თავის მოვლა ავიტამინოზის ნიშნები და მკურნალობის მეთოდები 2017, 2 მარტი, 12:30 ![]() ავიტამინოზის დროს ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას, რაც განსაკუთრებით, ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში შეიმჩნევა. სწორედ ამ დროს ორგანიზმი დასუსტებულია და მთელი რიგი ვირუსული დაავადებების, ინფექციებისა და მოტეხილობების განვითარების საშიშროების წინაშე იმყოფება. ზამთრის პერიოდში მცირდება ახალი ხილის მიღება, ზაფხულშიც რთულია, საჭირო რაოდენობის ვიტამინების მიღება. ავიტამინოზს იწვევს ერთგვაროვანი დიეტა, დაუბალანსებელი კვება და საკვები, რომელიც დაბალი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. პირდაპირი გაგებით, ავიტამინოზი არ ითვლება სერიოზულ დაავადებად, თუმცა ვიტამინების მწვავე დეფიციტი უკვე პათოლოგიაა. 100 წლის წინ ავიტამინოზი მხოლოდ მეზღვაურ მამაკაცებს ემართებოდათ, დღეს კი ძალიან ბევრს ადამიანს აწუხებს ეს პრობლება, განსაკუთრებით კი ქალებს, რომლებასც ყველაზე მეტად რკინის, იოდისა და სელენის მიღება სჭირდებათ. ![]() ![]() ავიტამინოზის მკურნალობა - ექიმები ვიტამინების ნაკლებობისას, პაციენტს სხვადასხვა მინერალებისა და ვიტამინების ნაკრებს უნიშნავენ. გახსოვდეთ, რომ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებისა და მინერალების ხელოვნური გზით მიწოდება, მხოლოდ დროებით შეიძლება და არა ხანგრძილივი დროის განმავლობაში. ამ შენთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალია, ზუსტად ვიცოდეთ, რომელი საკვები პროდუქტი დაგვეხმარება და აღადგენს, ჩვენს ორგანიზმში, ვიტამინი A-ს რაოდენობას. ![]() მოცხარი ანუ სმაროდინა -1 ს/კ კენკრას დაასხით 1ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათით, გადაწურეთ და მიირთვით ნახევარი ჭიქა, დღეში 2-ჯერ; ასკილი: ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ წინასწარ დაჭრილი, 5 ს/კ ასკილი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, გადმოდგით და გააჩერეთ 8 საათით. მიღებული სითხე, მთელი დღის განმავლობაში, ჩაის მაგივრად მიირთვით; არყის ფოთლები: 100 გრამი არყის ფოთოლი ფრხილად დაანაწევრეთ, უმჯობესია თუ ამას ხელით გააკეთებთ და არა დანით. დაასხით 500მლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 4 საათის განმავლობაში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ. ![]() იხილეთ აგრეთვე: დაბალი ჰემოგლობინის ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები სოდიანი წყლით სიმსივნისა და სოკოს მკურნალობა! რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თაფლიანი წყლის მიღებას? თირკმელების დაავადების ნიშნები და მისი მკურნალობის მეთოდები როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სახლის პირობებში- ახალი ხალხური მეთოდები რა სიმპტომები ახასიათებს გასტრიტს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში? 1654 4-ს მოსწონს
|