x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კალანხოე. სამკურნალო თვისებები. მიღების წესი. უკუჩვენება (+ მოვლა და გამრავლების თავისებურებები)

კალანხოეს სამშობლო პლანეტის ცხელი რეგიონებია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან იწყება და სამხრეთ აფრიკამდე ვრცელდება. გარდა ამისა, გვხვდება სამხრეთ ამერიკაშიც. ოთახის ყვავილების მოყვარულებს ძალიან მოსწონთ ეს მცენარე, რადგან მას ძალიან ლამზაი ფოთლები აქვს და ყვავილიც დიდი ხნის მანძილზე არა ჭკნება.image

გარეგნული ღირსებების გარდა, მცენარის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი, მისი სამკურნალო თვისებები არის. მას ამ თვისებების გამო, სიცოცხლის ხეს და სახლის ექიმსაც ეძახიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალოდ კონკრეტულად ერთი სახის – კალანხოე დეგრემონი (ლათ. Kalanchoe daigremontiana) გამოიყენება.

კალანხოე ადვილად მოსავლელი და ნაკლებად ჭირვეული მცენარე არის. მას მხოლოდ ზომიერი მორწყვა, წელიწადში ერთხელ გადარგვა და გაზაფხულზე სასუქის მიწოდება ესაჭიროება (უფრო დეტალურად, მოვლის წესები, შეგიძლიათ სტატიის ბოლო ნაწილში ნახოთ)*.

image

სამკურნალო თვისებები

image

კალანხოე, არც თუ ისე ბევრი მცენარედან, ერთ-ერთი არის, რომელიც ოთახის ჰაერს ასუფთავებს და «მიკრობებს ანადგურებს». რაც შეეხება მკურნალობას, ამ მიზნისთვის გამოიყენება კალანხოეს როგორც ფოთლები, ისე ღერო.

* ის კარგად უმკლავდება გრიპის ვირუსს. გაციების და სურდოს დროს, ალბათ, ერთ-ერთი პირველი საშუალება არის.

* აქვს ანთებისსაწინააღმდეგო ძლიერი თვისება.

* ახასიათებს ბაქტერიოციდური და ანტიბაქტერიალური სამკურნალო თვისებები.

* შეუძლია ჭრილობის შემახორცებების დაჩქარება.

* ასუფთავებს სისხლს და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოჰყავს.

* შეუძლია სისხლდენის შეჩერება.

გარდა ამისა, კალანხოეს სამკურნალო თვისებები იმაშიც ვლინდება, რომ ეს მცენარე ძალას და მხნეობას მატებს ადამიანს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის მცენარესთან ერთად ერთ ოთახში კი არა, უშუალოდ მის გვერდით გაატარებს რამდენიმე წუთს.

კალანხოე «დადებითი ენერგეტიკის» მფლობელია და მისი ყოფნა სასადილო ან მისაღებ ოთახში, ყოველთვის დადებითად მოქმედებს ატმოსფეროზე ოჯახში.


image

Kalanchoe daigremontiana


მოხმარება


კალანხოე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. ძირითადად იყენებენ მცენარის ფოთლებს, რომლისგანაც სამკურნალო ფაფის და წვენის მომზადება შეიძლება.

კალანხოე მდიდარი არის სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ის შეიცავს: ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტებს (ალუმინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, სილიციუმი, მანგანუმი).

image

დაავადებები და მცენარით მკურნალობის წესები:

image

I. ჰერპესი

image

დაზიანებულ ადგილზე საჭიროა კალანხოეს წვენის წასმა დეში 4-ჯერ. ეს ტუჩის ჰერპესის მკურნალობის საუკეთესო საშუალება არის.

imageII. ავიტამინოზი და დაბალი იმუნიტეტი

image

კალანხოს С ვიტამინს შეიცავს და ის ძალიან სასარგებლოა, როგორც იმუნიტეტის ასამაღლებლად, ისე ქრონიკული დაღლილობის მოსახსნელად.

