x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების მაქსიმალური დრო 20 წთ.)
image


ინგრედიენტები:


შაქრის პუდრი — 2 ს. კ.
ხაჭო — 200 გრ.
კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) — 30 გრ.
ვანილიანი შაქარი — 1, 5 გრ. (ერთი შეკვრა)
შოკოლადის ფილა — 80 გრ.
გულსართი — ჯემი, კარამელი ან ქოქოსის ფანტელი


ასევე, დაგჭირდებათ: ფორმა «სიროკებისთვის» და სილიკონის ფუნჯი



მომზადება:


1. დამტვრეული შოკოლადი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში და გაადნეთ წყლის აბაზანაზე.

2. შოკოლადი, თხელ ფენად, წაუსვით ფორმას სილიკონის ფუნჯით და ფორმა, 10-15 წთ-ით, შედგით საყინულეში. გამოღების შემდეგ, თუ დეფექტებს აღმოაჩენთ, ხელმეორედ გადაუსვით შოკოლადი და 2-3 წუთით ისევ საყინულეში შედგით.
3. ვიდრე შოკოლადი მაცივარში იყინება, ერთმანეთს შეურიეთ: ხაჭო, კარაქი, შაქრის პუდრი და ვანილინი.
4. გამოიღეთ საყინულედან ფორმა, შეავსეთ თითოეულ მათგანი ხაჭოს მასით 1/3 -ზე, შუაში გულსართი მოათავსეთ და ბოლომდე ხაჭოს მასით შეავსეთ.

5. ზემოდან გამდნარი შოკოლადი გადაუსვით და სუფრაზე მიტანამდე, მაცივარში შეინახეთ.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageრჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image

0
664
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0