სხვა იცოდით Wi-Fi ვინ და რატომ გამოიგონა? 2017, 29 მაისი, 12:06 ბევრისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ოთხი ასოა Wi-Fi, თუმცა ძირითადად რა მისია აქვს და ვინ გამოიგონა, ეს ბევრმა თქვენგანმა ალბათ აქამდე არ იცოდა. Wi-Fi-ს საშუალებით მონაცემთა გადაცემა ხდება რადიო ტალღების მეშვეობით და გამოიყენება შიდა ქსელებზე მისაბმელად, არის უსადენო კავშირი. გაგიკვირდებათ და ის ქალმა გამოიგონა, როგორც სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ნივთები.
Hedy Lamarr-ი სილამაზის ეტალონი და ბევრი მამაკაცის სამიზნე იყო. არა მხოლოდ კარგ მსახიობს, ბოლოს შოუ-ბიზნესის სკანდალურ სახეს წარმოადგენდა, რადგან სახელი ცუდი სტატუსით, კინოს ისტორიაში პირველი სექსუალური როლით გაითქვა. მას ამის გამო ადოლფ ჰიტლერმა მესამე რაიხის მტერი უწოდა, ხოლო რომის პაპმა პიუს XII-ემ კი მოუწოდა ყველა კათოლიკეს არ ეყურებინათ იმ ფილმისთვის, რომელიც ჩეხმა რეჟისორმა Gustav Mahato-მ გადაიღო. ჰედი მხოლოდ კინოთი არ ყოფილა გატაცებული, გარდა ამისა 1941 წელს მან გააპატენტა საიდუმლო საკომუნიკაციო საშუალებები, რომელიც დინამიურად ცვლიდა სამაუწყებლო სიხშირეს და ამით ხელს უშლიდნენ მტერს მოსმენაში. ხოლო მოგვიანებით, 1962 წელს უკვე ამ კომუნიკაციებს გამოიყენებდნენ ამერიკაში და დღეისათვის კი ფიჭვური (მობილური) კავშირებისთვის და Wi-Fi-ის სახით. ამ უნიჭიერესი მსახიობის დამსახურებაა დღეს, თანამედროვე ცხოვრების პირობებში რომ არსებობს Wi-Fi. იხილეთ აგრეთვე: ● ქალის გამოგონებები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია 1956 14-ს მოსწონს
|