სხვა უჩვეულო ახალი ამბები: ფილიპინებზე უცნაური თევზი დაიჭირეს, პერუში უცხოპლანეტელის ქანდაკება დადგეს 2017, 22 თებერვალი, 11:59 ფილიპინელები შეშფოთებულები არიან ფილიპინებზე, ქ. კაგაია-დე-ოროს ნაპირებთან, მეთევზეებმა ზღვის უცნაური არსება დაიჭირეს, რომლის სიგრძე 20 მ-მდე იყო. ადგილობრივების აზრით, ღრმა წყლების თევზის სანაპიროსთან გამოჩენა, მოსალოდნელი მიწისძვრის ნიშანი არის. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში, ორი ასეთი თევზი უკვე დაიჭირეს, რასაც მიწისძვრა მოჰყვა. პერუში უცხოპლანეტელ–რეპტილოიდის ქანდაკება დადგეს რამდენიმე დღის წინ, პერუს ერთ-ერთ ქალაქში, ჩიკლაიოს პროვინციაში, უცხოპლანეტელ–რეპტილოიდის ქანდაკება დადგეს. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათი ცივილიზაცია ადამიან-იგუანმა დააარსა. იქ, ეს არსება, ყველაზე მთავარი მითიური პერსონაჟი არის. გადმოცემის თანახმად, ის შუამავალი იყო ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროებს შორის, რომელიც მიცვალებულებს მიწისქვეშეთში გზავნიდა. ხალხს კი მისი ეშინოდა და თაყვანს სცემდა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * უჩვეულო ახალი ამბები: ყველაზე დიდი ალიგატორი აშშ-ში ცხოვრობს (+ვიდეო), ბრაზილიაში ციხის კამერამ მოჩვენება დააფიქსირა * უჩვეულო ახალი ამბები: ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო, მოჩვენება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, პატარა უცხოპლანეტელი – ფოტოკამერამ * უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში 1138 10-ს მოსწონს
|