სხვა ოთახის მცენარეს ხშირი და ლამაზი ყვავილობა რომ ჰქონდეს... 2017, 15 მაისი, 18:38 თუ თქვენ ოთახის მცენარეს წესების ზედმიწევნით დაცვით უვლით, მაგრამ ის მაინც საკმარისი რაოდენობით ყვავილს არ იკეთებს, მაშინ ეს პატარა ხრიკი უნდა გამოიყენოთ და ამის შემდეგ, აუცილებლად დატკბებით თქვენი საყვარელი ყვავილების სურნელით. ამასთან, საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე! ამისთვის კი, მორწყვის დროს, წყალში მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატება არის საჭირო და ეს ინგრედიენთი, თითქმის, ყველა ოჯახში მოიპოვება.
მომზადება: 1 ლ-იან ბოთლში ჩაასხით წყალი > გააჩერეთ ასე (სახურავის გარეშე) 24 სთ-ს მანძილზე > დაუმატეთ 1 ჩ. კ. აბუსალათინის ზეთი > დაახურეთ სახურავი და იქამდე აჯანჯღარეთ, ვიდრე ზეთი პატარა ფრაქციებად არ დაიშლება და წყალს არ შეერევა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ზეთმა მცენარის ფესვები არ დააზიანოს. წყალში ზეთის გახსნისთანავე, მაშინვე უნდა მორწყათ მცენარე, ვიდრე ზეთი ზემოთ ამოვა და ისევ შეიკვრება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს ოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია) 1409 7-ს მოსწონს
|