშა. მოგვიანებით კი, მეუღლესთან ერთად დააარსა თეატრი "Levent Kirca – Oya Basar Theater". ოია ბაშარის, როგორც კინომსახიობის დებიუტი 1966 წელს შედგა ფილმით "The Woodman's Children". მოგვიანებით იგი მრავალ ფილმსა, თუ სერიალში გადაიღეს. რამდენიმე წლის წინ, ოია იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა გადასაღები მოედანი, რადგან მსახიობს კარიერის გაგრძელებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალა ხელი. მას მკერდის კიბო აღმოაჩნდა. საბოლოოდ, მკურნალობის შემდეგ, ოიას მდგომარეობა გაუმჯობესდა და მსახიობმა კვლავ განაგრძო აქტიური მუშაობა. ბოლო წლებში, თურქი მსახიობი ისევ დაუბრუნდა თეატრს. მან დადგა მიუზიკლი "Seven-Horned Hurmuz". ბოლო დროს, ოია ბაშარს პოპულარულობა მოუტანა სერიალმა "მოპარული ცხოვრება" ("O Hayat Benim"), სადაც მან სულთანის გმირი განასახიერა. საოცარი არტისტიზმის წყალობით, მსახიობმა მაყურებლისათვის დასამახსოვრებელი სახე შექმნა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ოია ბაშარი 1985 წელს მსახიობ ლევანთ ქირჯაზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ: უმუთი და აიშე. წყვილი 2000 წელს განქორწინდა. ისინი 2001 წლის 19 თებერვალს კვლავ შეუღლდნენ, ხოლო 2005 წელს ისევ დაშორდნენ ერთმანეთს. 2015 წელს, ლევანთ ქირჯა გარდაიცვალა. ფილმოგრაფია: 1966 - "The Woodman's Children" 1974 - "Sokak sarkicilari" 1975 - "Canavar Cafer" 1976 - "Zühdü" 1976 - "Mahallede senlik var" 1976 - "Lüküs hayat" 1976 - "Bitmeyen Sarki" 1976 - "Bulunmaz usak" 1977 - "Ne Zaman Geleceksin" 1977 - "Sen ve Ben" 1977 - "Kördügüm" 1978 - "Çilekes" 1985 - "Mavi Muammer 2: Silahtan Odum Patlar" (Video) 1985 - "Mavi Muammer" (Video) 1988 - "Dünya Fraggle" 1997-1999 - "Olacak o kadar" 2002 - "Son" 2002 - "Ah yasamak var ya!" 2008 - "Benim annem bir melek" 2011 - "Alemin Kirali" 2014 - "Yusuf Yusuf" 2015-2016 - "O Hayat Benim" ოია ბაშარი და მისი მეუღლე - ლევანთ ქირჯა ოია ბაშარი შვილებთან ერთად ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის არდას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის და როგორ გამოიყურება ხულიას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ვინ არის საქინეს გმირი და რატომ გაუჩინარდა იგი მოულოდნელად, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) ჯეიდა ათეში - ვინ არის თურქი ლამაზმანი, სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები) 1367 4-ს მოსწონს
|