x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ამოირჩიეთ სურათზე მოცემული გამოსახულება და გაიგეთ თქვენი ძლიერი მხარეების შესახებ
image
ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. იცით თუ არა თქვენი საუკეთესო თვისების შესახებ? ან იქნებ ფიქრობთ, რომ თქვენ არ გაქვთ არაფერი განსაკუთრებული? ამ მარტივი ტესტის საშუალებით თქვენ დარწმუნდებით, რომ თითოეული ადამიანი განუმეორებელია და უნიკალური თვისებების მფლობელია.
ტესტი დაგეხმარებათ თქვენი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში. აირჩიეთ სურათზე გამოსახული ნებისმიერი ფიგურა. ინტუიციას და შეგრძნებებს დაეყრდენით და დიდი ფიქრის გარეშე უცებ აირჩიეთ გამოსახულება, რომლის რიცხვის შესაბამის პასუხებსაც ქვევით იხილავთ.



image


ტესტის შედეგები:


1. ლიდერი


თქვენი ძლიერი მხარეები-თქვენ გაგაჩნიათ ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორობის უნარი. თქვენ შესანიშნავად შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი აზრები და ნებისმიერ თანამოსაუბრესთან გამართოთ დისკუსია. კიდევ ერთი დადებითი თვისება-სწრაფად ახდენთ ადაპტაციას ნებისმიერ სიტუაციაში.


2. შემსრულებელი

თქვენი პიროვნების ძლიერი მხარეები-პასუხისმგებლობა და სერიოზულობა. თქვენ ასევე ორგანიზატორობის დიდი ნიჭი გაგაჩნიათ, ახალ პირობებს ადვილად ერგებით, მაგრამ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. თქვენი საქმის შესანიშნავი შემსრულებელი ხართ. ყოველთვის ცდილობთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. თქვენ განსაკუთრებით გაფასებენ შრომისმოყვარეობის, პატიოსნების და საიმედოობის გამო.


3. მერყევი

თქვენი უპირატესობა-მრავალმხრივი პიროვნება ხართ, რომელიც დიდ შესაძლებლობებს ფლობთ. გაგაჩნიათ ბუნებრივი ნიჭი ერთდროულად სხვადასხვა საქმეს მოეკიდოთ. მაგრამ ხდება ისე, რომ დაუცველობის და მგრძნობიარე ბუნების გამო ეჭვი გეპარებათ თქვენს ძალებში. თქვენ ყოველ წუთს გესაჭიროებათ მორალური მხარდაჭერა და წახალისება.


4. მეცნიერი

თქვენი ძლიერი მხარე თქვენი პიროვნულობაა-რაციონალიზმი, განვითარებული ანალიტიკური აზროვნება, კონცენტრაცია და შინაგანი სიმშვიდე. თქვენ ყოველთვის და ყველაფრის შესახებ გაქვთ თქვენი შეხედულება. ყოველთვის გაქვთ თქვენი ვარიანტები და გეგმები რაიმე სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით. ასეთი გათვლები გეხმარებათ სწორედაც რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ.


5. ინტუიციური
თქვენი უპირატესობაა- უნივერსალურობა და უნარი წარმატებით შეასრულოთ რამდენიმე საქმე ერთდროულად. თქვენ ასევე ადვილად შეგიძლიათ გადახვიდეთ ერთი საქმიანობიდან სხვაზე. თქვენ გაქვთ კარგი ინტუიცია და დიდი ფანტაზია. განსაკუთრებით კარგად აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს.


6. შემოქმედი
თქვენი ძლიერი მხარე-განვითარებული ფანტაზია, გამომგონებლობა და პრინციპულობა. გაქვთ საკუთარი ზნეობრივი ნორმები, რომელსაც არასოდეს გადუხვევთ, ასე რომ თქვენით მანიპულირება რთულია. როგორც წესი ყოველთვის გაგაჩნიათ ახალი იდეები და ყოველთვის ცდილობთ მათ ბოლომდე განხორციელებას.


7. ემოციური
თქვენი ძლიერი მხარე-არის უნარი თანაუგრძნოთ და დაეხმაროთ გარშემომყოფებს. თქვენ გაფასებენ ზუსტად იმიტომ, რომ როგორც ყოველთვის მოძებნით მანუგეშებელ სიტყვას და დაამშვიდებთ ყველას, ვინც მოვიდა თქვენთან თავისი პრობლემებით. თუმცა, ზოგჯერ თქვენ ხდებით მძევალი საკუთარი გრძნობების, რადგან სწორედ თქვენი ემოციები გაიძულებთ რომ დაუშვათ შეცდომები და დაუფიქრებელი ქმედებები.



8. მანიპულატორი
თქვენი ძლიერი მხარე - ადამიანების მანიპულირების უნარი. თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ სხვები გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ. ბევრ სიტუაციაში, თქვენ ავლენთ სიმკაცრეს და პრინციპულობას და სწორედ ამ თვისებების საშუალებით ახდენთ ზეწოლას ხალხზე და ღებულობთ მათგან სასურველ რეაქციას.


imageმსგავსი სიახლეები იხილეთ ბმულზე:


#საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი-წინასწარმეტყველება. გაიგეთ რა გელით მომავალში

#მკითხაობა-"ნოსტარდამუსის წრე". მიიღეთ პასუხი ნებისმიერ კითხვაზე


2
2162
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2162
  
2017, 29 იანვარი, 19:37
კაია
2017, 29 იანვარი, 15:24
ეე მაგარია, დაემთხვა
0 1 2