x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138465
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
როგორ მოვეპყროთ ქალს. მითითებები მომხმარებლისთვის (+18)
image
ვიღებთ ქალს რომელიც მოგვწონს. ვიღებთ სამუშაო კვირის დასასრულს, ვიღებთ პირდაპირი მნიშვნელობით - ვიჭერთ სამსახურიდან გამოსვლისას. თბილს და დაღლილს... არა, რა თქმა უნდა, ის შეგეწინააღმდეგებათ, იჭირვეულებს, ეცდება გაიქცეს - არ ვუსმენთ! არ გვაინტერესებს.


ვიყენებთ მამაკაცის უხეშ ძალას, ვკიდებთ ხელს ნაზად იდაყვის ქვეშ, ვსვამთ მანქანაში: ყვავილების თაიგული ცხვირთან, პირს ვუხშობთ
შოკოლადით... ლოყაზე - კოცნა. და, უსაფრთხოების ქამრით ვაფიქსირებთ მყარად, რომ არ გადახტეს.


მინიმუმ ათი წუთი ის ღეჭავს შოკოლადს და აცნობიერებს მომხდარს.
ამ დროში ის მშვიდდება და აღარ ბუზღუნებს... ალბათ. და, შესაძლოა
სიცილს და კეკლუცობასაც იწყებს... არ ვდუნდებით! არ ვიხიბლებით ქალური ხრიკებით.


და არავითარ შემთხვევაში არ მიგვყავს სახლში... მასთან... მიგვყავს თქვენთან... არის ზუსტად ათი წუთი იმისთვის, რომ ის შეურიგდეს გარდაუვალს... შეგიძლიათ მოუთხროთ იმ ფუმფულა თაგუნიების კოლექციაზე, რომელსაც სპეციალურად მისთვის აგროვებდით. ან რამე მსგავსი ისტორია...


სახლში... არა, სწრაფი სექსი მაგიდაზე არა... არა, გლინტვეინი ვივალდის მუსიკის თანხლებით არა... დიახ, ცხელი აბაზანა, მაგრამ! შანსონის და პოპმუსიკის გარეშე.


წყალში ვამატებთ რამდენიმე წვეთ არომატულ ზეთს, სუნი გემოვნებით... როგორ შევიტყუოთ ქალი აბაზანაში - ეს პრობლემას არ
წარმოადგენს... შეიძლება შესთავაზოთ იმ ზაზუნას ნახვა, აბაზანაში რომ ცხოვრობს, შეიძლება მამაკაცური უხეში ძალის კვლავ გამოყენება, მაგრამ არსებობს რისკი იმისა, რომ ამოყვინთავს და სველი კატასავით ტაქსით გაიქცევა სახლში... სამუდამოდ... ფანტაზია აუცილებელია, ყველაფერი თქვენს ხელთაა! მითუმეტეს, რომ ის ისედაც ხვდება ყველაფერს. თქვენს მამაკაცურ მცდელობებს და ა.შ...


ახლა ყურადღებით! ...

ყველაზე მთავარი, დატოვეთ ქალი მარტო 15-20 წუთი... დაე იწვეს, დაე გაიჟღინთოს ზეთით, დაე, დაივიწყოს, რომ უნდა იყოს ძლიერი, ამაყი, დამოუკიდებელი... დაე, უბრალოდ დაისვენოს...


მიუტანე ჭიქით წვენი, თუ ძალიან გსურს, რომ თან შეათვალიერო...
ამასთანავე შეამოწმებ, გესვრის კბილის პასტას თუ არა... არა? მშვენიერია, თითქმის მოთვინიერებულია, შეგიძლიათ შეუდგეთ შემდეგ ეტაპს...

ვიღებთ ჯონსონის ფირმის ჩვეულებრივ საბავშვო ზეთს, ვამატებთ მასში ცოტაოდენ არომატულ ზეთს, ამოგვყავს მოდუნებული
არსება წყლიდან და ენერგიულად ვიწყებთ მის დაზელვას ამ ხსნარით... სიტყვას გაძლევთ- მოაჯადოვებთ! და არა მხოლოდ გაოცდება, უფრო დაკვირვებულადაც კი დაგიწყებთ თვალიერებას...


