x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს,მისი ცოლ-შვილი კი გაიტაცეს
image11 ივლისს 33 წლის რუსი ტურისტი ანდრეი კაბანოვი გუდაუთის სიახლოვეს მოკლეს.


მეგობრები ანდრეი კაბანოვი და ნიკოლაი ჩიჟიკოვი ოჯახებით აფხაზეთში დასასვენებლად ჩავიდნენ და გუდაუთაში გაჩერდნენ.


11 ივლისს მათ ბანაკი გაშალეს მდინარე ააფსტას ნაპირზე კალმახის დასაჭერად, თევზაობის შემდეგ "უხა" გაამზადეს და აფხაზეთის ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ, როდესაც თავს მძარცველები დაესხნენ.


როგორც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხადა, მძარცველები მაწანაწალებივით გამოიყურებდნენ, ეცვათ დაგლეჯილი ტანსაცმელი, ხელში კი დანა და გადაჭრილი თოფი ეკავათ, ხოლო სახეზე ჩამოფხატული ჰქონდათ თვალებთან ამოჭრილი ქუდები.მათ ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს, რომელიც პრინციპში მოსკოველ ტურისტებს თან არც ჰქონდათ.რაღაც მომენტში ანდრეი კაბანოვმა მძარცველებს წინააღმდეგობა დაუწია და ერთ-ერთს დაარტყა, მეორემ კი გულში დანა ორჯერ დაარტყა.



ამის შემდეგ ბანდიტებმა მძევლად აიყვანეს კაბანოვის ცოლი და შვილები:2 და 11 წლის ბავშვები და მისი მეგობრიც ცოლი შვილებიანად:10 და 15 წლის, თვითონ ნიკოლაი ჩიჟიკოვი ფულის მოსატანად გაგზავნეს, მუქარით: თუ ფულს არ მოიტანდა ყველას დახოცავდნენ.

ნიკოლაიმ დასახმარებლად შემთხვევით გამვლელს მიმართა, მათ კი ერთად გამოუძახეს პოლიციას და სასწრაფოს.


მძარცველებმა იყნოსეს საფრთხე, მიატოვეს მძევლები და ტყეს შეაფარეს თავი.

სასწრაფო დახმარება საკამოდ დაგვიანებით მოვიდა, ანდრეის გადარჩენა ვერ შეძლეს.


ამ დრომდე მიმდინარეობს ბანდიტების ძებნა, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე პოლიციამ ალყა შემოარტყა, ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები.ბანდიტებზე ინფორმირებისთის აფხაზეთის შსს-მ დააწესა 1 მლნ. რუბლი ჯილდო.




imageიხილეთ მსგავსი სიახლეები


0
666
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0