x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
როგორ უნდა განვსაზღვროთ მომავალი ბავშვის თვალის ფერი

მშობლები ყოველთვის ცდილობენ იმის წარმოდგენას, თუ როგორი იქნება მათი მომავალი შვილი, ვის უფრო მეტად დაემსგავსება – დედას თუ მამას? უპირველეს ყოვლისა, მათ ის აინტერესებთ, გოგონა დაიბადება, თუ ვაჟი და როდესაც ექოსკოპიაზე მიდიან, ნაყოფის განვითარების კონტროლის გარდა, ყოველთვის ამ საკითხით ინტერესდებიან. თუმცა, სქესის გარდა, არც ის არის ნაკლებად საინტერესო, თუ რა ფერის თვალები ექნება ბავშვს. და შეიძლება, ეს საკითხი უფრო მეტადაც აინტერესებთ, ვიდრე მომავალი შვილის სქესი.

უნდა აღინიშნოს, რომ საუკუნეების მანძილზე, მომავალი ბავშვის თვალის ფერის გამოცნობა, ამოუხსნელი ამოცანა იყო. მაგრამ, დღეს მეცნიერება ისე განვითარდა, რომ ზუსტი პასუხის მიღება (ფერის ტონალობის გათვალისწინების გარეშე) ამ საკითხთან დაკავშირებით, სირთულეს აღარ წარმოადგენს.

თვალის ფერის ჩამოყალიბება – რთული პროცესია, რომელიც მთლიანად გენეტიკაზე არის დამოკიდებული. გენების უამრავი კომბინაცია არსებობს, რომელსაც ადამიანი ორივე მშობლისგან იღებს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ხუმრობენ, 99 %-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, თუ რა ფერის თვალები ექნება ახალშობილს. ყველა ბავშვს დაბადების პირველ თვეებში, ცისფერი ან მასთან მიახლოებული ტონალობის თვალები აქვს. რამდენიმე თვის შემდეგ, თვალის ფერი ეცვლებათ და საბოლოოდ, თვალის ფერის ფორმირება, მხოლოდ სამი-ოთხი წლის ასაკში ხდება.

ბავშვის თვალის ფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის მელანინი არის მის ორგანიზმში და ასევე იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მასზე მზის სინათლე. ამ ორი ფაქტორის კავშირის საფუძველზე, თვალის ფერმა შეიძლება მიიღოს: ყავისფერი, თაფლისფერი, მწვანე, ცისფერი და ა. შ.

ზუსტად რა ფერის იქნება ბავშვის თვალის ფერი, ამის გაგება, ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეიძლება, მშობლების თვალის ფერის მიხედვით.


image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

როგორ უნდა შევარჩიოთ სათამაშო ბავშვის ასაკის (1-5 წ.) გათვალისწინებით

სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

ის, რაც ბავშვმა მშობლებისგან უნდა მოისმინოს

ცნობილი პედიატრის გენიალური ციტატები

1
567
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
567
  
2017, 6 თებერვალი, 11:58
ლურჯებისა ლურჯი გამოდის ესეიგი
0 1 1