x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
სატანის მედალიონი
image



პირველი ნაწილი: სატანის მედალიონი

მეორე ნაწილი: სატანის მედალიონი

მესამე ნაწილი: სატანის მედალიონი


მეოთხე ნაწილი: სატანის მედალიონი




ეხლა უკვე მივხდი რა დაინახეს ჩემში ნათელმხილველმა და მძარცველმა და რატომ ეშინოდათ ასე. მე ეს მომწონდა თუ კი ასეთი საშიში გარეგნობა მექნებოდა ბოროტმოქმედი ადამიანების შესაშინებლად, მედალიონის ცდუნებას უკვე ვეღარ გავუძელი, ყელსაბამი გავუკეთე და ყველგან თან დავატარებდი. ამ ახალმა უნარებმა ისე გამიტაცა სულ დამავიწყა ნათელმხილველთან მისვლა და მედალიონის შესახებ ისტორიის გამოძიება თუ საიდან წარმოიშვა და რა ძალა ჰქონდა. გადიოდა დღეები მე კი ამ ხნის განმავლობაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ვიხსენი სიკვდილისგან, თითქმის ყოველ ღამე გავდიოდი სახლიდან და ვიჭერდი ბოროტმოქმედებს, ყოველთვის როდესაც მათ მიმართ სიბრაზე მიპყრობდა ისინი ჩემში ხედავდნენ დემონს და საოცარი ის იყო რომ მხოლოდ ცუდი ადამიანები ხედავდნენ ამას და ვისაც სუფთა გული ჰქონდა ისინი ამას ვერც კი ამჩნევდნენ. გარდა ამისა სამსახურშიც კარგი რეპუტაცია მოვიხვეჭე და უფროსი ჩემით ყოველთვის კმაყოფილი იყო, თანამშრომლებიც კი მთხოვდნენ დავხმარებოდი საქმის გამოძიებაში და მე მათ ყოველთვის ვეხმარებოდი. გავიდა ორი წელი და ერთ ღამეს ისევ ის კოშმარი ვნახე უდანაშაულო ადამიანების სულების მითვისება, დილით კი ისევ ექვსი ადამიანი მოკლული და არანაირი ბოროტმოქმედის კვალი, ისევ სუფთად და სამხილების გარეშე, ჩემი ჩრდილიც ისევ უსარგებლო გამოდგა ამ დღეს. ეს მესამე შემთხვევა იყო რაც ვნახე მის მერე როდესაც მედალიონის ძალა ჩემში გადმოვიდა, აღარ ვიცოდი რა მექნა, მაინტერესებდა რატომ მემართებოდა ასე მაგრამ როდესაც ამას გავიფიქრებდი მახსენდებოდა იმ უცხოს ნათქვამი სიტყვები რომელიც ღამით მანქანაში ჩამიჯდა და აორთქლდა, მსურდა მეტი გამეგო მედალიონის შესახებ თუმცა არ მსურდა ძალის დაკარგვა და ჩემი სიკვდილი.

მესამედ მომხდარი ექვსი ადამანის მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი ზებუნებრივი უნარი შევიძინე თუმცა ძალიან საშინელი იყო. ექვსი ადამიანის მკვლელობის დღიდან მეორე დღეს ისევ გავედი ღამით სადარაჯოდ, მსხვერპლიც მალე ვიპოვე რომელსაც ჩრდილი მიჰყვებოდა მეც უკან ავედევნე და როდესაც მსხვერპლს სამი კაცი დაესხა თავს და უმოწყალოდ ცემა დაუწყეს ამის დანახვაზე სიბრაზემ შემიპყრო, მივუახლოვდი ბოროტმოქმედებს და დავუძახე რატომ ცემთ უდანაშაულოს: ყველამ ერთად შემომხედა და მაშინვე დავინახე მათი შეშინებული და გაოცებული სახეები, მათ დემონი დაინახეს ჩემში თუმცა ალბად იფიქრეს რომ რაიმე ფოკუსის მეშვეობით ვაკეთებდი ამას და შიში გაუქრათ, ჩემსკენ წამოვიდნენ საცემად, როდესაც ერთმა ხელკეტი ჩემი მიმართულებით მოიქნია და სახეში მომხვდა ხელკეტი გადატყდა როგორც ასანთის ღერი და მე ვერაფერი ვიგრძენი, ის დავიჭირე ყელში ხელი მოვკიდე და თვალებში ჩავხედე, მის თვალებში დავინახე მთელი მისი ცხოვრება რაც კი როდესმა გაუკეთებია და ჩაუდენია, როდესაც მისი ცხოვრების გონებრივად დანახვა დავასრულე შემდეგ მისი თვალებმა დაიწყო წვა და გავრცელდა მთელს მის სხეულში, ის შიგნიდან ისე იწვოდა როგორც ღუმელი და დარჩა მხოლოდ ადამიანის ფიტული, მის მეგობრებს ჩემი შეეშინდათ და გაიქცნენ. ეს ახალი უნარი აღარ მომეწონა მე ადამიანს სიცოცხლე წავართვი.



image






გაგრძელება იქნება.

0
40
8-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0