სხვა სატანის მედალიონი 2017, 17 მაისი, 2:05 ახალი ნიჭის შეძენა მიხაროდა რადგან ვიცოდი ამით ბევრ ადამიანს სიკვდილისგან ვიხსნიდი ასეც მოხდა, საღამოს გარეთ გავედი ქუჩაში ჩემი ნიჭის შესამოწმებლად ხალხს ვათვალიერებდი, მაგრამ ჯერჯრობით ვერაფერი დავინახე და ბოლოს ერთ ბარში შევედი ბარმენს ლუდი ვთხოვე და ამ დროს ბარში მამაკაცი შემოვიდა გვერდით დამიჯდა ბარმენს მიესალმა, ბარმენმაც სალამზე უპასუხა და სახელიც კი დაუძახა, უცხო მამაკაცს ჯონი ერქვა, ძალიან ნერვიულობდა სიგარეტს ეწეოდა და ბარში მჯდომ ყველა ადამიანს სათითაოდ მალულად ათვალიერებდა, სწორედ ამ დროს რატომღაც ბარში შემოსასვლელი კარებისკენ გავიხედე, ვხედავ აჩრდილს რომელმაც დახურულ კარებში გამოიარა დაუბრკოლებლად და ჯონის ზურგს უკან დადგა, მე კი ამ კაცის დასაცავად მოვემზადე და ყურადღებით ვათვალიერებ ყველას ხომ არავინ აპირებდა ჯონისთვის ზიანის მიყენებას, რამოდენიმე წუთის შემდეგ ჯონი ადგა და გარეთ გავიდა ჩრდილიც მას წაჰყვა, მეც უკან გავყევი ისე რომ არ შევემჩნიე, მან გზა გადაკვეთა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ბნელ შესახვევში შეუხვია თუ არა იმ წუთს თავს ვიღაც დაესხა და ზურგში ხელკეტის ჩარტყმით დაბლა გააგორა, ჯონი განწირული ხმით აყვირდა შველას ითხოვდა, ეს დავინახე თუ არა საშველად მივვარდი და თავდამსხმელი დაბლა წავაქციე ხელები შევუბორკე და შემდეგ ჯონს მივუბრუნდი ვუთხარი ვინც ვიყავი და პატრული გამოვიძახე, ამ ღამეს ყველაფერი კარგად დასრულდა ვამაყობდი რომ ადამიანის სიცოცხლე ვიხსენი. მეორე ღამეს სამსახურიდან მოსულმა იგივე გავიმეორე გარეთ ქუჩაში ისევ გავედი და ამჯერად ქალი დავინახე რომელსაც საკმაოდ კარგად ეცვა და ჩანთას ორივე ხელებით იყო ჩაბღაუჭებული, მას აჩრდილი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მეც უკან ავედევნე, ქალმა ახლოს მდებარე გასართობ პარკში შეუხვია და სკამზე დაჯდა ვიღაცას ელოდებოდა, პარკში მის გარდა არავინ იყო, მე კი იქვე ახლოს ჩავუსაფრდი და ველოდებოდი რა მოხდებოდა შემდეგ, რამოდენიმე წუთი ვიცადე და მოულოდნელად ვიგრძენი უკნიდან ვიღაცამ მძიმე საგანი ჩამარტყა, გავითიშე მაგრამ გონს მალე მოვეგე თავი საშინლად მტკიოდა, დავინახე ქალს ვიღაც ჩანთის წართმევას უპირებდა მაგრამ ქალი არ ნებდებოდა, თავში ჩარტყმის გამო ძალიან გავბრაზდი, ფეხზე წამოვდექი და ქალის საშველად გავიწიე წინ, როდესაც მათ ვუახლოვდებოდი შემნიშნეს შემომხედეს და ისეთი სახეები ჰქონდათ თითქოს მოჩვენება დაინახეს, მძარცველმა ქალს თავი დაანება გაქცევა სცადა მაგრამ რაღაცას წამოედო და წაიქცა თან იძახდა: დემონი დემონი. ქალიც შეშინებული სახით მიყურებდა და შემდეგ გაიქცა, მძარცველმა წამოდგომა და გაქცევა სცადა მაგრამ დავიჭირე მინდოდა ხელები უკან გადამეგრიხა მისთვის და ბორკილები დამედო მაგრამ როდესაც ეს გავაკეთე ისეთი ძალით მომივიდა მისთვის ხელების გადაგრეხვა რომ ხელები გადავუმტრვიე, შემდეგ პატრულს გამოვუძახე და განყოფილებაში წავიყვანე, მეორე დილით მძარცველი მე უნდა დამეკითხა, მას ხელები თაბაშირში ჰქონდა შეხვეული, დაკითხვის ოთახში შეიყვანეს და როდესაც მე შევედი დასაკითხად მისი სახე სრულიად შეიცვალა თვალები ისეთი გაუხდა თითქოს ისევ მოჩვენება დაინახა ჩემში, საშინელი ყვირილი მორთო, ამბობდა რომ თითქოს მე დემოვი ვიყავი და შველას ითხოვდა. ჩემგან დაკითხვა არ გამოვიდა რადგან მას ვერ აწყნარებდნენ და ჩემს მაგივრად ჩემმა კოლეგამ დაკითხა. ძალიან მაინტერესებდა რას ხედავდა ჩემში ნათელმხილველი და ეს მძარცველი, საღამოს სახლში წავედი, შენახული მედალიონი შევათვალირე ისევ ის სურვილი მიჩნდებოდა რომ თან მეტარებინა ყველგან, მაგრამ სურვილი ისევ დავძლიე და შევინახე, შემდეგ საჭმელს ვიმზადებდი და პურის დაჭრის დროს დანა შემთხვევით ხელზე დავისვი, ამაზე ცუდი რეაქცია მქონდა და დანა სიბრაზისაგან შორს მოვისროლე, აბაზანაში შევედი ჭრილობა რომ ჩამომებანა და როდესაც აბაზანის სარკეში ჩემს თავს თვალი მოვკარი ძალიან შემეშინდა იქიდან არსება მიყურებდა ისეთი როგორიც დემონის მსგავსი მივხდი რომ ეს მე ვიყავი, ჩემი თვალები ანათებდა ტანზე მთლიანად ცეცხლი მეკიდა. 38 6-ს მოსწონს
|