ამ დაავადებების მკურნალობისას, საჭიროა ყოველდღიურად 1 ს. კ. «კალანხოეს შვილების» (იხ. გამრავლების თავისებურებები**) ან ნახევარი ფოთლის შეჭმა.

imageIII. ყურის ანთება

imageყურის ანთების დროს, საჭიროა ყურში 1-2 წვეთი კალანხოეს წვენის ჩაწვეთება, დღეში 3-4-ჯერ.

imageIV. მეჭეჭები

image

დაზიანებულ ადგილზე, საჭიროა კალანხოეს ფოთლის ფაფის დადება და ბინტით შეხვევა.

imageV. აკნე, ტროფიკული წყლული (ჩირქოვანი, სველი ჭრილობა), ნაწოლები

image

კანის დაავადებების სამკურნალოდ, ძირითადად მალამო გამოიყენება და მის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტების შერევა:

კალანხოეს წვენი – 30 მლ.

ვაზელინი – 50 გრ.

ლანოლინი – 50 გრ.

რას შეეხება ნაწოლებს – შეხორცებას მცენარის ფოთლებით დამზადებული ფაფის დადება აჩქარებს.

image

VI. ანგინა

image

1 ჭ. ანადუღარ თბილ წყალში საჭიროა 1 ს. კ. კალანხოეს წვენის დამატება და ყელში გამოვლება, ყოველ 2 საათში ერთხელ.

image

VII. დამწვარი და ნახეთქებიანი კანი, ჩირქოვანი ჭრილობები

image

იარების შეხორცების და კანის დამწვარი ქსოვილების აღდგენის პროცესს, მცენარის წვენი აჩქარებს. დაზიანებულ ასგილზე, საჭიროა წვენის ხშირი წასმა.

image

VIII. სურდო

image

ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკს მიზნით, მცენარის წვენის ცხვირის ლორწოვან გარსზე რეგულარულად წასმის შემთხვევაში, შესაძლებელია, სეზონის გრიპის გარეშე «გადაგორება».

რაც შეეხება გაციებას, ანუ სურდოს – თუ ცხვირის ლორწოვან გარსს «შეუძლია» კალანხოეს სუფთა წვენის «გაძლება», მაში ცხვირში სუფთა წვენის ჩაწვეთება არის რეკომენდირებული. ხოლო თუ არა – მისი განზავება უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით – პროპორციით 1:1.

იღების წესი კი ასეთია: 1-2 წვეთი, თითოეულ ნესტოში, დღეში 3-ჯერ. წვენი კარგას ხსნის გაჭედილ ცხვირს.

image

IX. სტომატოლოგიური დაავადებები

image

ღრძილების ანთების დროს, საჭიროა კალანჰოეს წვენის ანადუღარ თბილ წყალში გაზავება, პროპორციით 1:1 და პირის ღრუში გამოვლება, დღეში 3-ჯერ 20 წუთის მანძილზე.
კალანხოეს ტკივილგამაყუჩებელი ფუნქცია აქვს და მის წვენს და ფაფას შეუძლია ჩირქოვანი კბილის გაყუჩებაც კი. ამგვარი პრობლემის შემთწვევაში, საჭიროა ფოთლებიდან ფაფის დამზადება, წვენის გამოწურვა და პირის ღრუში გამოვლება, ხოლო ფაფის ნარჩენების სტერილურ ბინტში გახვევა და ატკიებული კბილის ღრძილზე დადება.

image

X. პროსტატიტი

image

100 გრ. მცენარის ფოთოლი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში > დაასხით 200 მლ. არაყი > გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილზე, დრო და დრო შეანჯღრიეთ > გაფილტრეთ და მაცივარში შეინახეთ, საყინულედან ყველაზე მოშორებით მდებარე თაროზე > მიიღეთ დილით და საღამოს, 1 ჩ. კ. საჭმლის მიღებამდე, 20 წუთით ადრე.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, შეისვენეთ 2 კვირა და მკურნალობა გააგრძელეთ.

image

გარდა ამისა, კალანხოეს წვენ ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, რადგან მას, სამკურნალოს გარდა, გამაახალგაზრდავებელი თვისებებიც აქვს.

image

სამკურნალო წვენის მომზადების წესი


image

კალანხოეს წვენის მოსამზადებლად, საჭიროა მისი ფოთლები. მაგრამ, მხოლოდ ზრდასრული მცენარის გამოყენება შეიძლება. რადგან, ახალგაზრდა მცენარის ფოთლები სასარგებლო თვისებების მქონე ნივთიერებების საკმარის კონცენტრაციას არ შეიცავს.
წვენი კი ასე მზადდება:

