x
მეტი
  • 18.12.2024
  • სტატია:138869
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512490
როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები
image





1. ვერძი.

ვერძი კონფლიქტურ სიტუაციაში შემტევი და აგრესიულია. მას უყვარს "ორთქლის გამოშვება" და თავისი სიმართლის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფეთქებადია, ჩხუბის მერე ძალიან ნანობს და ეძებს შერიგების და დანაშაულის გამოსყიდვის გზებს. მაგრამ ბოდიშის მოხდას და მომხადრი კონფლიქტის გახსენებას არ დაიწყებს.

ვერძებს არ სჩვევიათ შურისძიება.



2. კურო.


თქვენ თუ მოიკრიბეთ ძალა და გადაწყვიტეთ ყველაფერი პირში მიახალოთ კუროს, გაქცევა ვეღარ გიშველით. გამძვინვარებული კურო მხეცზე უფრო საშიშია, ის გაანადგურებს ყველაფერს რაც თვალში მოხვდება. მაგრამ ასეთ მდგომარეობამდე კუროს მიყვანა არც თუ ისე ადვილია, იგი თვლის რომ ყველა ცხოვრებისეული პრობლემა მშვიდად უნდა გადაწყდეს. ვერ იტანენ კრიტიკას. კურო სქელკანიანია, პატარა წყენებს გულში ინახავს. არ უყვარს როცა ჭკუას არიგებენ. შეურაცხყოფა დიდხანს ახსოვს და ხშირად ასრულებს ურთიერთობას მათთან ვინც გული ატკინა. ბოდიშის მოხდას ნურც კი შეეცდებით, გულისტკენას ხშირად სიცოცხლის ბოლომდე იმახსოვრებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მას თბილად მოექცევით, ის წარსულისთვის მაინც გაზღვევინებთ.


3. ტყუპები.

არ ღირს ტყუპების გაბრაზება, თუ არ გინდათ რომ უახლოეს მომავალში დაკარგოთ ის. მცირე კონფლიქტების დროსაც კი ტყუპები ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ახსნა-განმარტებებს და ურთიერთობის გარკვევებს. ის შეიძლება გაემგზავროს სადმე ან გაგერიდოთ, რათა აღარ გაიხსენოს თქვენს შორის მომხდარი უთანხმოება. თუკი მაინც ჩაითრევთ ჩხუბში, მაშინ მოემზადეთ რომ თქვენს შესახებ გაიგოთ ყველაფერი, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. ტყუპებს წყენის დავიწყება არ შეუძლიათ. არასასურველ ადამიანებს უბრალოდ ტყუპები თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ შლიან.


4. კირჩხიბი.

კირჩხიბს ძალიან სათუთად მოექეცით, როგორც თოთო ბავშვს. ნებისმიერი ხუმრობა თუ არასწორად ნათქვამი სიტყვა გაანაწყენებს მას.

თქვენი ინტონაციაც კი ლაპარაკის დროს ან სიჩუმე შესაძლოა დიდი კონფლიქტის მიზეზი გახდეს. უმტკიცო და უხსნა კირჩხიბს რაიმე, აზრი არა აქვს. უმჯობესია შეეგუოთ მის ხასიათს და ნუ შეუქმნით კონფლიქტურ სიტუაციას. იგი დაუცველი და მგრძნობიარეა. თუ კირჩხიბს გააბრაზებთ, დაელოდეთ მის შურისძიებას.



5. ლომი.
შეურაცხყოფილი ლომი იქცევა ოფიციალურად და ცივად. თუ ჩხუბის დროს მის თავმოყვარეობას შეეხებით, დაამცირებთ და მის ნიჭიერებაში ეჭვი შეგეპარებათ, თქვენ მისგან სილას მიიღებთ. ლომები თავის ემოციებს არ მალავენ და დიდ სკანდალს აწყობენ. სიტყვითაც შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოთ და თან ისე, რომ დიდხანს გონს ვეღარ მოხვიდეთ. მასთან ურთიერთობის გარკვევისას წყნარად განიხილეთ ყველა წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც გაწუხებთ და შესაძლოა ლომი თქვენი მფარველიც კი გახდეს.


