x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვინ მოკლა გულის მეფე? საიდუმლო ბანქოზე, რომელიც აქამდე არ იცოდით
სათამაშო კარტი ან სათამაშო ბანქო — მუყაოს მართკუთხედი ფურცლებია, რომელიც გამოიყენება თამაშში. ბანქოს იყენებენ ასევე ფოკუსებში, პასიანსებსა და მკითხაობაში. თანამედროვე თამაშებში გამოიყენება სტანდარტული (ფრანგული) დასტა, ან მისი შემცირებული ვარიანტი. სხვა ბევრ თამაშში კი გამოიყენება სპეციალური დასტები.


პირველი სათამაშო ბანქოები გამოჩნდა აღმოსავლეთ აზიაში. კორეასა და ჩინეთში მოიხსენიება უკვე XII საუკუნიდან. ინდოეთში ბანქოს ფორმა მრგვალი იყო, ჩინეთში კი მართკუთხედი და გრძელი. როდის გამოჩნდა კარტი ევროპაში, უცნობია, სავარაუდოდ აბრეშუმის გზით ან არაბებისაგან. არსებობს 1367 წლის ქ. ბერნის ქრონიკა, სადაც უკვე არის მოხსენიებული ბანქო, მაგრამ, როგორც ეშმაკის ლოცვანი.


ითვლება, რომ ბანქოს ყოველი ფიგურა წარმოადგენს ამა თუ იმ ისტორიულ პერსონაჟს. მაგალითად:
დავითი — მეფე ყვავი.
ალექსანდრე მაკედონელი — მეფე ჯვარი.
იულიუს კეისარი — მეფე აგური.
კარლოს დიდი — მეფე გული.


image




ფრანგული წარმოების ბანქოს დასტაში მოცემულ მეფე გულს საკმაოდ უცნაური გამოსახულება აქვს თუ დაკვირვებიხართ. გარდა იმისა, რომ დასტაში ერთადერთი მეფეა ულვაშების გარეშე, ის ასევე თავში ისობს ხმალს. რატომ?! ამასთან დაკავშირებით სამი მოსაზრება არსებობს.



● პირველი ვერსიის თანახმად მეფე გულის ადგილას ბანქოზე გამოსახულია მეფე ბრძოლის დროს, რომელსაც ხელში ეჭირა ნაჯახი და სწორედ ამ ნაჯახით ასრულებს ის სიცოცხლეს, თუმცა მოგვიანებით ნაჯახი დაიკარგა და ბაქნოზე გამოსახეს ხმალი.



● მეორე ვერსიის თანახმად მეფე გულის ადგილას ბანქოზე გამოსახულია საფრანგეთის მეფე კარლ VII, რომელიც ჭკუიდან შეცდა (შეიშალა) და იმ აკვიატებული აზრის გამო, რომ ვიღაცას მისი მოწამვლა სურდა, თავი ხმლით მოიკლა.



● მესამე ვერსიის თანახმად კი მეფე გულის ბაქნოზე გამოსახულია მეფე აიაქს დიდი. ქალი გულის ბაქნოზე კი უმშვენიერესი ელენა ტროიანსკაია. მეფე აიაქსი ერთ–ერთი თაყვანისმცემელი იყო ელენასი, რომელმაც ის ვერ მოიპოვა და ამ მიზეზის გამო თავი მოიკლა.

0
835
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0