x
მეტი
  • 20.12.2024
  • სტატია:138913
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512506
“მაშინებენ რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უკვალოდ გამაქრობენ”-აკა სინჯიკაშვილი
აკა სინჯიკაშვილი “წითელი ცხვირების” გარშემო ატეხილ სკანდალზე და თეონა ბაღდავაძესთან მის დაპირისპირებაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
აკა თავის სიმართლეში დარწმუნებულია და პირობას დებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

გთავაზობთ ნაწყვეტს მისი პოსტიდან:
image

პოსტის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ "სქრინს".

image


"იმ წამსვე რომ ეს პოსტი არ დამეწერა და სიმართლე არ მეთქვა, ეხლა ციხეში ვიჯდები, თეონამ რაც დაწერა მაგ პოსტს დაწერდა და ამ ამბავზე სრულ სიმართლეს ვერავინ გაიგებდა. იმის შემდეგ მაშინებენ რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისთვის უკვალოდ გამაქრობენ. მეტი არ მინდა მართლა თმის ღერი ჩამომივარდეს თავიდან ტყუილად! მე 23-ში ექიმთან ვარ ჩაწერილი, აქამდე უთქმელი და დეკემბერში აღმოჩენილი უზარმაზარი პრობლემის გამო და ერთი კვირა აქ არ ვიქნები. ამ დროის განმავლობაში დაიწყება ძიება და მე და ის ადამიანები ვისაც შეხება ჰქონია ამ საქმესთან, ყველა მასალას მივაწვდით გამოძიებას. იმ მასალებს, ბაღდავაძეს რომ ჰგონია არავინ იცის ))) ხვალ განცხადება შევა ფინანსურ პოლიციაში და დაიწყება ძიება. და მათ ვისაც მე ამაში გარეული და გასვრილი ვგონივარ ვეუბნები. მე რომ სახელის გატეხვის მეშინოდეს, ამ ამბავს მზეზე არ გამოვფენდი, იმიტომ რომ ნაკლები ლანძღვა არც მე მიმიღია.მე აქ ხალხის, რომელსაც ბრბოს და ჩემს სექტას ეძახის, იმ ხალხის სიმწრით ნაგროვებ ფულს ვიცავ და ობლების, უსახლკაროების და ავადმყოფი მოხუცების ფულის ქურდობას დედაჩემსაც არ შევარჩენ, ბაღდავაძეს კი არა. როგორი გავლენიანი სამეგობროც არ უნდა ჰყავდეს, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს, როგორც არ უნდა მემუქრონ, არაფრით ამას თავს არ დავანებებ და ჩემი იმედი სულ ბოლომდე გქონდეთ ვისაც გაქვთ. დაშინებების და ვიღაცეების ხსენების კი არა ბელებიანი დათვის არ მეშინია და სიმართლე რაც არის მაინც იმას ვიტყვი! ჩემი ნათქვამი ტყუილი ბაღის მასწავლებელსაც არ ახსოვს და არც არასოდეს ვიტყვი. მე გამოკვლევას ჩამიტარებენ და 10 დღეში აქ ვიქნები, მანამდე კი ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, ვიკვლევთ კიდევ რაღაცეებს და ეს ამბავი მერწმუნეთ რომ სამართლიანად დამთავრდება! საზოგადოებრივ სტატუსს კი ადამიანის ცხოვრების წესი განსაზღვრავს და არა მოგონილი და მიწებებული იმიჯი. ყველა ყველაფერს ნათლად დაინახავს, სიტყვას გაძლევთ, პატარა ბნელ ამბავსაც არ დავტოვებ გაუხმაურებელს, ამ საქმეზე კი არა აი არასოდეს. მადლობა და მიყვარხართ ყველა, ვისაც სიმართლე გიყვართ და მისი ფასი იცით”❤-წერს აკა.

შეგახსნებთ, წლის მთავარი საქველმოქმედო კამპანია “წითელი ცხვირები” უკვე მესამე დღეა საზოგადოების განხილვის თემაა.
აღნიშნულ საკითხს საზოგადოების დიდი გამოხმაურება აკა სინჯიკაშვილის პოსტის შემდეგ მოჰყვა, სადაც ის კამპანიის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს თანხის მოპარვაში ადანაშაულებს.

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0