სხვა რატომ დაიწყეს ანტიკვარებმა «ზინგერის» ძველ საკერავ მანქანებზე «ნადირობა» 2017, 1 თებერვალი, 17:13 შესაძლებელია ახალი თაობის წარმომადგენლებმა არ იციან რა დევს ამ ყვითელ ყუთში. მაგრამ, ძველმა თაობამ კარგად იცის, რომ მასში «ზინგერის» საკერავი მანძანა არის, რომელიც გასული საუკუნის 60-70 წლებში, თითქმის ყველა ოჯახში იყო. 70 - 80-იან წლებში ეს მანქანები ელექტრო მანძანებმა ჩაანაცვლა, მაგრამ იმის გამო, რომ ძველი კარგად მუშაობდა, გადასაგდებად ვერავინ გაიმეტა. ეს მანქანები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც ბევრს ექნება ის სხვენში ან სარდაფში.
ათიოდე წელი დასჭირდა «ზინგერის» ახალ ქარხანას, რომ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გამხდარიყო. I მსოფლიო ომის დაწყების წინ, ქარხანა წელიწადში 600 000 საკერავ მანქანას აწარმოებდა! მხოლოდ რუსეთის იმპერიაში 3 000 საფირმო მაღაზია იყო. ამასთან, კომპანიის რუსეთის ფილიალს საფოსტო მომსახურებაც ჰქონდა და მანქანის შეძენის მსურველებს, შეკვეთილ საქონელს, არა მარტო იმპერიის ფარგლებში, ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებშიც უგზავნიდნენ. 1918 წელს, რევოლუციონერებმა Singer Manufacturing Company-ს ქარხანა ჩამოართვეს და მის ბაზაზე, 1923 წელს, საკერავი მანქანების «პოდოლსკის» მარკა შექმნეს, რომლის წარმოებული მანქანები, ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ასე დამთავრდა Singer-ის ისტორია რუსეთში, მაგრამ იქ წარმოებულ მანქანებს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. მაგ., ის, რომ ძველი საკერავი მანქანების ზოგიერთი დეტალი იშვიათი, ძვირფასი მეტალით იყო დამზადებული. მეორე ლეგენდის მიხედვით, 1998 წელს კომპანია «ზინგერმა» იმ მანქანების ძებნის შესახებ გამოაცხადა, რომლის სერიული ნომერი ერთით იწყებოდა. ხმების მიხედვით, რარიტეტული მანქანების ბედნიერ მფლობელებს, ჯილდოდ 30 ათასიდან - მილიონ დოლარამდე თანხა ელოდებათ. ამიტომ, ანტიკვარებმა მანქანების მასიური შესყიდვები დაიწყეს. ოფიციალურად, ეს ხმები კომპანიის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ, როგორც ამბობენ, არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე... და კიდევ, სავარაუდოდ, მანქანები, რომლებზეც ანტიკვარები «ნადირობენ», რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე არის გაყიდული (ანუ საქართველოშიც, რედ). არის კიდევ ერთი წარმოუდგენელი ლეგენდა იმის შესახებ, რომ არსებობს 300 საკერავი მანქანა, რომლებიც მთლიანად ოქროსგან არის ჩამოსხმული. ამ ლეგენდის მიხედვით, რევოლუციის შემდეგ, რუსეთის მოხახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ქვეყნიდან მხოლოდ საოჯახო ნივთების გატანის უფლება ჰქონდათ. ამიტომ, საზრიანმა ემიგრანტებმა, საკუთრებაში არსებული ოქრო გადაადნეს, ზინგერის საკერავი მანქანის ფორმა მისცეს, შავად შეღებეს და მშვიდად გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, «რუსული ზინგერების» პირველი მანქანების მეტალის დეტალები, პალადიუმისგან არის დამზადებული. ამას იმით ხსნიან, რომ მანქანა გამძლე ყოფილიყო და ხმარებაში არ გაცვეთილიყო. 21702 10-ს მოსწონს
|