სხვა ნახეთ რა იპოვეს გრეის კელის საქორწინო ფეხსაცმელში 2017, 8 ივლისი, 12:53 Grace Patricia Kelly დაიბადა 1929 წლის 12 ნოემბერს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. ხელოვნებადმცოდნე, ამერიკის აკადემიის დრამატული ხელოვნების ფაკულტატორი, ბრენდული ჟურნალების მოდელი, უნიჭიერესი მსახიობი- ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელი, ასევე მონაკოს პრინცის Rainier III-ის რჩეული, რომელზეც ის 1956 წლის 18 აპრილს დაქორწინდა, მოკლედ უნიჭიერესი და ულამაზესი გრეისი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი სახე დარჩა თავისი სილამაზით, ნიჭით, თავდაჯერებულობით, მსოფლიოს გაოცების საიდუმლოთი, გაწონასწორებული ხასიათით, სითბოთი და სიკეთით. თუმცა 1982 წლის 14 სექტემბერი ტრაგიკული აღმოჩნდა მის ცხოვრებაში, ვინაიდან ის ქალიშვილ სტეფანისთან ერთად ავტომობილით მგზავრობდა, ციცაბო კლდეზე, ტბის მახლობლად, სამხრეთ საფრანგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გრეისმა მართვის დროს გადაიტანა ინსულტი, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე და 45 მეტრის სიღრმეში გადაიჩეხა. სტეფანი გადარჩა, გრეისი კი კომაში მყოფი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
წლების შემდეგ გრეისის ფეხსაცმელი, რომელიც საკუთარ ქორწილში 1956 წელს ეცვა, მუზეუმში აღმოჩნდა და მრავალ დამთვალიერებელს ჰქონდა პატივი ახლოდან ენახა ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა დიზაინერმა David Evins-მა. დევიდმა მარჯვენა ფეხსაცმელზე საკუთარი, ხოლო მარცხენა ფეხსაცმელზე კი გრეის კელის ინიციალები დაატანა. ფეხსაცმელი თეთრი ფერის, სადა ნაქარგებით გამოირჩევა. განსაკუთრებით კი რენტგენზე შეისწავლეს ფეხსაცმელი, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორი ხარისხიანი და შეკრული, სწორად შეკერილი უნდა იყოს ის- მრუდხაზიანი თაღი, ე.წ "სუპინატორით". რენტგენის სხივებმა მარჯვენა ფეხსაცმელში უცნაურობა აღმოაჩინა, ფეხსაცმლის შუა ნაწილზე ნათლად ჩანს მრგვალი მეტალი. თავიდან ფაქტმა მეცნიერების გაოცება გამოიწვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო სპილენძის მონეტა- ირლანდიური პენი. გრეისის ფესვები სწორედ რომ ირლანდიიდან იყო და ამით ის იცავდა ძველ ტრადიციებს. ტრადიციის თანახმად სპილენძის ხურდა მას წარმატებას მოუტანდა ცხოვრების ახალ ეტაპზე. ფეხსაცმელში უბრალოდ ჩადებულ მონეტას გრეისისთვის ფეხი რომ არ ეტკინა, ან არ დაეკარგა პატარძალს ის, მკერავს- დევიდს სთხოვა მასში ჩაეტანა კერვის დროს. P.S. როგორც ხედავთ, ცრუ რწმენებს უხსოვარი დროიდან აქვს სათავე და გამონაკლისი არც მონაკოს პრინცესა გრეის კელი ყოფილა. იხილეთ აგრეთვე: "დაუვიწყარი Grace Kelly". (გრეის კელი) 1389 15-ს მოსწონს
|