მცენარის მორწყვა უნდა შეწყიტოთ, ფოთლების მოჭრამდე, ერთი კვირით ადრე > მოჭერით სქელი და დაუზიანებელი ფოთლები > გარეცხეთ, გაამშრალეთ და მუქი ფერის ქაღალდში ან ქსოვილში გაახვიეთ > შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის მანძილზე (ტემპერატურა +5 – +8 გრადუსი უნდა იყოს ანუ საყინულედან ყველაზე მოშორებით მდებარე თაროზე). ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სიცივის ზემოქმედებით და მზის სხივების არარსებობის პირობებში, ფოთლებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფერმენტაცია მოხდეს > ფოთლები დაამტვრიეთ და ხის კოვზით დაჭყლიტეთ. როდესაც მასა ფაფისებური გახდება (ზოგი ამას ბლენდერით აკეთებს, მაგრამ რკინით დაქუცმაცება რეკომენდირებული არ არის), სტერილურ მარლაში მოათავსეთ და გაწურეთ > შედგით წვენი მაცივარში 2 დღით, რომ დაილექოს > დაწმენდილი წვენი ფრთხილად გადაასხით მუქი ფერის მინის ბოთლში და მაცივარში შეინახეთ.

ასე შენახული წვენის მოხმარების ვადა მხოლოდ 2 კვირა არის. მაგრამ, სამედიცინო სპირტით განზავების შემთხვევაში, 1 წლის მანძილზე ინარჩუნებს სამკურნალო თვისებებს.

სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად, ერთ წილ მცენარის წვენს, 5 წილი 70% სამედიცინო სპირტი უნდა დაამატოთ > ბოთლს სახურავი მჭიდროდ გაუკეთეთ და საფუძვლიანად შეანჯღრიეთ, რომ კარგად შეერიოს.

მიღებული ნაყენი მაცივარში შეინახეთ.

კალანხოეს წვენი ძალიან ძლიერი და მაღალკონცენტრირებული სამკურნალო საშუალება არის.

image


უკუჩვენება


კალანხოეს გამოყენება შინაგანი მოხმარებისთვის, მხოლოდ ექიმთან კონსუტაციის შემდეგ შეიძლება!


კალანხოეს სამკურნალო საშუალებად გამოყენება არ შეიძლება, მათთვის:

image

* ვისაც ალერგია აქვს

* არის ფეხმძიმედ

* აქვს დაბალი წნევა

* აქვს სიმსივნის დიაგნოზი

* აწუხებს თირკმელები ან ღვიძლი

image

შენიშვნა: მცენარის წვენის, სუფთა სახით, გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისთვის. მას შეუძლია ცხვირის ლორწოვანი გარსი დაზიანება.

image

კალანხოეს მოვლა სახლის პირობებში*

image

ეს მცენარე მომთხოვნი არ არის და მისი მოვლა ძალიან მარტივის. ის კარგად გრძნობს თავს სახლის პირობებში და გამრავლების უნიკალური თვისებით ხასიათდება. ერთი მცენარიდან, საშუალოდ, 50 ახალი მცენარის მიღება შეიძლება (საუბარია კალანხოე დეგრემონზე), თითქოს ამით, მისი სასარგებლო თვისებები და მოხმარების საჭიროება არის ხაზგასმული.

image

განათება. კალანხოეს ძალიან უყვარს სინათლე და შეუძლია პირდაპირი მზის სხივების გადატანა და ასევე, კარგად ეგუება სინათლის ნაკლებობას სახლის პირობებში.

image

ტემპერატურის რეჟიმი. მას განსაკუთრებული რეჟიმი არ ესაჭიროება. წელიწადის თბილ სეზონზე, მცენარე კარგად გრძნობს თავს, თუ ჰაერის ტემპერატურა 20–24 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. შემოდგომაზე და ზამთარში, ტემპერატურა უფრო ნაკლები, 12–15 გრადუსი უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ თუ ამ პერიოდში მცენარე სიცხეში იქნება, ყვავილის კვირტები არ ჩამოუყალიბდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა მცენარისგან განსხვავებით, მას ორპირი ქარების არ ეშინია.

