x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138409
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თუ თქვენი სურვილი ჯერ არ ახდენილა ...

imageimageსამყაროს განაპირას პატარა მაღაზია იყო. აბრა მასზე, დიდი ხნის წინ გაქრა — ის ერთხელ ქარიშხალმა წაიღო, ხოლო პატრონმა, ახალი აღარ გააკეთა, რადგან ყველა ადგილობრივმა ისედაც იცოდა, რომ მაღაზიაში სურვილები იყიდებოდა.

ასორტიმენტი მაღაზიაში მრავალფეროვანი იყო. აქ პრაქტიკულად ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა: უზარმაზარი იახტები, ბინები, გათხოვება, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ფული, ბავშვები, საყვარელი სამუშაო, ლამაზი გარეგნობა, კონკურსში გამარჯვება, მანქანები, ხელისუფლება, წარმატება და ბევრი სხვა რამ. ყველაფერი იყიდებოდა, სიცოცხლის და სიკვდილის გარდა — ამით სათაო ოფისი იყო დაკავებული, რომელიც სხვა გალაქტიკაში იმყოფებოდა.
ყველა, ვინც მაღაზიაში შედიოდა, პირველ რიგში, იგებდა თუ რა ღირდა მისი სურვილი. ფასები კი სხვადასხვა იყო. მაგალითად, საყვარელი სამუშაოს შეძენა, სტაბილურ და პროგნოზირებად ცხოვრებაზე უარის თქმით შეიძლებოდა. ასეთი სურვილის მიღების შემთხვევაში, ადამიანი მზად უნდა ყოფილიყო, თავად დაეგეგმა ცხოვრება, საკუთარ ძალებში დარწმუნებულს და მიეღო უფლება იქ ემუშავა სადაც მას სურდა და არა იქ, სადაც საჭირო იყო.
ხელისუფლება უფრო ძვირი ღირდა: საჭირო იყო უარის თქმა ზოგიერთ საკუთარ მრწამსზე, ყველაფრისთვის რაციონალური ახსნის მონახვა, მეგობრისთვის უარის თქმის შეძლება, საკუთარი ფასის ცოდნა (და ის საკმარისად დიდი უნდა იყოს), საკუთარი თავისთვის «მეს» თქმის უფლების მიცემა, თავის წარდგენა, და ეს ყველაფერი სხვების თანხმობის, თუ წინააღმდეგობის ფონზე.
ზოგიერთი ფასი საკმაოდ უცნაური იყო — გათხოვების მიღება, პრაქტიკულად უფასოდ შეიძლებოდა, ხოლო ბედნიერი ცხოვრება, ძვირი ღირდა: პერსონალური პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ცოდნა, საკუთარ სურვილებში გარკვევა, უარის თქმა გარემოს შესაფერისობისკე მისწრაფებაზე, არსებულის დაფასების უნარი, საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლების მიცემა, საკუთარი ფასისა და მნიშვნელობის გაცნობიერება, «მსხვერპლის» ბონუსზე უარის თქმა, ზოგიერთი მეგობრის და ნაცნობის დაკარგვის რისკთან შეგუება.
ყველა ვინც მაღაზიაში შევიდოდა, არ იყო მზად, სურვილის მაშინვე შესაძენად. ზოგიერთი, ფასს ნახავდა თუ არა, მაშინვე უკან ბრუნდებოდა და მიდიოდა. სხვები დიდ ხანს იდგნენ და იმაზე ფიქრობდნენ, შეძლებდნენ თუ არა, სურვილის შესაბამისი ფასის გადახდას. ვიღაცა წუწუნს იწყებდა, მეტისმეტად მაღალი ფასების გამო და ფასის დაკლებას ითხოვდნენ. იყვნენ ისეთები, ვინც მთელ თავის დანაზოგს თავს უყრიდა და წითელ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულ სურვილს ღებულობდა. ასეთ იღბლიანებს, სხვები შურით უყურებდნენ და იმაზე ჩურჩულებდნენ, რომ მაღაზიის მეპატრონე მათი ნაცნობი ან ახლობელი იყო და სურვილი მათ მარტივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღეს.
მაღაზიის მფლობელს ხშირად სთავაზობდნენ ფასების დაწევას, რომ მყიდველების რაოდენობა გაზრდილიყო. მაგრამ, ის ყოველთვის უარს ამბობდა. რადგან, ფასების დაწევის შემთხვევაში, სურვილების ხარისხიც დაეცემოდა. როდესაც მას ეკითხებოდნენ, ეშინია თუ არა გაკოტრების, თავს აქეთ-იქით აქნევდა და ამბობდა, რომ ყველა დროში მოიძებნებიან გაბედული ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, რისკის გაწევისა და საკუთარი ცხოვრების შეცვლისთვის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან თავიაანთ ერთფეროვან ყოველდღიურობაზე, საკუთარი თავის რწმენას შეძლებენ, ექნებათ ძალა და საშუალება, რომ სურვილის შესრულება დააფინანსონ.
image

image

ხოლო მაღაზიის კარებზე, უკვე საუკუნეზე მეტი ხანია, შემდეგი შინაარსის განცხადება არის გაკრული: «თუ თქვენი სურვილი ჯერ არ ახდენილა — ე. ი. მისი საფასური გადახდილი არ არის».

0
106
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0