სხვა არასოდეს აიღოთ ძირიდან, ქუჩაში ნაპოვნი ეს ნივთები- ეს უნდა იცოდეთ რატომ! 2017, 1 ივნისი, 12:38 ალბათ ბევრ თქვენგანს გაახსენდა ბავშვობში, თუ როგორ გეუბნებოდათ დედა მკაცრი ტონით "გაუშვი, არ აიღო ეგ ღარაც ძირიდან", თუმცა მიზეზი თუ რატომ, არ ჰქონდა, უბრალოდ თვლიდა, რომ ვიღაცის დაკარგული ნივთების სახლში შეტანა არ შეიძლება. ვისთვის ცრუ რწმენაა, ვისთვის კი მართლაც ასეა- სხვის ნივთებს ჩვენთვის კარგი არაფერი მოაქვს... მოკლედ, მინდა გირჩიოთ, ქუჩაში თუ სხვაგან პოვნის შემთხვევაში ამ 10 ნივთს არასოდეს შეეხოთ. აი, რატომ!
● საათი. საათს ძალიან დიდი მიზიდულობა უჩნდება თავისი პატრონის მიმართ, ამიტომ ადვილი შესაძლებელია ძველი პატრონის ავადმყოფობები და წარუმატებლობა მიიზიდოთ. ● სავარცხელი. სხვისი სავარცხლის მოხმარება პირველ რიგში არაჰიგიენურია. მასაც აქვს მჭიდრო კავშირი ყოფილ პატრონთან და ადვილად შეუძლია მისი ცუდი აზრებისა და დამახასიათებელი თავის ტკივილის თქვენზე გადმოდება. ● სარკე. სარკე მეტად საშიში ნივთია, მასზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ამიტომ სხვის სარკეში ჩახედვით ადვილად შეძლებთ მფლობელის ცხოვრება აირეკლოთ. ● კანაფის სამაჯური. ასეთ ძაფებს მაჯაზე, ძირითადად თილისმად გამოიყენებენ, რომელმაც უნდა დაიცვას არსებული ბოროტისგან მისი მფლობელი. ამიტომ მისი მითვისების შემთხვევაში, იღებთ იმ უარყოფით ენერგიას. ● გასაღები. ალბათ არაერთი ლეგენდა გსმენიათ, როდესაც ცუდი ენერგიის მოსაშორებლად გასაღებს იყენებენ შესალოცად და შემდეგ აგდებენ, მიზანიც ერთია, მასზე გადასული ცუდი ენერგიის მოსაშორებლად. პოვნის შემთხვევაში თუ მას სახლში წაიღებთ, ის უარყოფითი ენერგია უთუოდ გადმოვა თქვენზე. ● ჯვარი. არსებობს მოსაზრება, რომ ის იცავს მფლობელს და მასთან უდიდეს კავშირშია, ამიტომ სხვისი ბედი რომ არ გაიზიაროთ, ნუ დაიკიდებთ სხვის ნაქონ ჯვარს. ● ნემსი, ქინძისთავი, გულსაბნევი- არ ვიცი საერთოდ ვის უნდა მოუნდეს ნაპოვნი ქინძისთავის ან ნემსის სახლში შეტანა, მაგრამ ისინი უარყოფით ენერგიას იზიდავენ, შედეგად კი თქვენზე გადმოვა. ● ოქროს სამკაული. ოქროს სამკაულიც ასევე მჭიდრო კავშირშია მფლობელთან და მთელ მის უარყოფით ენერგიას ფლობს, რომელიც შემდეგ თქვენზე გადმოვა. ● რკინის ხურდა ფული, მონეტები- ზოგადად ფული და მეტალი განსაკუთრებით ყველაზე ძლიერია უარყოფითი ენერგიის მიზიდულობის საკითხში, ამიტომ ნურასოდეს აიღებთ ძირიდან, თუ იპოვით მას ქუჩაში. P.S. დაიჯერებთ თუ არა, ნება თქვენია, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა- ნუ დაგავიწყდებათ. წარმატებებს გისურვებთ! იხილეთ აგრეთვე: ● 10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვს ● ნივთები, რომელთაც სახლში დადებითი აურა მოაქვთ ● თუ საათს 11:11 მომენტში დახედავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლებთ! რატომ? 4660 16-ს მოსწონს
|