x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ადვილად მოსავლელი 5 ულამაზესი მცენარე, ბინის ინტერიერის გასაფორმებლად

ალბათ, ყველა დათანხმდება იმაზე, რომ ბინის ინტერიერს არაფერი ალამაზებს ისე, როგორც ქოთნის ლამაზი ყვავილები. სახლის მცენარეები მხოლოდ თვალს კი არ ახარებს ფერად-ფერადი ყვავილებით, არამედ დიდი სარგებლობაც მოაქვთ, შთანთქავენ რა მავნე ნივთიერებებს, რომლებსაც ხელოვნური ავეჯი, ხალიჩები, ლამინატი და სახლის სხვა ნივთი გამოყოფს.

ზოგიერთ მცენარეს სამკურნალო თვისებებიც აქვს და ბევრ ოჯახში განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას, შეუცვლელის სტატუსითაც სარგებლობს. მაგრამ, ოთახის მცენარეების მოვლა დიდ დროს, ძალისხმევას, ცოდნას მოითხოვს და ყველას არ შეუძლია მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თუ მცენარეების მოვლაში დიდი გამოცდილება არა გაქვთ, ხშირად დადიხართ მივლინებაში ან უბრალოდ, ბევრი საქმე გაქვთ და დრო აღარ გრჩებათ მცენარეებზე ზრუნვისთვის, შეგიძლიათ აქ წარმოდგენილი ყვავილები შეიძინოთ, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას არ საჭიროებენ.



აბუტილონი (ოთახის ნეკერჩხალი)


image


აბუტილონი ულამაზესი და ძალიან ეფექტური მცენარეა. მას საკმაოდ დიდი ზომის ზარისებური ყვავილები აქვს. ფერი, შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, წითელი, ხოლო ფოთლები – ნეკერჩხლის ფოთოლს მოგაგონებთ. მცენარე კარგად იტანს მშრალ და ცხელ გარემოს. მისი ქოთნის დადგმა შეიძლება როგორც ფანჯრის რაფაზე, ისე მისგან მოშორებით. მორწყვა იშვიათად უნდა – წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილს არ გაიკეთებს. რაც შეეხება სასუქს: 3 კვირაში ერთხელ, ოთახის მცენარეების თხევადი სასუქის მიწოდება სავსებით საკმარისი იქნება.

აბუტილონი მხოლოდ მყუდრო გარემოს კი არ ქმნის სახლში, ჰაერსაც ატენიანებს.



«ცოცხალი ქვები»


image

image

ეს ძალიან უცნაური მცენარეა, რომელიც გარეგნობით რიყის ქვას მოგვაგონებს და სპარტანული ცხოვრების პირობებს არის შეჩვეული. მცენარე ფაქტიურად მყარ ნიადაგზე იზრდება. მისი სუბსტრატის შემადგენლობა, სახლის პირობებში, ასეთია: 2 წილი მიწა; 1 წილი თიხა; 2 წილი მსხვილი ქვიშა; 1 წილზე ნაკლები ტორფი. მორწყვა მხოლოდ ცხელ პერიოდში – მაისიდან სექტემბრამდე ესაჭიროება, ისიც თვეში ერთხელ, მაგრამ დიდი რაოდენობით. ხოლო ზამთარშ, საერთოდ არაფერი უნდა. ფორმითა და ფერებით «ცოცხალი ქვები» (ლათ. Dinteranthus) მეტად მრავალფეროვანია და კარგი გაფორმება იქნება ნებისმიერი ოთახისთვის.


ნემსიწვერა გერანი (ბალბა)


image

image

გარდა იმისა, რომ გერანის განსაკუთრებული მზრუნველობა არ ესაჭირეობა, ის უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს. ამასთან, ის სახლის მყუდროების სიმბოლოდაც ითვლება. დღეს გერანის უამრავი სახეობა არსებობს. და თუ დრო არა გაქვთ მისი სათანადოდ მოვლისთვის, ის სურნელოვან ყვავილებს მაინც არ მოგაკლებთ. თუმცა, ისეთი უხყვავილიანი არ იქნება, როგორც კარგი მოვლის პირობებში.



კალანხოე


image


უყვავილო კალანხოეს, ისევე როგორც ალოეს, დიდი ხანია, რაც წამლად ხმარობენ და ცნობილია, რომ მას განსაკუთრებული მოვლა არ ესაჭიროება. ბოლო დროს, ამ მცენარის, უამრავი ყვავილოვანი ჰიბრიდი გაჩნდა, რომლებიც ასევე, განსაკუთრებულ მზრუნველობას არ საჭიროებენ. ყვავილებიანი კალანხოე კარგად იტანს ჩრდილს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მორწყვა 1-2 კვირაში ერთხელ უნდა. ნელა იზრდება, დიდი ხნის მანძილზე ყვავის და ხშირ გადარგვას არ საჭიროებს.



ბეგონია



image


ეს არის ულამაზესი ყვავილი, რომელიც თითქოს სპეციალურად არის შექმნილი, სახლის ნაკლებად განათებული პირობებისთვის. ბეგონიას არ უყვარს მკვეთრი სინათლე. გამოირჩევა სახეობათა მრავალფეროვნებით, ყვავილების მრავალფეროვანი ფერთა გამით და ჭრელი ფოთლებით. მცენარე ერთნაირად კარგად იტანს როგორც სიცხეს, ისე სიცივეს. მისი ერთადერთი მოთხოვნა – მაღალი სინოტივე არის. მაგრამ, წყლის შესხურება საჭირო არ არის, რადგან მას უშუალოდ წყალთან კონტაქტი უყვარს. მცენარეს ფესვები რომ არ გაუხმეს, ბეგონია ხშირად უნდა მოირწყას.

imageimageთქცენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს

* კალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები)

* ბეგონია – მოვლა, გამრავლება, დაავადებები და მკურნალობა

* ჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!

* სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის

* ოთახის მცენარეს ხშირი და ლამაზი ყვავილობა რომ ჰქონდეს...

* სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

0
1159
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0