სხვა როგორ შევინახოთ პომიდორი ზამთრისთვის "ცოცხლად" 2017, 14 ივლისი, 10:57 ზაფხული სწორედ ის წელიწადის დროა, უამრავ ადამიანს უყვარს ზამთარში პომიდვრისგან მომზადებული საჭმელი, განსაკუთრებით კარგია, როდესაც პომიდორს ისეთივე გემო აქვს, როგორიც ზაფხულში. წარმოგიდგენთ პომიდვრის "ცოცხლად" შენახვის მეთოდს. გარეცხეთ პომიდორი და კარგად გააშრეთ, ამასობაში სტერილიზაცია გაუკეთეთ ბანკებს და თითოეული ბანკა აავსეთ დაჭრილი პომიდორით, დაასხით ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი. ქვაბში ჩააფინეთ ნაჭრები და მოათავსეთ შიგნით პომიდვრით სავსე ბანკები, ქვაბი გაავსეთ წყლით ნახევრამდე, (ბანკები რომ არ დაფაროს ისე) მიიყვანეთ წყალი ხარშვამდე, შემდეგ კი ქილები მოხუფეთ და გადმოატრიალეთ სანამ გაცივდება. ნახევარ ლიტრიანი ბანკით ხარშეთ 10-15 წუთი, ლიტრიანით კი 15-20 წუთი. ხარშვისას არ დააფაროთ ქილებს თავსახური. საინტერესო სტატიები: როგორ შევინახოთ ბულგარული წიწაკა ზამთრისთვის, უმარტივესი მეთოდი 1550 3-ს მოსწონს
|