საზოგადოება დედამ შვილი ღუმელში შეწვა. ნახეთ რა მოხდა 15 წლის შემდეგ 2017, 28 აპრილი, 10:12 მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით დანაშაულს და დაზიანებას აქვს ადგილი. არაფერია საშინელება მკვლელობასა და მძიმე დაზიანებებზე, თუმცა წარმოუდგენელი და ერთდროულად შემაშფოთებელია, როდესაც მსგავსი დანაშაული ოჯახის წევრების მიმართ ხდება.
ეს საშინელი ამბავი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 2002 წელს ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში მოხდა. ოჯახის უფროსმა და 14 თვის გოგონას- ეშლის მამამ რობერტ სმიტმა დაინახა თუ როგორ იწვებოდა ჩართულ ღუმელში პატარა. მან სასწრაფოდ გამორთო ღუმელი და გამოიყვანა იქიდან ქალიშვილი, თუმცა პატარამ მესამე ხარისხის დამწვრობა მაინც მიიღო. გოგონას დედამ Melissa Rayt-მა ღუმელიდან ამოალაგა ყველა თარო, ტემპერატურა დააყენა მაქსიმალურზე და შვილი შესვა. პოლიციის მოსვლის დროს კი მან სასაცილო განმარტება დაწერა, რომ ბავშვი ხელიდან ჩაუავარდა გაღებულ ღუმელთან და კარი თავისით დაიკეტა, თუმცა მოგვიანებით ალაპარაკდა და თქვა, რომ რაღაც ხმებმა უბრძანეს ამის გაკეთება. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გოგონას კი 10 წლის განმავლობაში 28 ოპერაციის გადატანა მოუხდა დედის ამ საშინელი ქმედების გამო. ეშლი უკვე 15 წლისაა, თავს კარგად გრძნობს და ეხლაღა აპირებს სკოლაში შესვლას. ამბობს, რომ ყველაფერი აპატია დედას, არ სძულს იგი, თუმცა არც უყვარს. რაც შეეხება სასტიკ დედას, მან ფსიქოლოგიური მკურნალობა გაიარა და როდესაც გოგონა 8 წლის იყო, პატიებას და ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა უარი უთხრეს. საკუთარი შვილიც სრული წინააღმდეგი იყო ამ ფაქტის და ამბობდა, რომ ეშინია დედის და მას სრულად უნდა მოეხადა სასჯელი. P.S. თქვენ რას ფიქრობთ, საკმარისია თუ არა ის სასჯელი, რაც მას მიუსაჯეს და უნდა გათავისუფლდეს თუ არა მკურნალობის და სინანულის შემდეგ ვადამდე ადრე? (ფოტოზე ეშლის დედა მელისა) იხილეთ აგრეთვე: ● დედამ 4 შვილი გაყიდა- ამბავი ფოტოს შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა 4326 18-ს მოსწონს |
უამრავი შემთხვევა ყოფილა და დღესაც ხდება, ბავშვების სხვადასხვა მიზნით გამოზრდა და ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება რაც ჩვეულებრივი ოჯახში გაზრდილი ადამიანებისთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია...
დღეს ერთობ ზნეკეთილი ადამიანი ხვალ შეიძლება მანიაკად მოგვევლინოს მიზეზთა გამო, ამიტომაცაა მთავარი ბავშვობაში ბავშვებს სტრესი ავარიდოთ და ძალადობის ფაქტებსაც მოვარიდოთ.
თითოეული ცნობილი დამნაშავე თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.
წარსული და აწმყო ილექება გონებაში და სამომავლოდ იჩენს თავს.
აქაც გარკვეულ დრომდე ხომ ზრდიდა ეს ქალი შვილს ჩვეულებრივად, მანამ სანამ არ "იფეთქა" იმ დალექილმა სტრესმა თუ გადატანილმა ძალადობამ!?