შემდეგ მიაფურთხებს გონიერებას და მთლიანად თქვენს ხელთ გადმოგეცემათ..


ყურადღება! არ მოდუნდეთ! ყურადღება არ გაგეფანტოთ!

არ შეყოვნდეთ ამობურცულ ადგილებზე! აზრები და სურვილები სიღრმეში! მოცემულ მომენტში - მასაჟისტი ხართ და მეტი არაფერი. მორჩა.

სწრაფად შეახვიეთ ზეწარში, რათა ვერ მოასწროს იმის შემჩნევა, თუ როგორ აღარ გსურთ მასაჟისტობა... აიყვანეთ ხელში და პიდაპირ საძინებელ ოთახში... გპირდებით არ გაგიძალიანდებათ... ნუ, შემდეგ - შევხედავთ... ან -სექსი გვსურს ერთი-ორჯერ, ან - მეტი ურთერთობები... პირველ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ დავკავდეთ სწორედ ამ სექსით, მეორე შემთხვევაში... ოოო..., მეორე შემთხვევაში... - მკერდზე მიხუტებული ჩააწვინეთ საწოლში, მოეფერეთ თავზე, აკოცეთ ლოყაზე და გამოძინება უსურვეთ... „ჩემო
პატარა“... და, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის არის, რა სიმაღლე აქვს, რამდენს იწონის. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!


ახლა- ის პატარა გოგონაა, დაცულია, დამშვიდებული, გახარებული იმით, რომ არავისთან არაა ვალდებული, არსად ეჩქარება და არავისი ეშინია... არაა საჭირო იყოს კარგი ხელქვეითი, სანიმუშო დედა, კარგი მეგობარი... იყოს საყვარელი, ახლა ესეც კი არაა საჭირო...


არაფერი არ არის საჭირო... საერთოდ! ასე ვთქვათ- აბსოლიტურად არაფერი! მხოლოდ გამოძინება... და - არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს იძინებს -ერთ საათს თუ მთელ ღამეს.. გაუთიშე ტელეფონი, აცადე იყოს პატარა... როდესაც გაიღვიძებს - გაიღვიძებს ბედნიერი!


აი, მაშინ გადაწყდება რა სურს: სექსი, მეგობრობა თუ უბრალოდ ცხელი ბუტერბროდები...

და მაშინ, როდესაც ის წავა ... შესაძლოა ისევ ეკლიანი გახდეს, ისევ ამაყი და დამოუკიდებელი, უბრალოდ ეცოდინება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის როლია...


სინამდვილეში კი - ის პატარა გოგონაა, რომელიც სასაცილოდ ფრუტუნებს ძილში და უღიმის ცისარტყელას... და მისი თვალები ცასავითაა - ნათელი და ბედნიერი.



იხილეთ ასევე:

1. "მე 27 წლის ვარ და ერთდროულად სამ მამაკაცთან ვცხოვრობ..."



2. ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ კარგი სექსი? 5 მეთოდი განსხვავების საპოვნელად


3. მამაკაცებმა ქალის მკერდს რა უნდა გაუკეთონ და რა არ უნდა გაუკეთონ!

4
1225
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1225
  
2017, 7 სექტემბერი, 21:47
მართლა სასიამოვნო სიურპრიზი იყო :)))
2017, 7 სექტემბერი, 21:43
აუუუ , როგორ მიხარია რომ მოგეწონააათ....მე იიიისე ძალიან მომეწონაააა :-)
2017, 7 სექტემბერი, 20:00
ასეთი სახალისო, სასიამოვნო, სასურველი და ჭკუის სასწავლი სტატია ჯერ ამ საიტზე არ მინახია ქალთან დამოკიდებულებაში–უბრალოდ "ბრავო"...
2017, 7 სექტემბერი, 16:26
აუუ, რა ლამაზი დასასრული იყოოო
0 1 4