6. ქალწული.

ქალწული დაბალ თვითშეფასებას განიცდის. უბრალო ხუმრობამ ან შენიშვნამ მისი თავმოყვარეობა შეიძლება შელახოს. საქმის გარჩევას ქალწული მაშინვე არ დაიწყებს. მას უყვარს წესრიგი და დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიყავს. თავიდან ქალწული "შავ სიაში" ჩაგწერთ, დროის გასვლის შემდეგ კი შეგახსენებთ წყენას. გაბრაზებული არ დაგიწყებთ მუქარას და არ დააწყობს შურისძიების გეგმებს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ისე რომ თვითონაც კი ვერ გააცნობიეროს, სამაგიეროს გადაგიხდით.


7. სასწორი.

სასწორები ბავშვივით ბუტიები არიან. ჩხუბის დროს იბნევიან და თავის გასამართლებელ სიტყვებს ვერ პოულობენ. არასასიამოვნო სიტყვების გაგონებისას ღრმა სულიერ დისჰარმონიას განიცდიან და ეძებენ მათ, ვინც შეიცოდებს.

ვინც კი ამ განაწყენებულ ზოდიაქოს ნიშნის წარმოამდგენელს მოუსმენს, მივა იმ დასკვნამდე რომ მისი გამბრაზებელი ძალიან ამაზრზენი და საშინელი ადამიანია. ამიტომ თუ არ გსურთ, რომ ჭორების ობიექტი გახდეთ, მოერიდეთ სასწორებთან კონფლიქტს. შურისძიება მათ არ შეუძლიათ, ბოდიში ან საჩუქარი საკმარისია, რომ წყენა დაივიწყონ.


8. მორიელი.

მორიელთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის, ხოლო დაუმტკიცო შენი უდანაშაულობა - უშედეგოა. იგი მიისწრაფვის კონფლიქტური სიტუაციებისკენ და იწვევს ოჯახურ სკანდალებს. ნებისმიერ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე თქვენ დაუყოვნებლივ და ნაჩქარევ რეაქციას მიიღებთ. მუშტებით არ მოგვარდებათ, მაგრამ მისი მწარე, გესლიანი სიტყვები პირდაპირ გულში მოგხვდებათ. ნებისმიერი კონფლიქტი ან სკანდალი მას ძალას მატებს. გაბრაზებული მორიელი დიდი აზარტით იძიებს შურს, ისე რომ მთელ თავის ძალას და გონებრივ შესაძლებლობებს ამაში ჩადებს.



9. მშვილდოსანი.

მშვილდოსანს არ უყვარს კონფლიქტები და მოთმინებით უშვებს მის მიმართ წარმოთქმულ სიტყვებს ერთი ყურიდან მეორეში. მაგარამ თუ აიყოლიეთ, მასინ დიდი სკანდალს ვერ აცდებით. მას შეუძლია "ბუზი სპილოდ აქციოს". ჩხუბის დროს არ ღირს ძველი წყენების შეხსენება, რადგან მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ადრე. გაბრაზებული მშვილდოსანი უხეში და პირდაპირია, მაგრამ ჩხუბის მერე იგი ამას ნანობს. საკმარისია მეორე დღეს კარგად დაელაპარაკოთ, რომ მას ყველაფერი ავიწყდება.



10. თხის რქა.

