სხვა ყველაზე ძვირადღირებული ყვავილები 2017, 14 აგვისტო, 9:16 ძვირადღირებულად ითვლება ყვავილი, რომლის ფასი, საშუალოდ, 10-15 დოლარს აღემატება. მაგ., ცისარტყელისებური ვარდის 30 ყვავილიანი თაიგული, დაახლოებით, 350 – 400 დოლარი ღირს. უფრო ძვირია «ღამის მეფე» — ტიტების სახეობა, რომელიც შავიდან იისფერში გრადიენტულად გარდამავალი ფერის არის. ის დღესაც ერთ-ერთი ძვირადღირებული ყვავილია, თუმცა ყველაზე ძვირი, ყვავილებს შორის, ის «ტიტების ციებცხელების» (XVI-XVII სს.) დროს იყო.
იმ პერიოდში, მცენარის ერთი ბოლქვი, ღირებულებით, ცხვრის ფარას, 4 ხარს, 4 ტონა ხორბალს, 8 ტონა შვრიას, 300 ლ. ღვინოს ან 300 კგ. ყველს უთანაბრდებოდა. ამჟამად, შავი ტიტის ერთი ბოლქვის ფასი, საშუალოდ, 15-20 დოლარს შეადგენს. ხოლო, ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილებს შორის, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: III ადგილი – მედინილა (Medinilla) ღია ვარდისფერი, მტევნისებური ყვავილების მქონე მცენარის ბუნებრივი გავრცელების არეალი აზიის ნოტიო ტყეები, ტროპიკული აფრიკა და წყნარი ოკეანის ზოგიერთი კუნძული არის. ერთი ძირი მედინილას ფასი ბაზარზე — 50 – 150 დოლარს შორის მერყეობს. II ადგილი – ორქიდეა «კინაბალუს ოქრო» (Paphiopedilum rothschildianum) ორქიდეა «კინაბალუს ოქრო» – ფლორისტულ ბაზარზე, ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად ითვლება მსოფლიოში. მისი ნახვა მხოლოდ ერთ ადგილზე — მთა კინაბალუზე (აღმ. მალაიზია) შეიძლება, რომელიც კ. ბორნეოზე, იმავე სახელის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. I ადგილი – ორქიდეა შენჩჟენ-ნონკე (Shenzhen Nongke) Shenzhen Nongke – ორქიდეის ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია, რომლის შექმნაზე, ჩინელი სელექციონერები 8 წლის მანძილზე მუშაობდნენ. ყვავილსაც სწორედ მისი შემქმნელი ჯგუფის სახელი ჰქვია. 4-5 წელი ლოდინი არის საჭირო ამ ელეგანტური ყვავილის დასანახად და მისი სურნელის შესაგრძნებად. 2005 წელს, ანონიმურმა მყიდველმა Shenzhen Nongke აუქციონზე 202 000 დოლარად შეიძინა და ამგვარად, ის ყველაზე ძვირადღირებულ ყვავილად იქცა მსოფლიოში, ოდესმე გაყიდულ ყვავილებს შორის. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში ცისფერი ყაყაჩო საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი) მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო 393 6-ს მოსწონს
|