სხვა დედამ 4 შვილი გაყიდა- ამბავი ფოტოს შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა 2017, 28 აპრილი, 10:12 სიღარიბესა და სასოწარკვეთას არანაირად არ უდევს საფუძვლად საკუთარი შვილების გაყიდვა, თუმცა ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში წლებია ზიარდება და მნახველთა აღშფოთებას დღემდე არ მალავს, ნამდვილად არის აღწერილი ფაქტი, სადაც დედა დიდი ფასდაკლებით ყიდის საკუთარ 4 შვილს.
ფოტო გადაღებულია 1940 წელს და მალავს საშინელ ტრაგიკულ ისტორიას. რა მოხდა სინამდვილეში? ჩიკაგოს ერთ–ერთ უბანში მცხოვრებ Chalifu–ების ოჯახს ბინიდან გასახლება ემუქრებოდა, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სამსახური და ფინანსები, გადაწყვიტეს პრობლემის მოგვარების მიზნით საკუთარი 4 შვილი გაეყიდათ. ფოტოზე კი, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს, ბავშვების დედა, ქალბატონი Lucille Chalifu–ა, რომელიც გადამღებ კამერას თვალს არიდებს. ზედა კიბეზე კი სხედან Lana (6 წლის) და Ray Anna (5 წლის), ხოლო ქვედა კიბეზე Milton (4 წლის) და Sue Ellen (2 წლის). დადიოდა ხმები, რომ ქალის ქმედება ინსცენირება იყო, რადგან ფოტოგრაფს ეს ფოტო კარგ შემოსავალს მოუტანდა და Chalifu–ების ოჯახს ფული გადაუხადა ამაში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ორი წლის მანძილზე მათი ყველა შვილი გაიყიდა. Rey Anne ძმასთან Milton–თან ერთად Zoetman–ების ოჯახმა იყიდა. Milton–მა გარეთ განაცხადა, რომ არაბიოლოგიური მშობლები მას ხშირად სცემდნენ და აძალებდნენ ფერმაში მუშაობას, რის გამოც ის სოციალურმა მუშაკებმა იმ სახლიდან წამოიყვანეს, მოგვიანებით კი ბიოლოგიურ დედას დაუბრუნდა. იმ დროისათვის მისი დედა Lucille გათხოვილი იყო სხვა კაცზე, რომელიც Milton–ისთვის ცუდი მამინაცვალი აღმოჩნდა და ამის გამო სახლიდან გაიქცა. დები Ray Anna და Sue Ellen–ი ერთმანეთს 2013 წელს "New York Times"–ისთვის ინტერვიუს მიცემის დროს შეხვდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, იციან თუ არა ნამდვილი დედის ამბები, მათ უპასუხეს– "იმედია ჯოჯოხეთის ცეცხლში უკვე დაიწვა"–ო. Ray Anna–ს დღემდე აქვს შენახული კაბა და წერილი, რომელიც გაყიდვის მომენტში ეცვა. რაც შეეხება მეხუთე ბავშვს, რომელზეც ორსულად იყო ქალი ფოტოზე, 1950 წელს ისიც გაყიდა. რიგით მეხუთე ბავშვი McDaniel–ი დღეს ცხოვრობს ვაშინგტონში, თუმცა კარგად ახსოვს წარსული და თავისი ძმა Milton–ი, რომელსაც სახლში დაბრუნების შემდეგ ცუდათ ეპყრობოდნენ დედა და მამინაცვალი, რომ ის ხშირად ბეღელშიც კი ყავდათ დაბმული. 821 20-ს მოსწონს
|