თხის რქა ძალიან კეთილსინდისიერად და პატიოსნად ცდილობს გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. ნებისმიერი უთანხმოება და პრობლემა მნიშვნელოვნად აზარალებს მას. იგი დიდხანს ხარშავს თავში და ეძებს შერიგების ვარიანტებს. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი გამოიყურება განადგურებულად. მისი გაბრაზება მხოლოდ მისი პროფესიული თვისებების გაკრიტიკებით არის შესაძლებელი. თუ თხის რქას არ უყვარხართ, გირჩევთ ძალიან შორს დაიჭიროთ მისგან თავი. შურისძიებას არ დაიწყებს, მაგრამ მის ნდობას დაკარგავთ. ამიტომ თუ გინდათ, რომ უსიამოვნება აიცილოთ თავიდან, ჩხუბის მერე გირჩევთ აღიაროთ თქვენი შეცდომები და დაარწმუნოთ, რომ მას აკრიტიკებდით სიბოროტისგან კი არა, არამედ იმიტომ რომ მისთვის კარგი გსურთ.



11. მერწყული.
მერწყულები არაპროგნოზირებადი ხალხია. მათ ჩხუბის დროსაც კი შეუძლიათ რომ იხუმრონ ან საერთოდ არ ამოიღონ ხმა. არ აქცევენ ყურადღებას მათ მიმართ წარმოთქმულ სიტყვებსაც კი. გიმტკიცოს თავისი სიმართლე, იყვიროს ან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოს-ამას არ იზამს. მას შეუძლია მოგიჯახუნოს კარი, და ამის შემდეგ ის დიდხანს აღარ შეგამჩნევთ თქვენ. მერწყული თქვენ აღარ ჩაგთვლით მეგობრად ჩხუბის შემდეგ და თქვენ მის ნდობას დაკარგავთ. არ ღირს მისი გაკრიტიკება, თუ ის თქვენთვის ძვირფასია და თუ მისი შენარჩუნება გსურთ. შურისძიება მას არ შეუძლია.



12.თევზები.

თევზებს მალე სწყინთ ყველაფერი, მაგრამ გააბრაზო ისინი ისე რომ თქვენზე შური იძიოს, შეუძლებელია. თევზები წყენას მალე ივიწყებენ და მხოლოდ სიტყვებით იძიებენ შურს.

ჩხუბის შემდეგ ისინი დიდი ხანი დადიან გაბრაზებული სახით, ამ დროს იგი მოუყვება თავის ახლობლებს თუ როგორი ცუდი ადამიანი ხართ თქვენ და რა ცუდად მოექეცით. თუ გვერდით არ ყავთ ისეთი პიროვნება, ვისაც თავის გულის წუხილს გადაუშლიან, მაშინ ისინი თავის შინაგან სამყაროში გადადიან და ბევრს ფიქრობენ მომხდარზე და უამრავი კითხვა აწუხებთ: "რატომ არ ვუპასუხე ასე?", "ნუთუ მართლა ასე ფიქრობს?" და ასე შემდეგ. თევზებთან ურთიერთობის დალაგება რთული არ არის, ის მალევე დაივიწყებს ყველაფერს, თუ თბილად დაელაპარაკებით. ისინი ხშირად სიმშვიდეს და გონიერებას ავლენენ. ამიტომ თუ არ გააკრიტიკებთ და არ შეეხებით მათ, თვითონ ისინი არ გაწყენინებენ.


image


დევიზები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.


იპოვე შენი და შენი საყვარელი ადამიანის ჰოროსკოპის გადამკვეთი რიცხვი

5
18681
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
18681
  
2019, 26 აგვისტო, 23:27
მე ქალწული ვარ დედაჩემიც
2018, 18 ივლისი, 0:24
სასწორი თუ გაბრაზდა... მოკლედ გაქცევა ვერ გიშველის ხოლო თუ ეს მოახერხე ისე გაგაგამწარებს რომ მთელი სიცოცხლე არ დაგავიწყდეს. მე სასწორი ვარ და სხვა სასწორებსაც ვიცნობ ვინც ასე იქცევა
2018, 4 ივლისი, 10:29
ვერძი 100%
2017, 16 თებერვალი, 16:21
კირჩხიბი 100%
2017, 14 თებერვალი, 12:34
კურო 100% :D
0 1 5