სხვა ყველაზე საინტერესო ფაქტები დოლარის შესახებ 2017, 23 მარტი, 12:03 დოლარი – ყველაზე პოპულარული და სტაბილური ვალუტა არის მთელს მსოფლიოში. მაგრამ, ეს მტკიცებულება მხოლოდ აშშ-ს ოფიციალურ ვალუტას ეხება და არა სხვა ქვეყნების ფულს (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ტაივანი...), როელსაც იგივე სახელი აქვს.
აშშ-ს ქაღალდის ფულის ისტორიაში, იყო დრო როდესაც მასზე ქალის სურათები იბეჭდებოდა. ასეთი ქალი კი მხოლოდ ერთი იყო — ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლე, მარტა ვაშინგტონი.
1969 წ. 14 ივნისს რიჩარდ ნიქსონმა 100 დოლარზე მაღალი ნომინაციის კუპიურების ბეჭვდვა აკრძალა. მაგრამ, ყველა ფულადი ნიშანი, რომელიც აშშ-ში 1861 წლიდან დღემდე არის გამოშვებული, უპრობლემოდ მიიღება ნებისმიერ ბანკში და სრული ნომინალური ღირებულება აქვს. დოლარი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს გაუფასურებულა!
* ბევრი თვლის, რომ 1 დოლარიან კუპიურაზე, პირამიდის ძირში დაწერილი სიმბოლოები – MDCCLXXVI – მასონების დაშიფრული ტექსტი არის. ეს პირამიდა აშშ-ს ჰერბის ნაწილიც არის და ის სიძლიერის განსახიერებად ითვლება. რაც შეეხება მის 13 საფეხურის – ეს პირველი 13 შტატია, ხოლო წვერის არარსებობა – ქვეყნის სამომავლო გეგმების, მისი განვითარების და გაძლიერების ნიშანი არის. * 2 დოლარიანი კუპიურა მხოლოდ 1862 – 1966 წწ. იბეჭდებოდა და აშშ-ს 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1976 წელს, შეზღუდული ტირაჟით დაიბეჭდა. ამჟამად, ეს კუპიურები დიდი იშვიათობას წარმოადგენს და მიმოქცევაში არსებული ფულის მხოლოდ 1% შეადგენს. * საინტერესოა, რომ 1929 წლიდან, აშშ-ს ფულის ნიშნებზე, ერთი და იგივე ისტორიული პირების სურათებს ბეჭდავენ და უმრავლესობაზე, ამერიკის პრეზიდენტების პორტრეტები არის. თუმცა, არსებობს ორი გამონაკლისი – 10 დოლარიან ბანკნოტზე ალექსანდრე ჰამილტონიის (პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი) სურათი არის და 100 დოლარიანზე – ბენჯამინ ფრანკლინი (ამერიკული ოცნების ფუძემდებელი და აშშ-ს «მამა-დამფუძნებელი», მეცნიერი, გამომცემელი, გამომგონებელი). * ფრაზა «In God We Trust» («ჩვენ ღმერთის გვწამს») – ამერიკულ მონეტებზე 1864 წელს გაჩნდა, ხოლო 100 წლის შემდეგ, ეს სიტყვები ეროვნულ დევიზად იქცა და დღეს მათი გამოყენება აუცილებელია აშშ-ს ყველა ფულად ნიშნანზე. * თითო ბანკნოტის წონა, დაახლოებით, 1 გრამი არის. * ქაღალდი რომელზეც აშშ-ს დოლარები იბეჭდება, 75 % ბამბის და 25 % სელისგან შედგება. ბანკნოტებს ნეიტრალური ფერი აქვს და სხვადასხვა სიგრძის სინთეტიკურ ბოჭკოებს შეიცავს. ის ძალიან მტკიცეა და გადაკვცვის ადგილზე რომ გაცვდეს, 4 000-ჯერ მაინც უნდა გადაიკეცოს. არსებობს ასევე სხვა ქვეყნების დოლარებიც: ანტარქტიკული დოლარი — ანტარქტიკის კონტინენტის არაოფიციალური ვალუტა, რომელიც ენთუზიასტებმა შექმნეს და 1996 წელს მათვე დაარსეც ანტარქტიკური ბანკი. თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფო ანტარქტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს, ვერც საკუთარი ვალუტა ექნება. *** ავსტრალიური დოლარი — ავსტრალიური კავშირის, შობის კუნძულის, ქოქოსის და ნორფოლკის კ-ბის, კირიბატის, ნაურუს და ტუვალუს ოფიციალურ ვალუტა არის. ავსტრალიური დოლარი ერთ-ერთი ყველაზე შემსყიდველუნარიანი ვალუტა არის და მსოფლიო სავალუტო ოპერაციების 5 % სწორედ მასზე მოდის. ავსტრალიური ბანკნოტები სპეციალური პლასტიკური ნივთიერებისგან დამზადებულ ფირფიტებზე იბეჭდება. *** ახალზელანდიური დოლარი — არის ახალი ზელანდიის, ნიუეს, კუკის, ტოკელაუს და პიტკერნის კუნძულების ოფიციალური ვალუტა. მას - «კივისაც» ეძახიან, ახალი ზელანდიის ეროვნული ფრინველის საპატივცემულოდ. *** P. S. უკვე ხსენებული დოლარის სახეობების გარდა, ასევე არსებობს ბაჰამის, ბარბადოსის, ბელიზის, ბერმუდის, ბრუნეის, ჰონკონგის, ზიმბაბის კაიმანის კუნძულების, კანადის, ლიბერიის, მონღოლეთის, ნამიბიის, სინგაპურის, სოლომონის კუნძულების, ტაივანის, ტრინიდადი და ტობაგოს, ფიჯის და იამაიკის დოლარის კუპიურები. 502 10-ს მოსწონს
|