ზაფხულში კარგი იქნება, მისი სუფთა ჰაერზე გატანა. მაგრამ, იმის გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ნალექისგან დაცული უნდა იყოს.

image

მორწყვა. მცენარე სუკულენტია და მისი სქელი ფოთლები დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყალს დროზე არ დაუსხავთ, არ გახმება. გაზაფხულზე და ზაფხულში – კვირაში 1-2-ჯერ სავსებით საკმარისი იქნება. ხოლო ცივ სეზონზე – ასე ხშირად მორწყვა საჭირო არ არის. დაელოდეთ, ვიდრე გრუნტის ზედა ფენა კარგად არ გაშრება.

image

ტენიანობა. კალანხოეს იმ სახეობისთვის, რომელსაც ხავერდოვანი ფოთლები აქვს, წყლის მისხურება არ შეიძლება. ასევე არ უნდა მოხვდეს წყალი ფოთოლზე, მცენარის მორწყვის დრს. ხილო სახეობები, რომლებსაც პრიალა ფოთლები აქვს, პერიოდულად თბილი წყლით უნდა გაირეცხოს, მტვრისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.

image

სასუქის მიწოდება. კალანხოეს ყვავილოვან სახეობებს უფრო მეტი სასუქი ესაჭირეობა, ვიდრე ფოთლოვანებს. სასუქის მიცე საჭიროა აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე.

ყვავილოვანი სახეობებისთვის, ქოთნის ყვავილებისთვის განკუთვნილი უნივერსალური სასუქის გამოდგება და მოხმარების წესებში მითითებული დოზის 1/2 საკმარის იქნება. ხოლო, ფოთლოვანებისთვის – კაკტუსის სასუქის გამოყენება შეიძლება.

imageგრუნტი. მცენარე კარგად იზრდება ჩვეუებრივ სტანდარტულ გრუნზე: ქოთნის ყვავილების მიწა, ტორფი, ნეშომპალა და ქვიშა თანაბარი რაოდენობით + ქოთნის ძირში, მისი სიმაღლის 30%-ზე, წვრილი ხრეში, კარგი დრენაჟისთვის.

image

გადარგვა. ვიდრე მცენარე ახალგაზრდაა, გადარგვა ყოველწლიურად არის უცილებელი, ხოლო როდესაც დიდი გახდება, 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიწის გამოცვლა.

image

ყვავილობის თავისებურებები. ყვავილოვანი სახეობის მცენარეებს დიდი რაოდენობით სინათლე ესაჭიროებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილს არ გამოიტანს. ხოლო, თუ საკმარისი რაოდენობის სინათლე ექნება, დიდი და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ.

imageგასხვლა. პროცედურის ჩატარება მას შემდეგ შეიძლება, რაც მცენარე ყვავილობას შეწყვეტს. უნდა მოიჭრას გამხმარი ყვავილები და მცირე ზომით, ღეროები.

image

გამრავლების თავისებურებები**. კალანხოეს გამრავლება სხვადასხვა ხერხით შეიძლება. მაგალითად, მისი გამრავლება ძალიან მარტივია «შვილებით» (ყველა სახეობის არა). მცენარეს ერთდროულად შეუძლია 50-მდე შვილი ეყოლოს. ფოთლებზე გამოსული უკვე დაფესვიანებული მცენარეები, პირდაპირ სუბსტრატში უნდა ჩაირგას.

გარდა ამისა, კალანხოეს გამრავლება შეიძლება თესლით და ფოთლის და ღეროს დაკალმვით.

კალანხოეს ძალიან პატარა ზომის თესლი აქვს და ამიტომ, გრუნტზე თესლის განაწილების შემდეგ, მიწის მიყრა არ შეიძლება და ვიდრე მცენარე კარგად არ წამოიზრდება, მორწყვის დროს, აუცილებელია პულვილიზატორის გამოყენება. კალანხოეს თესლით გამრავლების საუკეთესო დრო – იანვრიდან მარტამდე პერიოდი არის.
ყველაზე სწრაფად და უპრობლემოდ, მცენარე ფოთლის დაფესვიანებით მრავლდება. რაც შეეხება, დაფესვიანებულ შვილებს – პატარა ფესვებიან მცენარე, ნაყოფიერ მიწაში უნდა ჩაირგას, რომელშიც ცოტაოდენი ქვიშა იქნება შერეული.

image

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageჟანგბადის ბომბები! – ეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!

ოთახის 9 მცენარე, რომლის დადგმა საძინებელში არის რეკომენდირებული

ბარაქის ხემ რომ «იმუშაოს»... და არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით

როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს

ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები

0
5363
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0