სხვა 12 ლამაზი ყვავილი, რომელიც შესაძლოა არც კი გინახავთ და ყველაზე უჩვეულო ყვავილი დედამიწაზე 2017, 20 აგვისტო, 10:18 რომელ ქალს არ უყვარს ყვავილები? ისინი თვალს ახარებენ, უმშვენიერეს არომატს აფრქვევენ და ნებისმიერი სახლის ინტერიერს ალამაზებენ. ყვავილების მაღაზიებში უამრავი ლამაზი ყვავილი არის. თუმცა, ისეთი ყვავილებიც არის, მაღაზიაში რომ ვერ შეხვდებით და რომლის სილამაზის ვარდებსაც კი შეშურდებათ. აქ, სწორედ, რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ: ლემა (ლათ. Datúra) თავისი სილამაზის მიუხედავად, ეს მეტისმეტად მაღალტოქსიკური ყვავილია, რომელსაც ადამიანი შეუძლია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს და შესაძლებელია, რომ ყველაფერი სიკვდილით დასრულდეს. ოდესღაც, ამ ყვავილს, ევროპის და აზიის ქვეყნებში, როგორც საწამლავს ისე იყენებდნენ. ღვინა (ლათ. Fritillária) ლათინურიდან Fritillaria კამათლებიან კოლოფს ნიშნავს. ხოლო, ხალხში მას ჭადრაკის ყვავილს ეძახიან. «სპორტინგი» «სპორტინგს» ბოტანიკოსები იმ ყვავილებს უწოდებენ, რომლებმაც ცალკეული ნაწილების სპონტანურ მუტაცია განიცადეს. ტიტანური ამორფოფალუსი (ლათ. Amorphophallus titanum) ამ ლამაზ ყვავილს, არც თუ ისე, ლამაზ სახელს — «გვამის ყვავილსაც», ეძახიან, რადგან ყვავილობის პერიოდში, ირგვლივ გაფუჭებული ხორცის სუნს აფრქვევს, რითაც დამტვერვისთვის იმ მწერებს იზიდავს, რომლებიც მსგავსი საკვებით იკვებებიან. ჩინური ფარანი (Abutilon × hybridum) ამ ოჯახში სხვადასხვა ფერის ყვავილებია. მაგრამ, ეს, მათ შორის, ყველაზე ლამაზია. პლატიკოდონი (ლათ. Platycodon grandiflorus) პლატიკოდონი «ბუშტის» სახელითაც არის ცნობილი. გავრცელების არეალი აღმ. აზიაა და მას სალათებში იყენებენ, ინგრედიენტის სახით. ჯანჯაფილის სკა (ლათ. Zingiber spectabile) ამ მცენარეს სკის ფორმის ულამაზესი ყვავილები აქვს და მისი სიმაღლე 4, 5 მ-მდე შეიძლება იყოს. გომბეშო ლილი (ლათ. Tricyrtis) ეს უცნაური შეფერილობის ყვავილი ფორმით ზღვის ვარსკვლავს ჰგავს და მისი გავრცელების არეალი იაპონიის კუნძულები არის. იაპონური კამელია (ლათ. Camellia Japonica) იაპონური კამელიას განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გვირგვინის ფურცლებს სპირალისებური განლაგება აქვს და ზღვის დონიდან 300–1100 მ. სიმაღლეზე იზრდება. ციპრიპედია (ლათ. Cypripedioideae) ციპრიპედია ორქიდეების ერთ-ერთი სახეობა არიდ და მას ქალის ჩუსტსაც ეძახიან, ყვითელი, გადმოკიდებული ფურცლის გამო. სტრონგილოდონი დიდმტევნიანი (ლათ. Strongylodon macrobotrys) ეს ფირუზისფერი მცენარე ბარდის და ლობიოს ნათესავია და მისი გავრცელების არეალი ფილიპინები არის. პასიფლორა, ვნების ყვავილი (ლათ. Passiflóra incarnáta) ყვავილის სამშობლო — ჩრდ. ამერიკა არის. გავრცელების არეალი –აღმ. და სამხ-აღმ. აშშ. კულტივირებულია სამხ-აღმ. აზიის ქვეყნებში და ფილიპინებზე. და ბოლოს, ყველაზე უჩვეულო ყვავილი პლანეტაზე:ნარილატას (Narilatha), რომლის სამშობლო ჰიმალაის მაღალმთიანი რეგიონია და ის ყველაზე მეტად განხილვადი მცენარეა მსოფლიოში. ყვავილოვანი ხე-მცენარე მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ყვავდება და მის ყვავილს ქალის სხეულის ფორმა აქვს. მისი სახელწოდება – Narilatha, სამხ. აზიის მითოლოგიის მიხედვით, სიტყვასიტყვით «ვაზის ქალს» ნიშნავს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში ცისფერი ყაყაჩო საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი) მცენარე, რომლის ფუღუროშიც, ცხოვრება შეიძლება მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო 9264 9-ს მოსწონს |
ღამობით სევდიანი ტირილის ხმები ისმის.
ალბათ ამიტომ ამ ხის მამალ ვარიანტს ძველ ტიბეტურ ენაზე ეძახიან "დრავა რავ" - "ხე
რომელიც ქვითინებს" - იქნებ ჩაამატო ეს სასარგებლო ცნობა სტატიაში, ვარდისფერო ატმის ყვაილო, მე თვითონ მაქვს ეგ ტირილი გაგონილი ლხასაში რომ ვიყავი საქმეებზე.