x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!
მოსაბეზრებელი და ნათელი რეკლამების წყალობით დიასახლისებს (და არა მარტო) ხშირად გვხდიან იძულებელს, რომ სარეცხი საშუალებების ძვირადღირებული ასორტიმენტით ავავსოთ აბაზანა. მაგრამ საინტერესოა, ასე კარგი და აუცილებელია ისინი ჩვენთვის, როგორც ამას რეკლამებში წარმოაჩენენ?



image

სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა ცოტაოდენი სიმართლე გითხრათ მათ შესახებ:


1. პირველი, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ ქვეყანაა, სადაც ხდება მუყაოსა თუ ინვენტარის წარმოება, რაშიც სარეცხი საშუალებებია მოთავსებული. თუ გამომცემლობა ევროკავშირის ქვეყნებია და გასაყიდად იმ ქვეყნებშივეა განკუთვნილი, ეს გაცილებით სერიოზული მაჩვენებელია ვიდრე წარმოგიდგენიათ და ხარისხის მკაცრი კონტროლი აქვს გავლილი. მსოფლიოს მესამე ქვეყანასა და რუსეთში კი ძალიან დაბალი სტანდარტებია და შესაბამისად სარეცხი საშუალებებიც დაბალხარისხიანი ინგრედიენტებისგან შედგება. მაგალითისთვის კი გტეყვით, რომ ამ ქვეყნებსა და ევროპის ქვეყნებში შეძენილი თუნდაც შამპუნი ერთი და იგივე შეფუთვით, ხარისხით ნამდვილად გაგაოცებთ, ვინაიდან ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმოებული უმჯობესია.




2. ნუ დაზარდებით ეტიკეტზე წვრილი შიფტით მქონე წარწერის წაკითხვას, ვინაიდან სიაში თავდაპირველად წერია ის ინგრედიენტები, რომლებიც უფრო შესამჩნევია თვალისთვის. მაგალითად თუ შამპუნს მითითებული აქვს "ლავანდის" ექსტრაქტით, ეს ნიშნავს, რომ მასში ქიმიურ საშუალებებთან ერთად წყალი, სპირტი, ლავანდის ზეთი და მარილია. ამ დროს კი თქვენ იყენებთ ქიმიურ საშუალებებს, სადაც ლავანდის ზეთის მიერ წარმოქმნილმა ქაფის ბუშტუკებმა გაფიქრებინეს მისი ეფექტურობა და მაღალხარისხიანობა.



3. რატომღაც ბევრისთვის ყიდვის მომენტში ის უფრო მნიშვნელოვანია სარეცხი ფხვნილების კოლოფი რამდენად მოსახერხებელი მოსახმარი იქნება სარეცხის მანქანაში ჩაყრის დროს და იქნება თუ არა მასში ბევრი ლურჯი და წითელი ნამცეცები, რომლებიც როგორც ვიცით ფხვნილის ხარისხს განსაზღვრავს. სინამდვილეში კი ეს ფერადი- ლურჯი და წითელი ნამცეცები ფხვნილში შეღებილია თვალის ასახვევად, რათა მწარმოებელმა მოიპოვოს თქვენი ნდობა, აქტიური ნივთიერებები მასში კი მხოლოდ მიკროსკოპულ დონეზეა.



4. დამარბილებელსა და თეთრებისთვის განკუთვნილ სარეცხ საშუალებებს თუ ლაბორატორიაში შევადარებთ ერთმანეთს, ნათლად დავინახავთ, რომ წარმოებისა და ფასის მიუხედავად ყველა ერთი და იგივე შემადგენლობისაა. აქედან გამომდინარე კი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თეთრებისთვის განკუთვნილ ფხვნილს ვიყიდით და ფერადების, ორივეს ერთი ეფექტის მოხდენა შეუძლია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ერთი და იგივე წარმოების შამპუნი და გელი დუშისთვის პრაქტიკულად იდენტური შემადგენლობისაა და შეგიძლიათ გამოუვალ მდგომარეობაში ერთი მეორით და პირიქით ჩაანაცვლოთ.



5. ყველა ქიმიურ საშუალებას კი, რომლებიც 100% ქაფდება და ქაფის ჰაეროვან ბუშტუკებს წარმოქმნის, არ შეიძლება აბაზანის "ბომბა" ვუწოდოთ, რადგან ისინი პრაქტიკულად 99% სოდისა და სურნელოვანი საშუალებებისგან შედგება, ამიტომ ნუ გადაიხდით ზედმეტს და საკვები სოდის მეშვეობით თავად შექმენით ისინი.



2
1408
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1408
  
2017, 6 მარტი, 20:11
ძალიან დიდი მადლობა თვალს რომ ადევნებთ.
2017, 6 მარტი, 10:54
მართლა კარგ ,საინტერესო და სასარგებლო სტატიებს დებთ :-))
0 1 2